მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 11:29

28. But he said, Yea rather, blessed are they that hear the word of God, and keep it.29. And when the people were gathered thick together, he began to say, This is an evil generation: they seek a sign; and there shall no sign be given it, but the sign of Jonas the prophet.30. For as Jonas was a sign unto the Ninevites, so shall also the Son of man be to this generation.
Luke თავი 11
29. And when the people were gathered thick together, he began to say, This is an evil generation: they seek a sign; and there shall no sign be given it, but the sign of Jonas the prophet.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთერთმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 11; მ. 1-4]

1. და იყო ადგილსა რომელსამე თავადი ილოცვიდა. და ვითარცა დასცხრა ლოცვისაგან, ჰრქუა ვინმე მას მოწაფეთაგანმან: უფალო, გუასწავე ლოცვაჲ, ვითარცა იოვანე ასწავა მოწაფეთა თჳსთა. 2. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჟამს ილოცვიდეთ, თქუთ: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. 3. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღითი-დღედ. 4. და მომიტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი, და რამეთუ ჩუენცა მიუტევებთ ყოველთა თანა-მდებთა ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან. 5. და ეტყოდა მათ: ვის თქუენგანსა ესუას მეგობარი და მოვიდეს მისა შუვა-ღამეს და ჰრქუას მას: მეგობარო, მოვასხენ მე სამნი პურნი, 6. რამეთუ მეგობარი მოვიდა ჩემდა გზით, და არარაჲ მაქუს, რაჲ დაუგო მას. 7. მან მიუგოს შინაჲთ გამო და ჰრქუას: ნუ შრომასა შემამთხუევ მე, რამეთუ კარი დაჴშულ არს და ყრმანი ჩემნი ჩემ თანა არიან სარეცელსა ზედა; ვერ ძალ-მიც აღდგომად და მიცემად შენდა. 8. გეტყჳ თქუენ: დაღაცათუ არა ეძლოს მას აღდგომად და მიცემად, რამეთუ არს იგი მეგობარ მისა,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა განვიდა იუდა, თქუა იესუ: აწ იდიდა ძჱ კაცისაჲ, და ღმერთიცა იდიდა მის თანა“ (13,31).:

...(შდრ. იოან. 8,28) და კუალად იტყჳს: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო ეგე“; და კუალად თქუა: „სასწაული არა გეცეს თქუენ, გარნა სასწაული იგი იონაჲსი“. ; (16,4); რამეთუ ვითარ არა დიდი დიდებაჲ არს, რაჟამს შემდგომად სიკუდილისა შეუძლოს უმეტესი, ვიდრეღა უწინარეს სიკუდილისა? რამეთუ მოწაფეთა ქმნნეს უმეტესნი სასწაულნი, რაჲთა სარწმუნო იქმნას აღდგომაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ღმერთმანცა ადიდოს იგი თავისა თჳსისა თანა“ (13,32).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თუ სხჳსა მიერ, არამედ თავისა თჳსისა მიერ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მეყსეულად ადიდოს იგი“ (13,32).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მეყსეულად ჯუარს-ცუმასა თანა, რამეთუ არა თუ შემდგომად მრავლისა ჟამისა, არცა ჟამსა მას აღდგომისასა მოელოდის, არა მაშინ გამოაჩინოს ბრწყინვალედ, არამედ მეყსეულად ჯუარსცუმასავე მისსა გამოჩნდეს დიდებულებაჲ მისი, რამეთუ მზჱ უკუნიქცა დაბნელებული, და კლდენი განსთქდეს, და კრეტსაბმელი განიპო, და მრავალნი გუამნი შესუენებულთა წმიდათანი აღდგეს; და საფლავი დაბეჭდულ იყო, და მცველნი იყვნეს მას ზედა, და გუამი იგი მკუდრისაჲ აღდგა;...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად შთავიდეს კაფარნაუმდ იგი და დედაჲ მისი და ძმანი მისნი და მოწაფენი მის თანა, და მუნ დაადგრა არა მრავალ დღე. და მოახლებულ იყო პასექი ჰურიათაჲ. და აღვიდა იერუსალჱმდ და პოვა ტაძარსა მას შინა მოფარდული ზროხათა და ცხოვართა და ტრედთაჲ და მეკერმენი მსხდომარენი. და შექმნა შოლტი საბლისაჲ და ყოველი გამოასხა ტაძრისაგან“ (2,12-15).:

