მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 16:26

25. But Abraham said, Son, remember that thou in thy lifetime receivedst thy good things, and likewise Lazarus evil things: but now he is comforted, and thou art tormented.26. And beside all this, between us and you there is a great gulf fixed: so that they which would pass from hence to you cannot; neither can they pass to us, that would come from thence.27. Then he said, I pray thee therefore, father, that thou wouldest send him to my father's house:
Luke თავი 16
26. And beside all this, between us and you there is a great gulf fixed: so that they which would pass from hence to you cannot; neither can they pass to us, that would come from thence.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთექვსმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 16; 1-9]

1. და ეტყოდა მოწაფეთაცა: კაცი ვინმე იყო მდიდარი, რომელსა ესუა მნე. და ესე შეასმინეს მას, ვითარმედ განაბნია ნაყოფი მისი. 2. და მოუწოდა და ჰრქუა მას: რაჲ არს ესე, რომელ მესმის შენთჳს? მომეც მე სიტყუაჲ სამნოჲსა შენისაჲ, რამეთუ არღარა ჴელ-გეწიფების ამიერითგან მნეობად. 3. ხოლო მნემან მან თქუა გულსა თჳსსა: რაჲ ვყო, რამეთუ უფალი ჩემი მიმიღებს სამნოსა ჩემსა? საქმედ არა ძალ-მიც, თხოვად მრცხუენის. 4. უწყი, რაჲ ვყო, რაჲთა, რაჟამს გარდავდგე მნობისაგან, შემიწყნარონ მე სახლთა მათთა. 5. და მოუწოდა კაცად-კაცადსა, თანა-მდებსა უფლისა თჳსისასა და ჰრქუა პირველსა მას: რაოდენი თანა-გაც უფლისა ჩემისაჲ? 6. და მან თქუა: ასი საწნეხელი ზეთისაჲ. და ჰრქუა მას: მიიღე ჴელით-წერილი შენი და დაჯედ ადრე და დაწერე ერგასისი. 7. მერმე სხუასა ჰრქუა: შენ რაოდენი თანა-გაც? ხოლო მან თქუა: ასი სათოელი იფქლისაჲ. ჰრქუა მასცა: მიიღე ჴელით-წერილი შენი და დაწერე: ოთხმეოცი. 8. და აქო უფალმან მნე იგი სიცრუვისაჲ, რამეთუ გონიერად ყო. რამეთუ ძენი ამის სოფლისანი უგონიერეს არიან უფროჲს ძეთა ნათლისათა ნათესავსა შორის მათსა. 9. და მე გეტყჳ თქუენ: ისხენით თავისა თქუენისა...

სრულად ნახვა
მოძღვრება ოცდა-ორს კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ძმანო მართმადიდებელნო ქრისტიანენო!

თუმცა იგავი, დღეს თქვენმიერ მოსმენილი სახარებითგან მდიდარსა კაცსა და გლახაკსა ლაზარესა ზედა, მრავალგზის იყო საგნად ჩვენისა თქვენს წინაშე უბნობისა, გარნა, ვინაითგან იგი არის ერთობ მშვენიერი და აღმაშენებელი კაცის ზნეობისა და ვინაითგან მისი განხილვა შეიძლება სხვა და სხვა კერძოით, ამისთვის დღესაც მივაქციოთ მას ზედა ყურადღება და განვიხილოთ ერთი მისი კერძო.

