თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, რაჲთა რაჟამს იხილნეთ, ვითარმედ მრავალნი არა გისმენდენ, არამედ გტანჯვიდენ თქუენ, არა დაჰბრკოლდეთ, არამედ გეჴსენნენ სიტყუანი ესე, ვითარმედ მე გარქუ თქუენ:
John 16:1
...(მათ. 17,27) ვითარცა-ესე ამასცა ადგილსა ქმნა, რამე-თუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „ყოლადვე ისმინი ჩემი“, შესძინა და თქუა, ვითარმედ: „ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს“. ჰხედავა სიტყუათა ამათ? რამეთუ თავადი იტყჳს, ვითარმედ: „ამისთჳს მდაბლად ვიტყჳ, რაჲთა არა დაბრკოლდენ“; და ვინაჲთგან იგი ამას იტყჳს და საქმენიცა გჳჩუენებენ, ვითარ არა გულისხმა-ვყოთ, ვითარმედ არა ბუნებისათჳს მისისა თქუმულ არიან სიტყუანი იგი მდაბალნი, არამედ უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა? რამეთუ სხუასაცა ადგილსა მოიწია მისა ჴმაჲ, და თავადმან თქუა, ვითარმედ: „არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს“. და ესრეთ მრავალთა მიზეზთათჳს მდაბლისმეტყუელებს მაღალი იგი სახიერებისათჳს მისისა და უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა, და კუალად, რაჲთა ასწავოს მათ სიმდაბლჱ, და მერმე, რაჲთა დაამტკიცოს კაცებაჲ თჳსი, და რაჲთა არა წინააღმდგომად ღმრთისა ჰგონებდენ მას, და რაჲთა არა ურწმუნო იყვნენ ღმრთისა მიერ მოსლვისა მისისა, და რაჲთა არა შეჰრაცხონ იგი დამჴსნელად შჯულისა, და კუალად, მათისა მის შურისათჳს, და რამეთუ მრავალგზის იტყოდა ძუელსა შინა, ვითარმედ: „უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს“,...