...ი. ამისთჳსცა უფალმან არა მისცა მათ სასწაული, ვითარცა-იგი პირველ, რაჟამს ითხოვდეს სასწაულსა. და უფალმან ჰრქუა მათ, ვითარმედ: „ნა-თესავი ბოროტი და მემრუშჱ სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაჲსწარმეტყუელისაჲ“. ; (16,4); და მაშინ ცხადად ჰრქუა მათ სიტყუაჲ იგი, ხოლო აქა - იგავითრე. და ამას იქმს მათისა მის უკუანაჲსკნელისა უგულისხმოებისათჳს, რამეთუ ხედვიდა სიბოროტესა გონებისა მათისასა; თუ არა, უკუეთუმცა არ ესრეთ იყო, არცამცა დააყენა ჩუენებად სასწაული, რომელი-იგი თჳნიერ მათისა თხოვისა მრავალგზის იქმნ სასწაულთა; ხოლო აქა, ვინაჲთგან იხილა უკეთურებაჲ მათი, ამისთჳს ჰრქუა მხედველმან მან გონებათამან:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო“ (2,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალსა იტყჳს ესევითარსა, რომელი მაშინდელთა მათ არა საცნაურ იყო, ხოლო შემდგომთა მათ გამოეცხადა. და რაჲსათჳს უკუე ჰყოფსა ამას? რაჲთა გამოჩნდეს, ვითარმედ პირველითგანვე იცოდა ყოველი ყოფადი, ვითარცა-ესე ამას წინაჲსწარმეტყუელებასა ზედა იქმნა. და შემდგომად აღდგომისა მისისა მოეჴსენა მოწაფეთა სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მათ იესუ, ხოლო რომელნიმე მაშინ განკჳრვებულ იყვნეს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო მეექუსით ჟამითგან დაბნელდა ყოველი ქუეყანაჲ ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმაყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ელი, ელი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევებ მე? და რომელთამე მუნ მდგომარეთა ესმა ესე და იტყოდეს: ელიას უჴმობს ესე. და მეყსეულად მირბიოდა ერთი მათგანი და მოიღო ღრუბელი და აღავსო ძმრითა და დაადგა ლერწამი და ასუმიდა მას“ (27,45-48).:

...ჴსენებაჲ მათი და სარგებელ სულისა.

ესე არს სასწაული იგი, რომელი, ოდეს-იგი ჰურიანი ითხოვდეს, ჰრქუა უფალმან მიცემად და ეტყოდა: „ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაჲსწარმეტყუელისაჲ“. ; (16,4); ესე არს იგი სასწაული: ჯუარ-ცუმაჲ და სიკუდილი, დაფლვაჲ და აღდგომაჲ. და კუალად სხუასა ადგილსა მოასწავებდა ძალსა მას ჯუარისასა და იტყოდა: „ოდეს აღამაღლოთ ძე კაცისაჲ, მაშინ სცნათ, ვითარმედ მე ვარ“. ესე იგი არს, ოდეს ჯუარს-მაცუათ და ჰგონებდეთ, თუ მძლექმნულ ხართ, მაშინ უმეტესად სცნათ ძალი ჩემი. რამეთუ შემდგომად ჯუარ-ცუმისა ქალაქი მათი წარწყმდა, და იგინი აზნაურებისა და პატივისაგან განვარდეს, და წარწყმდა ყოველი საქმე ჰურიათაჲ.

ქადაგებაჲ ქრისტჱსი აღყუავნა და კიდეთა ქუეყანისათა განეფინა, და ძალსა მისსა ყოველი სოფელი, ზღუაჲ და ჴმელი, უდაბნოჲ და შენი მარადის ქადაგებენ. და კუალად ჟამსა მას ჯუარ-ცუმისასა მებრ აღესრულებოდეს სასწაულნი იგი საკჳრველნი, რომელნი ფრიად უსაკჳრველეს იყვნეს მაშინ, ვიდრეღა იქცეოდა რაჲ ქუეყანასა ზედა. და სასწაულნი იგი ზეცით გამოჩნდეს: დაბნელებაჲ მზისაჲ და ქუეყანით ძრვაჲ და...

სრულად ნახვა