პირველად, რამ გააფუჭა ზნეობა მდიდრისა ამის? რამ გააქვავა ესოდენად მისი გული, რომ მას კაცი არ ებრალებოდა? ერთი სიტყვით, როგორ მოხდა, რომ ის არაფერს არ ჰფიქრობდა ამ ქვეყანაში, მხოლოდ ჭამას, სმას და ლხინს? მიზეზი ამისა ის იყო, ძმანო, რომ მას არ ქონდა სასოება ღმერთზე, იგი იყო კაცი ურწმუნო; იგი ჰფიქრობდა, რომ, რა კი კაცი ხორციელად მოკვდება, მეორე ცხოვრება აღარ ექნება მას. რომ იგი მართლა იყო კაცი ურწმუნო და უსასო, ეს ჩანს თვით ამ იგავითგან: გლოცავ შენ, მამაო აბრაამ, ეტყვის მდიდარი ესე აბრაამსა ჯოჯოხეთითგან, მიავლინე ლაზარე სახლსა მამისა ჩემისასა, რამეთუ მიხსენ ხუთნი ძმანი, რათა აუწყოს მათ და არა მოვიდეს იგინი ადგილსა ამას სატანჯველისასა. აქითგან ჩანს, რომ,...

სრულად ნახვა
სიტყვა კბ-სა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და მან ხმა-ჰყო და სთქვა: მამაო აბრაამ! შემიწყალე მე, და მოავლინე ლაზარე, რათა დააწოს მწუერვალი თითისა მისისა წყალსა და განმიგრილოს ენაი ჩემი: რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისათა (ლუკ.ივ, კდ)

ესრეთ ევედრებოდა აბრაამს მდიდარი, მყოფი სატანჯველსა შინა. ტანჯვა მისი იყო ესოდენ დიდი და საზარელი, რომელ იგი ნატრობდა ერთსა წვეთსა წყალსა გასაგრილებლად ენისა თვისისა.

რისთვის დაისაჯა ძმაო ქრისტიანენო, ეგ-ზომად მდიდარი იგი? მისთვის, რომელ მან თვისი ცხოვრება ამ სოფელში გაატარა უქმად, უსარგებლოდ მცონარეობასა შინა: კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა, და იხარებდა დღითი-დღე ბრწყინვალედ.

ამის მეტი არაფერი არ არის თქმული მას სახარებასა შინა. არა სჩანს, რომ მას რაიმე სხვა საქმე ეკეთებინოს კეთილი, ანუ ბოროტი. იგი მხოლოდ სჭამდა, სვამდა და იხარებდა დღითი-დღე ბრწყინვალედ. არც ის არის თქმული, რომ იგი ყოფილიყოს ძვირისმოქმედი ანუ კაცის მკვლელი, ანუ ღვთის შეურაცხმყოფელი, ანუ სხვა სულის წარმწყმედი საქმის დამნაშავე. მაშასადამე მიზეზი მისისა ფიცხელისა სასჯელისა იყო, როგორც ვსთქვით, მხოლოდ ის, რომ მან უქმად და უსარგებლოდ...

სრულად ნახვა
მოძღვრება კბ-სა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

იგავი მდიდარსა კაცსა და გლახაკსა ლაზარესა ზედა (ლუკ. ივ, ით-ლა).

მრავალთა, დიდთა სწავლათა, და მოძღვრებათა აძლევს მაცხოვარი დღეს წაკითხულითა სახარებითგან იგავითა მდიდარსა კაცსა და ღარიბსა ლაზარესა ზედა ყოველი მდგომარეობის და შეძლების ადამიანთა. კაცი მდიდარი, შეძლებული და ნუგეშის-ცემული ხშირად უნდა წარმოიდგენდეს, რა სახით აღწერა მაცხოვარმან ამ იგავში ცხოვრება ერთისა მდიდარისა კაცისა და ეშინოდეს, რომ დაემსგავსოს მას. მაცხოვარი იტყვის, რომელ მდიდარი იგი მხოლოდ სჭამდა, სვამდა და იმოსებოდა ბრწყინვალედ, მეტს არაფერს აკეთებდა იგი, მაშასადამე, ცხოვრება მისი იყო უკიდურესი გინება კაცობრივისა ბუნებისა. მდიდარმა კაცმა არ უნდა დაითხოვოს თავი თვისი შრომისა და მოღვაწეობისაგან. სახარება შეგვაგონებს ჩვენ, რომ სიმდიდრესა თვისსა კაცი უნდა უყურებდეს, ვითარცა ღვთისგან მოცემულსა საშუალებასა, რომელიც მან უნდა მოიხმაროს ქველის საქმისათვის. სიმდიდრე არის ღვთისაგან მოცემული დიდი ნიჭი, რომელი კაცმა უნდა მოიხმაროს ღვთის მსახურებისათვის და მოყვასთა თვისთა ბედნიერებისათვის. რითღა გავარჩიოთ კაცი პირუტყვისაგან, უკეთუ იგი ჭამისა და სმის მეტს არაფერს აკეთებს?...

