მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 6:46

45. It is written in the prophets, And they shall be all taught of God. Every man therefore that hath heard, and hath learned of the Father, cometh unto me.46. Not that any man hath seen the Father, save he which is of God, he hath seen the Father.47. Verily, verily, I say unto you, He that believeth on me hath everlasting life.
John თავი 6
46. Not that any man hath seen the Father, save he which is of God, he hath seen the Father.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა თუ ღმერთი ვის უხილავს, არამედ რომელი-იგი არს ღმრთისაგან, ამან იხილა მამაჲ“ (6,46).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: და უკუეთუ ვინ თქუას, ვითარმედ: „და ვითარ მოიყვანებს?“ ისმინენ მან წინაჲსწარმეტყუელისაჲ, ვითარ იტყოდა პირველვე, ვითარმედ: „იყვნენ ყოველნივე ღმრთივსწავლულ“ (6,45). იხილეა პატივი იგი სარწმუნოებისაჲ, ვითარმედ არა კაცთაგან არს, არცა კაცთა მიერ, არამედ თავადისა მიერ ღმრთისა ისწავების იგი? ამისთჳსცა დასამტკიცებელად სიტყჳსა თჳსისა წინაჲსწარმეტყუელთა მიმართ მიავლინნა იგინი. გარნა უკუეთუ ყოველნივე ღმრთივსწავლულ იყვნენ, ვითარ ვიეთმე არა ჰრწამს? ამისთჳს, რამეთუ სიტყუაჲ იგი სიმრავლესა მას მორწმუნეთასა მოასწავებს. და კუალად წინაჲსწარმეტყუელი მათ ეტყჳს ყოველთა, რომელთა ენებოს, ვითარმედ მჯდომარე არს იგი მასწავლელად განმზადებულად მიცემად ყოველთადა მისმიერი კეთილი, რომელთა ოდენ ენებოს მიღებად.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მეცა მიცით და იცით, ვინაჲ ვარ; და თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, და არს ჭეშმარიტ, რომელმან მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით. ხოლო მე ვიცი იგი, რამეთუ მის მიერ ვარ, და მან მომავლინა მე“ (7,28-29).:

...იგინი სიტყუასა მას, თუ: „არავინ უწყოდის“, განჩინებისა რაჲსათჳსმე ადგილადისა იტყოდეს, და ამისგანცა გამოაჩინებს, ვითარმედ იგი არს ქრისტე, რამეთუ მამისაგან მოვიდა. და ყოველსა ადგილსა მეცნიერებასა მამისასა თავსა თჳსსა ოდენ უწამებს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „არა თუ მამაჲ ვის უხილავს, არამედ რომელი-იგი არს მამისაგან“. და განაფიცხნეს იგინი სიტყუათა ამათ, რამეთუ თქუმაჲ, თუ: „არა იცით იგი“, და კუალად რომელსა იტყოდეს, თუ: „არა ვიცით“, მხილებაჲ, თუ იციან, კმა არს განფიცხებად მათა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ეძიებდეს მას შეპყრობად, და არავინ დაასხნა ჴელნი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“ (7,30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ უხილავად შეკრულ იყვნეს და გულისწყრომასა მათსა აღჳრ-ესხმოდა? ხოლო რაჲსათჳს არა თქუა, თუ: უხილავად აყენებდა მათ, არამედ თქუა, თუ: „არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“? ამისთჳს, რამეთუ ესრეთ ინება მახარებელმან, რაჲთა აქა მდაბლადრე თქუას მისთჳს და კაცობრივ, რაჲთა კაცებაჲცა მისი მტკიცე იყოს. რამეთუ ვინაჲთგან ყოველსა ადგილსა მაღალთა მათ საქმეთა ღმრთეებისათა იტყოდა, ამისთჳს კაცობრივნიცა ესე სიტყუანი განუთესიან შორის. ხოლო რაჟამს იტყოდის, თუ: „მისგან ვარ“, არა თუ ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იხილავს მას და ესრეთ იტყჳს, არამედ ვითარცა მისი მ...

სრულად ნახვა