...უშლის მათაც, ვისაც ნაყოფის გამოღება სურთ. ეკლები პირუტყვთა, კერძოდ აქლემთა, საკვებია. ისინი ცეცხლის საჭმელი და სახარჯავია, არაფერში გამოსადეგი. ასეთივეა სიმდიდრეც: არაფერში გამოსადეგი, გარდა იმისა, რომ სახმილი გაახუროს, აანთოს ის დღე, რომლის შესახებაც ნათქვამია: „აჰა, დღე მოვალს უფლისაჲ შემწუელი ვითარცა თორნე" (), და გამოკვებოს უგონო ვნებები — ბოღმის შენახვა და მრისხანება. რადგან ასეთივეა აქლემიც, ეკლებს რომ ღეჭავს. რამეთუ ამგვარ საქმეთა მცოდნენი ამბობენ, რომ პირუტყვებში არ არის ისეთი მძიმე ბოღმის მქონე, მოღუშული და ბოღმის შემნახველი, როგორიც აქლემია. ასეთივეა სიმდიდრე: სულის უგონო ვნებებს კვებავს, ხოლო გონიერ ნაწილებს ჩხვლეტს და ჭრის, როგორც ეკლების შემთხვევაშია. ხისტი და უხეშია ეს მცენარე; თავისთავად იზრდება.
ვიხილოთ კი, სად იზრდება იგი, რათა ამოვკაფოთ: ციცაბო ადგილებში, ქვიან ადგილებში, გამოშრობილ ადგილებში, სადაც სინესტე არ არის. ამიტომ, როცა ვინმე უხეში და ციცაბოა, ესე იგი უწყალოა, მასში ეკალი იზრდება. მაგრამ, როცა მიწათმოქმედთა შვილებს მათი ამოკაფვა სურთ, ამას რკინით არ აკეთებენ, არამედ როგორ? ცეცხლს მიუშვებენ და ასე მიწიდან მთელ ბოროტებას გამოზიდავენ. ვინაიდან საკმარისი არ არის ზემოდან მოჭრა, როცა ფესვი ქვემოთ რჩება; არც თვით ფ...