თ ა რ გ მ ა ნ ი: ამის მიერმცა საცნაურ არს, ვითარმედ ყოველი ჭეშმარიტ არს. რამეთუ რომელმან ესეოდენთა მათ საკჳრველებათაგან არცაღა სხუათა ოდენ თქუა, არამედ ოდენ სიტყჳს-გებანი ჰურიათა მიმართ და შეურაცხებანი მათნი, ვითარმცა თქუა მან ტყუვილი რაჲმე? და ვინაჲთგან ფრიადითა გულსმოდგინებითა დაწერა, ამისთჳს არა ერიდების თჳსსაცა წამებასა შორის მოღებად, რამეთუ ჭეშმარიტ არს იგი, და ჩუენცა ოდეს ჭეშმარიტსა ვიტყოდით, არა გუეშინის ჩუენსაცა წამებასა მოღებად. და უკუეთუ ჩუენ ესრეთ ვიქმთ, იგიმცა არა უფროჲსად იქმოდაა, რომელი-იგი სულითა წმიდითა წერდა, და ყოველსავე თანა იყო, და ჯუარს-ცუმასა მუნ დგა, და დედაჲ უფლისაჲ შეჰვედრა, რომელ-ესე ყოველი სასწაული იყო სიყუარულისაჲ? ხოლო რომელ თქუა, ვითარმედ: „არცაღამცა სოფელმან დაიტია“, ნუ გიკჳრს ესე, ნუცა ურწმუნო ხარ, არამედ მოიგონე მიუთხრობელი იგი ძალი უფლისაჲ და შეიწყნარე ესე სარწმუნოებით, რამეთუ ვითარცა ჩუენდა ადვილ არს სიტყჳსა თქუმაჲ, ეგრეთვე ფრიად უფროჲსად მისა ადვილ არს ქმნაჲ, რაჲცა ენებოს, რამეთუ კმა იყო ნებებაჲ ოდენ, და ყოველივე იქმნებოდა.
John 21:25
24. This is the disciple which testifieth of these things, and wrote these things: and we know that his testimony is true.25. And there are also many other things which Jesus did, the which, if they should be written every one, I suppose that even the world itself could not contain the books that should be written. Amen.
John თავი 21