მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 17:6

5. And now, O Father, glorify thou me with thine own self with the glory which I had with thee before the world was.6. I have manifested thy name unto the men which thou gavest me out of the world: thine they were, and thou gavest them me; and they have kept thy word.7. Now they have known that all things whatsoever thou hast given me are of thee.
John თავი 17
6. I have manifested thy name unto the men which thou gavest me out of the world: thine they were, and thou gavest them me; and they have kept thy word.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „გამოუცხადე სახელი შენი კაცთა, რომელნი მომცენ მე; სოფლისა ამისგანნი იყვნეს და მომცენ, და სიტყუაჲ შენი დაუმარხავს“ (17,6).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: „დიდისა ზრახვისა ანგელოზ“ ეწოდების ძესა ღმრთისასა ყოველთა მათ სწავლათათჳს, რომელ ასწავა, და პირველად, რომელ მამაჲ უქადაგა კაცთა, რომელსა აწ იტყჳს, ვითარმედ: „გამოუცხადე სახელი შენი კაცთა“; რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „საქმჱ შენი აღვასრულე“, აწ იტყჳს, თუ რომელი საქმჱ. ესეო: „გამოუცხადე სახელი შენი კაცთა“. უკუეთუ ვინ თქუას, ვითარმედ სახელი ღმრთისაჲ თჳთ საცნაურ იყო, გულისხმა-ყავთ, რამეთუ ჰურიათა მიერ ოდენ იყო საცნაურ, და არცა მათ მიერ სრულიად, არამედ წარმართთა ყოვლადვე არა იცოდეს, ხოლო ჰურიათა დაღაცათუ იცოდეს, არამედ მამად არა. ხოლო ქრისტემან გამოუცხადა სახელი მისი სიტყჳთცა და საქმით.

სააღდგომო ეპისტოლე 1999 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
საქართველოს მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ყველა ერთულ შვილს::

...აშე. ეს გრძნობა უჩვეულო და არამიწიერია იმიტომ, რომ იგი მარადიულ სიტკბოებას გვაზიარებს და სრულყოფილი სიხარულით გვავსებს. სწორედ ამას სთხოვდა უფალი თავის ვედრებაში ზეციურ მამას: „გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცი მე ქვეყანისაგან. მათთვის გევედრები, წმიდაო მამაო, დაიცვვ ისინი შენი სახელით“ (). „წმიდა ყავ ისინი ჭეშმარიტებით... რათა ჰქონდეთ მათ ჩემი სიხარული სრულად“ (). „მშვიდობას ჩემსას გაძლევთ თქვენ“ (). „ეს გითხარით თქვენ, რათა ჩემი სიხარული თქვენში დარჩეს და სრულ იყოს თქვენი სიხარული“ ().

ასე რომ, იესო ქრისტემ მოგვანიჭა სრულქმნილი მშვიდობა და სიხარული, მაგრამ თანამედროვე ადამიანი ცოდვით სავსე ცხოვრების წესის გამო თითქმის ვეღარ შეიგრძაობს, ვერ აღიქვამს ამ დიად მადლთა ცხოველსმყოფელ ძალას. მოციქული იაკობი ასე ხსნის ამ მდგომარეობას: „არა გაქვთ, იმიტომ, რომ არ ითხოვთ“ (). ხოლო იმისთვის, რომ სწორად ვითხოვოთ, სწორი და მტკიცე სარწმუნოება უნდა გვქონდეს.

სულიერი თვალსაზრისით ადამიანის ცხოვრება ჯაჭვური რეაქციის მსგავსია. თუ პიროვ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სოფლისაგან არა არიან, ვითარ მე არა ვარ სოფლისაგან“ (17,16).:

...15,16) და ვითარ იგი აქა მათთჳს ევედრების? არამედ სხჳსა არარაჲსათჳს, ვითარცა ვთქუ, გარნა გამოჩინებად სიყუარულისა თჳსისა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სოფლისაგან არა არიან, ვითარ მე არა ვარ სოფლისაგან“ (17,16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და ვითარ სხუასა ადგილსა იტყოდა, ვითარმედ: „რომელნი მომცენ სოფლისაგან, შენნი იყვნეს“? არამედ მუნ ბუნებისათჳს იტყოდა, რამეთუ ბუნებით სოფლისაგანნი იყვნეს მოციქულნი, ხოლო აქა საქმეთათჳს ბოროტთა იტყჳს. და დიდსა ქებასა იტყჳს მათთჳს: პირველად, რამეთუ არა სოფლისაგანნი არიან, მერმე, რამეთუ მან მოსცნა ამას იგინი, და კუალად, რამეთუ სიტყუაჲ მისი დაიმარხეს და რამეთუ მისთჳს მოძულებულ იქმნნეს. და უკუეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ვითარცა მე არა ვარ სოფლისაგან“, ნუ გიკჳრს, რამეთუ სიტყუაჲ ესე: „ვითარცა მე“, არა ჭეშმარიტისა მსგავსებისათჳს იტყჳს, რამეთუ ოდეს მამისათჳს იტყოდის, ვითარმედ: „ვითარცა მე და მამაჲო“, სრულიადსა მსგავსებასა იტყჳს, ხოლო რაჟამს ჩუენთჳს თქუას, ფრიადსა სიშორესა გამოაჩინებს ჩუენსა მისგან. რამეთუ უკუეთუ „ცოდვაჲ არა ქმნა, და არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა“, ; ვითარმცა ძალ-ედვა მოციქულთა სწორ მისა ყოფაჲ? არამედ ამას იტყჳს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ო
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იცოდა იესუ, რამეთუ ყოველივე მოსცა მამამან ჴელთა მისთა, და რამეთუ ღმრთისაგან გამოვიდა და ღმრთისა მივალს“ (13,3).:

...ონებ, მორწმუნეთა ცხორებასა უწესს. რამეთუ რაჟამს იტყოდის, ვითარმედ: „ყოველივე მომეცა მე მამისაგან ჩემისა“, ; „მოცემად“ ამას მოცემასა იტყჳს - მორწმუნეთა ცხორებასა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „შენნი იყვნეს და მომცენ მე“. და მერმე იტყჳს, ვითარმედ: „ვერვის ძალ-უც მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან მოიყვანოს“. ხოლო შენ რაჟამს „მოცემა“ გესმეს, ნურარას კაცობრივსა გულისხმა-ჰყოფ, რამეთუ მამისა მიმართ ერთობასა და პატივსა აჩუენებს, რამეთუ ვითარცა-იგი მამაჲ მას მისცემს, ეგრეთვე იგი მამასა მისცემს. და ამას მოასწავებს ნეტარი პავლე და იტყჳს, ვითარმედ: „რაჟამს მისცეს სუფევაჲ ღმერთსა და მამასა“. ხოლო ამას ადგილსა კაცობრივრე თქუა, რაჲთამცა გამოაჩინა ფრიადი იგი მისი მათა მიმართ მოღუაწებაჲ და მიუწდომელი მათა მიმართ სიყუარული, რამეთუ ვითარცა ჭეშმარიტად თჳსთა იღუწიდა მათ და ასწავებდა დედასა მას ყოველთა სათნოებათასა - სიმდაბლესა, რომლი სათჳს თქუა, ვითარმედ აღსასრული არს სათნოებისაჲ. ხოლო ესე სიტყუაჲ რაჲსათჳსღა არს, ვითარმედ: „ღმრთისაგან გამოვიდა და ღმრთისა...

სრულად ნახვა