მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 18:29

28. Then led they Jesus from Caiaphas unto the hall of judgment: and it was early; and they themselves went not into the judgment hall, lest they should be defiled; but that they might eat the passover.29. Pilate then went out unto them, and said, What accusation bring ye against this man?30. They answered and said unto him, If he were not a malefactor, we would not have delivered him up unto thee.
John თავი 18
29. Pilate then went out unto them, and said, What accusation bring ye against this man?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გამოვიდა მათა პილატე გარე და ჰრქუა: რასა შესმენასა მოიღებთ კაცისა ამისთჳს?“ (18,29).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა ჭეშმარიტებასა, ვითარ ბრწყინვალე არს? რამეთუ მანცა ცნა, ვითარმედ ამაოდ შეასმენდეს. ამისთჳს ჰკითხვიდა, რამეთუ ბოროტად უჩნდა, უკუეთუმცა საშჯელი მათი საჯეს და ტანჯვაჲმცა მას მისცეს. ხოლო ისმინენ სიტყუანიცა მათნი:

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰნერწყჳდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს და ეტყოდეს: გჳწინაჲსწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ (26,67-68).:

...ჳს თავს-ისხნა უშჯულოთა ჰურიათაგან, რომელთაიგი ოდეს ესე ყოველი აღასრულეს და სიკუდილისა თანამდებად თქუეს, მერმე წარიყვანეს და მისცეს იგი პილატეს. და ოდეს-იგი ჰკითხა მან, ვი-თარმედ: „რასა შესმენასა მოიღებთ კაცსა ამას ზედა? მიუგეს და ჰრქუეს მას: უკუეთუმცა არა იყო ესე ბოროტისა მოქმედ, არამცა მიგეცით შენ იგი“. ჭეშმარიტად იგინი იყვნეს ბოროტისა მოქმედნი, რომელნი გმობდეს უფლისათჳს ესრეთ ლირბად და წარმდებებით.

ამისთჳს იტყოდა წინაჲსწარმეტყუელი ესაია: „იცნა ჴარმან მომგებელი თჳსი, და ვირმან - ბაგაჲ უფლისა თჳსისაჲ; ხოლო ისრაჱლმან მე არა მიცნა, და ერმან ჩემმან არა გულისჴმა-ყო ჩემი. ვაჲ ნათესავსა ცოდვილსა, ერი, რომელი სავსე არს უშჯულოებითა, ნათესავნი ბოროტნი, ძენი უშჯულოებისანი! დაუტევეს უფალი და განარისხეს წმიდაჲ იგი ისრაჱლისაჲ“.

„ვაჲ სულისა მათისა, რამეთუ იზრახეს ზრახვაჲ ბოროტი თავისა თჳსისაჲ: შევკრათ მართალი იგი, რამეთუ განმაძნელებელ ჩუენდა არს. აწ უკუე ნაყოფსა საქმეთა მათთასა ჭამდენ. ვაჲ უშჯულოთა მათ, რამეთუ ბოროტი შეემთხჳოს მათ“. ამას ეწამების იერემია და იტყჳს: „ესრეთ იტყჳს უფალი: რაჲ პოვეს მამათა თქუენთა ჩემ თანა შეცოდებაჲ? რამეთუ გა...

სრულად ნახვა