მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 21:17

16. He saith to him again the second time, Simon, son of Jonas, lovest thou me? He saith unto him, Yea, Lord; thou knowest that I love thee. He saith unto him, Feed my sheep.17. He saith unto him the third time, Simon, son of Jonas, lovest thou me? Peter was grieved because he said unto him the third time, Lovest thou me? And he said unto him, Lord, thou knowest all things; thou knowest that I love thee. Jesus saith unto him, Feed my sheep.18. Verily, verily, I say unto thee, When thou wast young, thou girdedst thyself, and walkedst whither thou wouldest: but when thou shalt be old, thou shalt stretch forth thy hands, and another shall gird thee, and carry thee whither thou wouldest not.
John თავი 21
17. He saith unto him the third time, Simon, son of Jonas, lovest thou me? Peter was grieved because he said unto him the third time, Lovest thou me? And he said unto him, Lord, thou knowest all things; thou knowest that I love thee. Jesus saith unto him, Feed my sheep.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა ისადილნეს, ჰრქუა იესუ სიმონპეტრეს: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ“ (21,15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალნი საქმენი არიან, რომელთა ეძიებს ჩუენგან ღმერთი, არამედ უფროჲს ყოვლისა ეძიებს სიყუარულსა მოყუსისასა. და ამისთჳსცა უფალი ეტყჳს პეტრეს, ვითარმედ: უკუეთუ გიყუარ, „აძოვენ კრავნი ჩემნი“ (21,15). ხოლო რაჲსათჳს სხუანი დაუტევნა და ამას ჰკითხა? არამედ რამეთუ თავი იყო ყოველთა მოწაფეთაჲ, და რამეთუ ენებაცა გულსავსე-ყოფად, ვითარმედ აჴოცილ არს ბიწი იგი უვარისყოფისაჲ. ვინაჲთგან უკუე ერთ და ორგზის ჰკითხა, და მან იგი თავადი, განმკითხველი გონებათაჲ, მოიყვანა მოწამედ, და კუალად ჰკითხა მესამედცა, მაშინ შეშინდა, ნუუკუე სხუაჲცა განსაცდელი მოიწევის მის ზედა. ჰხედავა, ვითარ ისწავა არღარა მინდობაჲ თავსა თჳსსა?

ხოლო უფალმან მესამედ ჰკითხა და სამგზის იგივე ჰრქუა, რაჲთა უჩუენოს, ვითარ პატივოსნად აქუს ზრუნვაჲ ცხოვართა თჳსთაჲ, ვითარმედ მას იქმოდა სასწაულად თჳსისა სიყუარულისა. ხოლო ვითარცა ესე ჰრქუა, მერმე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო პეტრე და ჰრქუა: დაღათუ სხუანი ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მიმართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე შენდა მიმართ. ჰრქუა მას იესუ: ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამგზის უარ-მყო მე. ჰრქუა მას პეტრე: დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრევე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს“ (26,33-35).:

...მან უარის-ყოფად. ნუ იყოფინ! არამედ განაშიშულა ოდენ თჳსისა შეწევნისაგან და მერმე ემხილა კაცობრივსა უძლურებასა.

იხილეთ უკუე, ამისა შემდგომად ვითარ განისწავლა. და შემდგომად აღდგომისა ჰკითხა რაჲ უფალმან: „სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა?“ მოწიწებით მიუგო: „უფალო, ყოველი შენ იცი, და შენ ყოველი უწყი, რამეთუ მიყუარ შენ“.

კუალად, ოდეს ჰკითხა საყუარელისა მისთჳს მოწფისა: „უფალო, ამისთჳს რაჲ სთქუ?“ და ჰრქუა უფალმან: „შენდა რაჲ არს?“ დადუმნა მეყსეულად.

კუალად, ჟამსა მას ამაღლებისასა ჰრქუა რაჲ: „არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთაჲ და წელთაჲ“, დადუმნა და არა სიტყუა-უგო.

კუალად, ერდოთა მათ ზედა ოდეს იხილა ტილოჲ იგი და ესმა: „რომელი-იგი ღმერთმან წმიდა-ყო, შენ ნუ შეგინებულად გიჩნ“, დუმნა და არ-ღარა სიტყუა-უგო. ესე ყოველი მიშუებითა მით ისწავა.

კუალად, ოდეს მკელობელი იგი განკურნეს, იტყოდა: „რაჲსა გუხედავთ ჩუენ, ვითარმცა თჳსითა ძალითა გინა ღმრთისმსახურებითა გუექმნა სლვაჲ მაგისი?“

აწ უკუე ამის საქმისაგან ვისწავლით ჩუენ საქმესა დიდსა. ესე იგი არს, ვითარმედ: არა კმა არს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მვ ვითარმედ სათნოებაჲ უაღრეს არს სასწაულთა, რამეთუ უმეტესად მისგან განბრწყინდეს წმიდანი:

...ვენით სასწაულნი, რაჲთა იხილონ კაცთა, არამედ: „ეგრეთ ბრწყინევდინო ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ კეთილნი საქმენი თქუენნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცა-თასა“. და პეტრეს არა ჰრქუა: უკუეთუ გიყუარ მე, იქმოდე სასწაულთა, არამედ: „მწყსიდიო ცხოვართა ჩემთა“. და კუალად, რაჲსათჳს ყოვლადვე უფროჲს სხუათასა მას პატივ-სცემს და იაკობს და იოვანეს? სასწაულ-თათჳს-მე ესრეთ იქმოდაა? არამედ სხუანიცა მსგავსად მათავე იქმოდეს სასწაულთა, რამეთუ ყოველთა ზოგად მოსცა ჴელმწიფებაჲ. ვინაჲ უკუე აქუნდა სამთა მათ უმეტესობაჲ? საზომისაგან სათნოებისა სულიერისა. რამეთუ მხედველმან მან დაფარულთამან იცოდა, ვითარმედ მათი საზომი სათნოებისაჲ უმეტეს იყო.

ჰხედავა, რამეთუ ყოვლადვე სათნოებაჲ საჴმარ არს ჩუენდა, და იგი არს განმაბრწყინვებელი ცხორებისა ჩუენისაჲ, და მისგან არს მიზეზიცა სასწაულთაჲ? რამეთუ რომელსა საქმენი კეთილნი აქუნდეს, მოიღებს ღმრთისაგან ამასცა მადლსა; და რომელმან მოიღოს მადლი ესე, ამის-თჳს მოიღებს, რაჲთა სხუათა ცხორებაჲ განჰმართოს. და უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან ამისთჳს აჩუენა სასწაულთა საქმე, რაჲთა ჰრწმენეს კაცთა მოძღურებაჲ მისი და მოვიდენ კეთილისა საქმედ. ამისთჳსცა არა კმა-ყო სასწაულთა საქმე ხოლო, არა...

სრულად ნახვა