თ ა რ გ მ ა ნ ი: არა ეგულებოდა მეყსა შინა აღსლვაჲ, არამედ შემდგომად ორმეოცისა დღისა, და რად ჰრქუა აწ? არამედ ენება, რაჲ-თამცა მას დაარწმუნა, ვითარმედ ზეცად აღვალს. ხოლო სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა“, ესე ბუნებისა მის კაცობრივისა მისისაჲ არს, და აღსლვაჲ ზეცად ჴორცთა ბუნებისათჳს არს, რამეთუ მისა მიმართ იყვნეს სიტყუანი ესე, რომელ ვერარას მაღალსა საქმესა გულისხმა-ჰყოფდა, ხოლო სხუაებრ არს მისი მამაჲ და სხუაებრ - ჩუენი. რამეთუ უკუეთუ ღმერთი მართალთა კაცთაჲ სხუაებრ ღმერთი არს და სხუათა კაცთაჲ - სხუაებრ, მაშა ვითარ არა უფროჲსად ძისაჲ და ჩუენი? რამეთუ მისი ბუნებით არს მამაჲ, ხოლო ჩუენი - დამბადებელობისა მადლითა, და კუალად ჩუენი ბუნებით არს ღმერთი, ხოლო მისი - განგებულებითა მით ჴორცთა ბუნებისაჲთა. და ჴორცთა ბუნებითაცა არა ვითარცა ჩუენი არს მამაჲ, ეგრეთვე მისი, ვითარცა-იგი არა სწორად არს მართალთაჲ და სხუათა კაცთაჲ, რამეთუ დაღაცათუ ბუნებითა ჴორცთაჲთა ძმად ჩუენდა იქმნა, არამედ ფრიადი განყოფილებაჲ იყო, რამეთუ მას ეგულებოდა ჯდომაჲ საყდართა მათ მამულთა, ხოლო მათ - წინაშე მისა დგომაჲ.
John 20:17
16. Jesus saith unto her, Mary. She turned herself, and saith unto him, Rabboni; which is to say, Master.17. Jesus saith unto her, Touch me not; for I am not yet ascended to my Father: but go to my brethren, and say unto them, I ascend unto my Father, and your Father; and to my God, and your God.18. Mary Magdalene came and told the disciples that she had seen the Lord, and that he had spoken these things unto her.
John თავი 20