მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 22:61

60. And Peter said, Man, I know not what thou sayest. And immediately, while he yet spake, the cock crew.61. And the Lord turned, and looked upon Peter. And Peter remembered the word of the Lord, how he had said unto him, Before the cock crow, thou shalt deny me thrice.62. And Peter went out, and wept bitterly.
Luke თავი 22
61. And the Lord turned, and looked upon Peter. And Peter remembered the word of the Lord, how he had said unto him, Before the cock crow, thou shalt deny me thrice.
ლუკას სახარების განმარტება თავი ოცდამეორე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 22; მ. 1-6]

1. და მოახლებულ იყო დღესასწაული იგი უცომოებისაჲ, რომელსა ჰრქჳან პასქაჲ. 2. და ეძიებდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი, რაჲთამცა მოკლეს იგი, ხოლო ეშინოდა ერისა მას. 3. და შეუჴდა ეშმაკი იუდას, რომელსა ერქუა ისკარიოტელ და იყო იგი რიცხჳსაგან ათორმეტთაჲსა. 4. და მივიდა, ეზრახა მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა და ერისა წინამძღუართა, ვითარმცა იგი მისცა მათ. 5. ხოლო მათ განიხარეს და აღუთქუეს მას ვეცხლი მიცემად. 6. და აღუვარა მათ და ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს იგი მათ თჳნიერ ერისა.

მწიგნობარნი ეძიებდნენ მის (იესოს) მოკვლას. რამდენადაც მოახლოებული იყო პასექის დღესასწაული და ისინი, ამიტომ, ხედავდნენ საფრთხეს თავისთვის იმაში, რომ ხალხი უნდა შეკრებილიყო, განსაკუთრებით კი დღესასწაულის დროს, ამდენად ისინი ეძიებდნენ ხერხს, თუ, ბოლოსდაბოლოს, როგორ მოეკლათ იგი ისე, რომ ყოველგვარი საფრთხე აეცილებინათ თავიდან. სატანა კი შევიდა იუდაში, „და იყო იგი რიცხვისაგან ათორმეტისა“, ანუ ერთ-ერთი მასთან მიახლოებული და გულწრფელ მოწაფეთაგან. ნურავის ექნება საკუთარი თავის იმედი, არამედ ყურადღებით იყავი შენი ცხოვრების მიმართ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა პეტრეს მჴევალმან მან: ნუუკუე შენცა მოწაფეთაგანი ხარა ამის კაცისათაჲ? ჰრქუა პეტრე: არა ვარ“ (18,17).:

...თჳს? არა თუ მას შეასმენენ, - ნუ იყოფინ! - არამედ რაჲთამცა გამოაჩინეს, თუ რაოდენ ბოროტ არს არა მინდობაჲ ღმრთისაჲ, არამედ თავისა თჳსისაჲ. ხოლო შენ გიკჳრდინ სახიერებაჲ იგი მოძღურისაჲ, ვითარ შეკრული განიკითხვოდა, და ზრუნვიდა მისთჳს მას ყოველსა შინა და მიხედვითა მისითა ლმობიერ-ჰყოფდა და ცრემლად აღადგენდა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიიყვანეს იგი კაიაფაჲსით პილატესა“ (18,28).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იქმნა ესე ყოველი, რაჲთა სიმრავლემან მსაჯულთამან გამოაჩინოს ჭეშმარიტებაჲ იგი საქმისაჲ მის; ხოლო იყო განთიადი, რამეთუ პირველ ქათმის ყივილისა კაიაფაჲსა მიიყვანეს და განთიად - პილატესა, ; (27,1-2); ; (15,1); რამეთუ ესეოდენთა მათ ჟამთა ღამისათა კაიაფაჲს მიერ განიკითხვოდა, და ვერარას ამხილებდეს იგინი. არამედ შენ იხილე სიბრმჱ ჰურიათაჲ, რამეთუ უბრალოჲ იგი შეიპყრეს საჭურველითა და ენება მოკლვად და არა შეიკდემდეს და სამშჯავროდ არა შევიდოდეს, „რაჲთა არა შეიგინნენო“ (18,28), რომელნი-იგი აქლემსა შთანსთქმიდეს და ბურნაკსა წურვიდეს.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო პეტრე ჯდა ეზოსა შინა. და მოუჴდა მას ერთი მჴევალი და ჰრქუა მას: შენცა იყავ იესუჲს თანა, ნაზარეველისა. ხოლო მან უარ-ყო წინაშე ყოველთა და თქუა: არა ვიცი, რასა იტყჳ. და ვითარცა გამოვიდა იგი გარეშე ბჭეთა, იხილა იგი სხუამან და ჰრქუა მუნ მდგომარეთა მათ: ესე იყო იესუჲს თანა, გალილეველისა. და მერმეცა უვარ-ყო პეტრე ფიცით და თქუა, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და შემდგომად მცირედისა ჟამისა მოუჴდეს მუნ მდგომარენი იგი და ჰრქუეს პეტრეს: ჭეშმარიტად შენცა მათგანი ხარ, რამეთუ სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს შენ. მაშინ იწყო პეტრე შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და მეყსეულად ქათამმა იყივლა. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელ ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრეღა არა ეყივლოს ქათამსა, სამგზის უვარ-მყო მე. და გამოვიდა გარე პეტრე და ტიროდა მწარედ“ (26,69-75).:

...-იდვა, და არა ერთგზის ოდენ, არამედ ორგზის და სამგზისცა ერთსა შინა ჟამსა; და არცა თუ მთავართა და მძლავრთა წინაშე, არამედ გარე ეზოსა, სიტყჳთა მონა-თა და მჴევალთაჲთა. და ვერცა თუ აგრძნა ადრე დაცემაჲ თჳსი, რამეთუ იტყჳს ლუკა, ვითარმედ: „მოიქცა უფალი და მიხედნა პეტრეს. და მაშინღა მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ“. ხოლო თავით თჳსით მო-ცავერ-იგონა, არამედ მიხედვაჲ უფლისაჲ ექმნა მას მამხილებელ და მომჴსენებელ, ესოდენი შიში დაცემულ იყო მის ზედა.

ხოლო მარკოზ იტყჳს, ვითარმედ: პირველსა მას უარის-ყოფასა მისსა ქათამმან ჴმა-ყო პირველი ჴმობაჲ; და მესამესა უარის-ყოფასა მეორედ ჴმა-ყო. ესრეთ გამოწულილვით იტყჳს ჭეშმარიტებასა მას ქრისტეს სიტყუათასა და უძლურებასა მას და შიშსა პეტრესსა. რამეთუ მარკოზ მოწაფე იყო პეტრესი და მისგან ესწავა საქმისა მის თხრობაჲ. და არა დაფარა ცთომაჲ იგი მოძღურისა თჳსისაჲ, არამედ უფროჲსად სხუათა მახარებელ-თასა გამოაჩინა.

ხოლო ვითარ იტყჳს მათე, ვითარმედ: „ჰრქუა უფალმან პეტრეს: ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობამდე, სამ გზის უვარ-მყო მე“; ხოლო მარკოზ ეგრე გუასწავებს: ოდეს-იგი მესამედ უარ-ყო პეტრე, ვითარმე...

სრულად ნახვა