თ ა რ გ მ ა ნ ი: თჳთ იესუ არა ნათელ-სცემდა, გარნა შემასმენელნი მისნი ესრეთ უთხრობდეს ჰურიათა. ხოლო რაჲსათჳს წარვიდა უფალი მიერ? არა თუ შიშისა მათისათჳს, არამედ რაჲთამცა მიზეზი შურისა მა-თისაჲ დასცხრა; რამეთუ ძალ-ედვა, უკუეთუმცა ზედამოუჴდეს, დააყენნამცა, არამედ არა ინება ამისი ზედაჲსზედა ქმნაჲ, რაჲთა არა ურწმუნო ვიეთმე აღუჩნდეს ბუნებაჲ ჴორცთაჲ. რამეთუ ამისთჳს მრავალსა იქმს კაცობრივსა საქმესა, რაჲთა არა იჭუეულ იქმნეს განკაცებაჲ მისი, რამეთუ ვითარცა ენება, რაჲთამცა ჰრწმენა, ვითარმედ ღმერთი არს, ეგრეთვე ენება, რაჲთა კაცებაჲცა მისი სარწმუნო იქმნეს. ამისთჳს შემდგომად აღდგომისა ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: „გამოი-ძიეთ და იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ასხენ, ვითარ-ესე მე მხედავთ, რამეთუ მასხენ“. ამისთჳს პეტრესცა შეჰრისხნა, თქუა რაჲ მან, ვითარმედ: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ესე ესრეთ“. ისწრაფდა სარწმუნო-ყოფად ამის საქმისა, რამეთუ თავიცა ჩუენთა კეთილთაჲ მისი განკაცებაჲ იქმნა. მის მიერ დაჰჴსნდა სიკუდილი, და ცოდვაჲ განქარდა,...
John 4:1
...ე მიეცა საპყრობილედ, განეშორა მიერო და წარვიდა გალილეად“; და კუალად, იოვანეს თავსა წერილ არს: „ვითარცა გულისჴმა-ყო უფალმან, რამეთუ ესმა ფარისეველთა, ვითარმედ იესუს უმრავლესნი მოწაფენი უსხენ და ნა-თელ-სცემს, ვიდრე იოვანეს, დაუტევა ჰურიასტანი და წარვიდა გალილეად“. ესე ამისთჳს, რამეთუ უმრავლესთა საქმეთა მისთა კაცობრივისაებრ გონებისა და წესისა აღსრულებად ენება, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი გამოცხადებად ღმრთეებისა მისისა. ამისთჳს მოწაფეთაცა ეტყოდა არა თქუმად, ვითარმედ იგი არს ქრისტე, რამეთუ შემდგომად აღდგომისა ენება ცხადად ქადაგებაჲ და გამოჩინებაჲ ამის საიდუმლოჲსაჲ.
ხოლო წარ-რაჲ-ვიდა მიერ, არა მივიდა ქალაქად, არამედ უდაბნოსა ადგილსა ნავითა, რაჲთა არავინ შეუდგეს მას. ხოლო იხილეთ მოწაფეთაცა იოვანესთა საქმე, ვითარ აწღა მიივლტოდეს ქრისტესა, და მათ მიუთხრეს სიკუდილი იოვანესი, რამეთუ სარგებელ სადმე ყოფილ იყო მათდა ზემოწერილი იგი სწავლაჲ, ოდეს მიავლინნა იგინი იოვანე საპყრობილით იესუჲსა. ამისთჳს, მო-რაჲ-იწია განსაცდელი იგი მოკლვისა მისისაჲ, მოვიდეს და აუწყეს უფალსა, და მაშინღა წარვიდა. არა თუ პირველ თხრობისა მათისა არა იცოდა, არამედ ამით ყოვლითა დაამტკიცებდა კაცობრივისა ბუნებისა მისისა ჭეშმარიტებ...