მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 6:35

34. And if ye lend to them of whom ye hope to receive, what thank have ye? for sinners also lend to sinners, to receive as much again.35. But love ye your enemies, and do good, and lend, hoping for nothing again; and your reward shall be great, and ye shall be the children of the Highest: for he is kind unto the unthankful and to the evil.36. Be ye therefore merciful, as your Father also is merciful.
Luke თავი 6
35. But love ye your enemies, and do good, and lend, hoping for nothing again; and your reward shall be great, and ye shall be the children of the Highest: for he is kind unto the unthankful and to the evil.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეექვსე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 6; მ. 1-5]

1. და იყო შაბათსა მეორე-პირველსა და განვიდოდა თავადი თესულისაგან ყანისა. ხოლო მოწაფენი მისნი მოსჭრიდეს თავსა ჴუვილისასა, მუსრვიდეს ჴელითა და ჭამდეს. 2. ხოლო რომელთამე ფარისეველთა ჰრქუეს მათ: რაჲსა ჰზამთ შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ არს? 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცაღა ესე აღმოგიკითხავსა, რომელ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია მას და მისთანათა, 4. ვითარ-იგი შევიდა ტაძარსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავისანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამაჲ, გარნა მღდელთაჲ ხოლო? 5. და ეტყოდა მათ: უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.

იუდეველები ყოველგვარ დღესასწაულს შაბათს ეძახდნენ, ვინაიდან შაბათი ნიშნავს - სიმშვიდეს. ხშირად დღესასწაული ემთხვეოდა პარასკევს და ამ პარასკევსაც, დღესასწაულის გამო, შაბათს უწოდებდნენ. მერე კი თავად შაბათს უწოდებდნენ მეორე - პირველს, როგორც მეორეს მისი წინამორბედი სხვა დღესასწაულისა და შაბათის შემდგომ. მსგავსი რამ მოხდა მაშინაც და ამ შაბათს ეწოდა მეორე - პირველი. ფარისევლებს, რომლებიც ბრალს დებდნენ მოწაფეებს იმის გამო, რომ ისინი შაბათს ჭამდნენ, „მოსჭრიდნენ“, ანუ გლეჯდნენ თავთავებსა...

სრულად ნახვა
სიტყვა მეცხრამეტესა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ხოლო თქვენ გიყვარდეთ მტერნი თქვენნი (ლუკ. ვ. ლე.)

სხვათა მშვენიერთა დარიგებათა შორის, რომელი ჩვენ გვესმა დღეს წაკითხული სახარებითგან, მაცხოვარი გვაძლევს ჩვენ იმ დარიგებასაც, რათა გვიყვარდეს ჩვენ მტერნი ჩვენნი, და კეთილს-ვუყოფდეთ მათ; ხოლო თქვენ გიყვარდეთ მტერნი თქვენნი, და კეთილსა უყოფდეთ და ნურა რას უსასო-ჰყოფთ.

ვინაითგან მცნება ესე იყო უცხო და თითქმის წინააღმდეგი ცოდვილის კაცის ბუნებისა, მეტადრე იმ ჟამად, როდესაც მაცხოვარმან პირველად გამოსთქვა იგი, მისთვის რომელ წარმართთა და კერპმსახურთა სიძულვილი და შურისძიება მტერთადმი მიაჩნდათ თითქმის დიდ სათნოებად, ხოლო ებრაელთა, თუმცა მათი სჯული იყო ღვთისაგან მიღებული, მტერობა ცოდვად არ მიაჩნდათ, არამედ თვით მათი სჯული ასწავლიდა მათ: კბილი კბილისა წილ, თვალი თვალისა წილ, ამისთვის მაცხოვარმა მისცა რა მოწაფეთა თვისთა ეს უჩვეულო მცნება, მაშინვე აჩვენა საფუძველი, ანუ მიზეზი, რომლისათვისაც იგი მოითხოვდა მათგან ესრეთსა მძიმესა მსხვერპლსა, რათა მათ შეიყვარონ მტერნიცა თვისნი. რომელი არს ესე საფუძველი, ანუ მიზეზი? ის, ძმაო ჩემო, რომელი მაცხოვარმან მოგვცა ჩვენ უმაღლესი მადლი და უმშვენიერესი ზნეობითი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი გთხოვდეს შენ, მიეც; და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარემიიქცევი“ (5,42).:

...ენ არა მივსცემთ, არამედ სხუათაგანცა მოვიხუეჭთ და უჯეროდ მოგებულსა მას უჯერო-თავე საქმეთა შინა წარვაგებთ, რაჲთა ორკერძოვე საჴუმილი აღვიტყინოთ ჯოჯოხეთისაჲ. ხოლო სესხებად აქა არა ამას იტყჳს, აღნადგინებად განცემასა, არამედ რომელი-იგი სხუასა ადგილსა განგჳმარტა და თქუა: „ავასხებდით, ვინაჲ-იგი არა მოელით მოღებასა“, რამეთუ ესე არს სესხებაჲ კეთილი, ხოლო მეორე იგი, ვახშად და აღნადგინებად მიცემაჲ, დიდისა ბრალისა და სასჯელისა ღირს არს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა, კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ილოცევდით მათთჳს, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ. რაჲთა იყვნეთ თქუენ მსგავს მამისა თქუენისა ზეცათაჲსა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა“ (5,43-45).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე თავი ესე ყოველთა კეთილთაჲ, ვითარ უკუანაჲსკნელ ყოვლისა დააწესა, რამეთუ ამისთჳს პირველთქუმულთა მათ მიერ გუასწავა: ყურიმლის-ცემაჲ თუ შეგუემთხჳოს, მიპყრობად ერთკერძოჲცა, და წარღებასა ზედა კუართისასა მიცემად სამოსელისაცა, და წარძღუანვასა ერთისა მილიონისასა მისლვად ორიცა, რაჲთა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ იე სათნოდ ღმრთისა მოქალაქობისათჳს:

...აქმე, მოწყალებაჲ გინა სხუაჲ რაჲმე კეთილი, ანუ მაჩუენებლობით იქმს, ანუ ზუაობით, რაჲთა მცირედიცა იგი არარაჲვე იყოს, არამედ ნავთსაყუდელსაცა შინა ღელვაგუემულ იქმნას.

რასა იქმ, ჵ კაცო? უკუეთუ ქველისსაქმე რაჲმე ჰქმნა, რად უჩუენებ კაცთა და არა ღმერთსა, რომელმან თქუა: „ავასხებდით, ვინაჲ-იგი არარას მოელით მოღებასა“, რამეთუ ღმერთსა ავასხებ, რომლისაგანცა მიიღო სასყიდელი; რად დაუტეობ მას და კაცთა ეჩუენები გლახაკთა და უბადრუკთა? არა თუ მოვალე იგი შენი გლახაკი არს და ვერ ძალ-უც გარდაჴდად, არა თუ უარ-ჰყოფს სესხსა მას. არა ჰხედავა მიუთხრობელთა მათ საუნჯეთა მის-თა? არა ჰხედავა გამოუთქუმელსა მას უხუად მიმნიჭებელობასა მისსა? მას მოჰჴადე სესხი იგი, რომელი ავასხე გლახაკსა. უკუეთუ მას მოჰჴდიდე თანანადებსა მას, უხარის და უხუად მოგცემს აღნადგინებითურთ. ხოლო გიხილოს თუ, ვითარმედ არა მისგან, არამედ სხჳსაგან ეძიებ, განრისხნების და შეურაცხებად უჩნს. ამისთჳსცა გრქუას შენ რისხვით: რომელი უმადლოებაჲ იხილე ჩემ თანა, ჵ უგუნურო? რომელი სიგლახაკე გესმა ჩემი, რომელ მე თანაწარმჴედი და სხუათაგან ეძიებ ნაცვალსა? მე მავასხე და სხუათა მოჰ-ჴდი ვალსა შენსა? ამისთჳს არღარა ღირს ხარ ჩემთა მათ უშურველთა ნიჭთა მიმთხუევად. ესრეთ სირცხჳლეულ იქმნე შენ და დასასჯელ, რამეთუ წადიერ ა...

სრულად ნახვა