სრულად ნახვა
მოძღვრება კბ-კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

იგავი მდიდრისა და ლაზარესი (ლუკ, ივ,ით-ლა),

დღეს წაკითხულითა იგავითა მაცხოვარმან გამოგვიხატა ჩვენ, ძმაო ქრისტიანენო, ორ-გვარი, ერთი მეორისაგან ფრიად განსხვავებული და წინააღმდეგი სახე ცხოვრებისა. ცხოვრება მდიდრისა იყო აღვსებული ყოვლითა ნუგეშითა და შვებითა ამის სოფლისათა; იგი ბრწყინვალედ იმოსებოდა. ტკბილად სვამდა და სჭამდა და ყოველდღე ლხინითა და მხიარულებითა ატარებდა თავის დროებასა; ხოლო ღარიბი ლაზარე იყო მოკლებული არა თუ ყოვლითა კმაყოფილებითა, არამედ არცა საჭმელი და სასმელი ქონდა საკმაოდ, და იყო თითქმის შინაურთა პირუტყვთა მდიდარისა მის კაცისა უმეტესად დამდაბლებულ და შეურაცხ, ვინაითგან თქმულ არს სახარებასა შინა: გული ეტყოდა განძღებად ნამუსრევისაგან გარდამოცვივნებულისა ტაბლისაგან მის მდიდრისა, არამედ ძაღლნიცა მოვიდოდეს და ლოშნიდეს წყლულსა მისსა. შემდეგ გარდაცვალებისა ლაზარემ მიიღო განსვენება სამოთხისა წიაღთა შინა აბრაამისათა, ხოლო მდიდარი იგი შთავარდა ტანჯვასა ჯოჯოხეთისასა.

იქმნება რომელთამე მსმენელთა, ანუ წამკითხველთა დღევანდელისა სახარებისათა იფიქრონ, რომელ ამ იგავში გარდამეტებულად არის გამოყვანილი უგუნურება მდიდრისა და სისაწყლე...

სრულად ნახვა
საუბარი 37. „და თქუა უფალმან აბრაამის მიმართ" (დაბ 15:7–8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ოთხასი წელი და ღვთის სულგრძელობა (15:16):

...ავლა და ერთი სამშობლოდან მეორეში გადასახლება ელოდა. „წარხჳდე, — ამბობს, — მამათა შენთა თანა", არა ხორციელ (მამებს) გულისხმობს, რადგან როგორ შეიძლებოდა ეს, როცა მისი მამა ურწმუნო იყო? შეუძლებელი იყო, რომ მორწმუნე მამამთავარი ურწმუნოთა ადგილას წასულიყო. „შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს" (). რატომ თქვა: „მამათა შენთა თანა"? მართლებს მიანიშნა (ამ სიტყვით), როგორებიც იყვნენ: აბელი, ნოე, ენოქი და მათ მსგავსნი. „განზრდილი სიბერითა კეთილითა". შესაძლოა, ვინმემ თქვას: რა კეთილი სიბერე ჰქონდა მას (აბრაამს), თუ მთელი ცხოვრება ასეთ მწუხარებაში გაატარა? ამას ნუ უყურებ, ადამიანო; არამედ იფიქრე მის მუდმივ დიდებაზე, — როგორ ის, მწირი რომ იყო, სამშობლოსა და საცხოვრებლის გარეშე, დიდებული იყო და ყოველ დროს რა ღვთიური შეწევნით სარგებლობდა.

