მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 6:66

65. And he said, Therefore said I unto you, that no man can come unto me, except it were given unto him of my Father.66. From that time many of his disciples went back, and walked no more with him.67. Then said Jesus unto the twelve, Will ye also go away?
John თავი 6
66. From that time many of his disciples went back, and walked no more with him.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამის გამო მრავალნი მოწაფეთა მისთაგანნი უკუნიქცეს და არღარა ვიდოდეს მის თანა“ (6,66).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად, რამეთუ არა თქუა მახარებელმან, თუ: წარვიდეს, არამედ: „უკუნიქცეს“, ესე იგი არს, ვითარმედ წარმართებაჲ იგი, რომელ მოეგო სათნოებათა მიმართ, მიაქციეს ბოროტადვე, და სარწმუნოებაჲ, რომელი აქუნდა, წარწყმიდეს და განწვალნეს მისგან თავნი მათნი, გარნა არა ათორმეტთა ქმნეს ესე. იხილეთ უკუე, რასა ეტყჳს მათ:

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტად ჩემნი მოწაფენი ხართ. და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“ (8,31-32).:

...უ პირველცა ვიეთნიმე განეშორნეს მას, და ამისთჳს ეტყჳს მათ, ვითარმედ: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, იყვნეთ მოწაფე ჩემდა, რამეთუ მათცა ჰრწმენა, არამედ ვინაჲთგან არა დაადგრეს სიტყუათა ჩემთა, ამისთჳს განმეშორნეს, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „მრავალნი მოწაფეთა მისთაგანნი უკუნიქცეს და არღარა მის თანა ვიდოდეს“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სცნათ ჭეშმარიტი“ (8,32).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: მიცნათ მე, რამეთუ მე ვარ ჭეშმარიტებაჲ. და ყოველივე საქმჱ ჰურიათაჲ სახე იყო, ხოლო ჭეშმარიტებაჲ ჩემგან სცნათ, და განგათავისუფლნეს ჭეშმარიტებამან ცოდვათაგან. რამეთუ ვითარცა სხუათა მათ ეტყოდა, ვითარმედ: „ცოდვათა შინა თქუენთა მოსწყდეთ“, ეგრეთვე ამათ ეტყჳს, ვითარმედ: „განგათავისუფლნეს თქუენ“. ხოლო ისმინე, რასა იგინი იტყოდეს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნათესავნი აბრაჰამისნი ვართ და არავის ვჰმონებდითო“ (8,33).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და უკუეთუ განრისხებაჲ ჯერ-იყომცა, პირველსა მას სიტყუასა ზედამცა განრისხებულ იყვნეს, რომელ ჰრქუა, თუ: „ჭეშმარიტი სცნათ“, და ეთქუამცა, ვითარმედ: აწ არა ვიცითა ჭეშმარიტი, ანუ შჯული ტყუვილ არსა და გულისხმის-ყოფაჲ ესე ჩუენი? გარნა არარაჲ ეურვებოდა მათ ამისგანი, არამედ სოფლისა საქ...

სრულად ნახვა