მაშ, ნუ შეაფასებ საგნებს ახლანდელი ცნებებით და ნუ იფიქრებ, რომ ის სიბერე კეთილია, რომელიც ნებივრობასა და ფუფუნებაში, სიმდიდრის ფლობაში, მონათა სიმრავლეში, მსახურთა ბრბოში გადის. ეს ყველაფერი სიბერეს კეთილს ვერ გახდიდა, პირიქით, დიდ განკითხვას დაუქვემდებარებდა იმას, ვინც სიბერეშიც არ გონს მოსულა და სიკვდილის წინ არ ფიქრობს იმაზე, რაც საჭიროა, არამედ ყოველ დღე მუცელს ემსახურება, ნადიმების...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს სანთელნი თჳსნი და განვიდეს მიგებებად სიძისა. ხოლო ხუთნი იგი მათგანნი იყვნეს სულელნი, და ხუთნი - ბრძენნი. მიიხუნეს სულელთა მათ სანთელნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი. ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა სანთელთა მათ თანა. დაყოვნებასა მას მის სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს. შუვაღამეს ოდენ ღაღადებაჲ იყო, ვითარმედ: აჰა ესერა სიძე შემოვალს, აღდეგით და მივეგებვოდით მას. მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს სანთელნი. ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: გუეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ სანთელნი ჩუენნი დაშრტებიან. მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: ნუუკუე ვერ გუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ წარვედით სავაჭროსა და იყიდეთ თავისა თქუენისა. და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძჱ იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას, და დაიჴშა კარი. შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენცა! მიუგო და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: არა გიცნი თქუენ. იღჳძებდით უკუე თქუენცა, რამეთუ არა იცით დღჱ იგი, არცა ჟამი“ (25,1-13).:

...ვიპოვნეთ, ვერვის ჴელეწიფების შეწევნად. არა თუ არა ჰნებავს, არამედ ვერ შემძლებელ არს, ვითარცა ესერა ქალწულთა ამათ შეემთხჳა. და ნეტარმანცა აბრაჰამ ესევე მოასწავა, ეტყოდა რაჲ მდიდარსა მას, ვითარმედ: „შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს. და რომელსა უნდეს წიაღსლვად ამიერ თქუენდა, ვერ ჴელ-ეწიფების“. ეგრეთვე ბრძენნი იგი ქალწულნი სულელთა მათ ეტყჳან: „წარვედით სავაჭროდ და იყიდეთ თავისა თქუენისა“. ვინ-მე არიან მსყიდელნი მის ზეთისანი? ესენი არიან გლახაკნი, და იგინი აქა არიან. აქავე ჯერ-არს მოგებაჲ და არა მერმესა მას ჟამსა.

ჰხედავა, რაოდენი სარგებელი მოვალს ჩუენდა გლახაკთაგან? აწ უკუე აქავე გჳჴმს შეკრებაჲ ზეთისაჲ, რაჲთა მაშინ ვიჴმაროთ, რამეთუ არა იგი არს ჟამი ვაჭრობისაჲ, არამედ - ესე.

აწ უკუე, კაცო, ნუ ცუდად წარაგებ საფასეთა შენთა შუებად და ზუაობად, რამეთუ ფრიად საჴმარ არს შენდა ზეთი ჟამსა მას საჭიროსა.

„წარვიდეს იგინი სყიდად“. - უსარგებლო იქმნა შრომაჲ მათი, რამეთუ არა არს მუნ ადგილი ქველისსაქმისაჲ და სინანულისაჲ, ესე ყოველი ჯერარს აქავე მოგებად. ვითარცა-იგი მდიდარსა მას არას ერგო მუნ სინანული და ზრუნვაჲ თჳსთაჲ, ეგრეთვე ესენი წარვიდეს რაჲ სყიდად, მოვიდა სიძჱ იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა, და დაეჴშა კარი, და სხ...

სრულად ნახვა