მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 10:29

28. And fear not them which kill the body, but are not able to kill the soul: but rather fear him which is able to destroy both soul and body in hell.29. Are not two sparrows sold for a farthing? and one of them shall not fall on the ground without your Father.30. But the very hairs of your head are all numbered.
Matthew თავი 10
29. Are not two sparrows sold for a farthing? and one of them shall not fall on the ground without your Father.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ანუ არა ორი სირი ასარის განისყიდებისა? და ერთიცა მათგანი არა შთავარდების მახესა თჳნიერ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა. ხოლო თქუენნი თავისა თმანიცა განრაცხილ არიან. ნუ გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ თქუენ“ (10,29-31).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲმცა იყო უდარესი მცირეთა მათ და უნდოთა სირთასა, რომელთაგანი ორი ერთად წულილად განისყიდების, რომელ არს ასარი, გარნა ერთიცა მათგანი არცა შთავარდების მახესა თჳნიერ მეცნიერებისა ღმრთისა. რამეთუ არა თუ ეგრეთ იტყჳს, თუ: ღმერთი იქმს შთავრდომასა მათსა მახედ, - ესე არა ღირს არს ღმრთისათჳს თქუმად, - არამედ ეგრეთ იტყჳს, ვითარმედ: არარაჲ ქმნილთაგანი დაეფარვის მას, არამედ ყოველსავე მეცნიერ არს და ყოველივე ცხად არს წინაშე მისსა.

ხოლო ვინაჲთგან არარაჲ იქმნების, რომელიმცა დაეფარვოდა მას უნდოთაცა და მცირეთაგანი, ხოლო თქუენ უფროჲს მამისა სახიერისა უყუართ, ვიდრეღა თმანიცა თავისა თქუენისანი განრაცხილ არიან (ხოლო თავ ეწოდების ხილულსაცა ამას და ჴორციელსა, და კუალად უხილავთა მათცა საცნობელთა და ასოთა შორის სულისათა თავ ეწოდების გონებასა. იტყჳს უკუე, ვითარმედ ხილულისაცა თავისა თმათა რიცხჳ ცხად არს წინაშე ღმრთისა და გონებისაცა წლჳლნი და მცირენი ზრახვანი და მოგონებანი დაუფარველ და საცნაურ არიან; რამეთუ გულისსიტყუათა მათ წლჳლთა ეწოდების თმად უხილავისა მის თავისა); ვინაჲთგან უკუე ესე ესრეთ არს, არა გიჴმს ყოვლადვე შიში, რამეთუ ყოველსავე...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი X
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
10:28-33 — ღმრთის შიში და რწმენის აღიარება:

28. და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად. არამედ გეშინოდენ მისა უფროჲს, რომელი შემძლებელ არს სულისა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა.- ასწავლის, რომ სიკვდილიც არად ჩააგდონ, რადგან, სასჯელი გეჰენიისა ბევრად უფრო საშინელიაო - ამბობს. უკეთუ მკვლელები მხოლოდ ხორციელად გვანადგურებენ, ხოლო სულს, შესაძლოა, სიკეთეც კი უყონ, ღმერთი ჩააგდებს რა გეჰენიასა შინა, ორივეს - სულსაც და სხეულსაც დასჯის. როცა გეჰენიაზე ამბობს, მარადიულ სასჯელზე მიუთითებს.

29-31. ანუ არა ორი სირი ასარის განისყიდებისა? და ერთიცა მათგანი არა დავარდების ქუეყანასა ზედა თჳნიერ მამისა თქუენისა. ხოლო თქუენნი თავისა თმანიცა ყოველნი განრაცხილ არიან. ნუ გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ თქუენ. - მოწაფენი რომ არ შეშფოთებულიყვნენ, გვტოვებსო, ეუბნება, უკეთუ ბეღურებსაც კი ვერ დაიჭერენ ისე, რომ მე არ ვიცოდე, როგორ დაგტოვებთ თქვენ, რომელნიც მიყვარხართ? წარმოაჩენს რა თავის სრულყოფილ ცოდნასა და განგებულებას, გვეუბნება, რომ მისგან ჩვენი თმაც კი აღრიცხულია. ნუ იფიქრებთ, რომ ბეღურებს ღმრთის თანამონაწილეობით იჭერენ,...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2006 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...რკველია სულიწმინდის ტაძრად შექმნილი კაცისათვის.

რწმენა ღვთისა ნიშნავს არა მარტო იმას, რომ ღმერთი არსებობს, არამედ იმასაც, რომ უფალი ყოველივეს სიბრძნით განაგებს და ყოველივე კეთილად წარემართებათ მის მორწმუნეთ; ამასთან, უფლის ნების გარეშე ერთი ჩიტიც არ დავარდება დედამიწაზე, და არც თმის ერთი ღერი - ჩვენი თავიდან (; ).

იმედი ის მადლია, რაც ძალას აძლევს ადამიანს მიწიერი ყოფის განსაცდელთა დასაძლევად და ღმერთამდე ასამაღლებლად. გაჭირვებამ არ უნდა შეგვაშინოს და სასოება არ უნდა დაგვაკარგვინოს, რადგან თუ გვწამს, რომ ღმერთი სიყვარულია, ბუნებრივია, უნდა გვწამდეს ისიც, რომ იგი ცუდს არასოდეს გაუკეთებს მას, ვინც უყვარს. ამიტომ, სიხარული თუ მწუხარება, რაც ჩვენი ცხოვრების გზაზე გვხვდება, მხოლოდ ჩვენივე სიკეთისათვის არის დაშვებული, სამწუხაროდ ამას ხშირად ვერ ვაცნობიერებთ.

უფალი ბრძანებს: „ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები და ჩემი გზები არ არის თქვენი გზები; როგორც ცა არის მაღალი მიწაზე, ასევე მაღალია ჩემი გზები თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქვენს ზრახვებზე“ (ისაია 55,8-9).

რწმენა და იმედი მხოლოდ წუთისოფლის საგზალია და ბოროტთან ბრძოლისათვის ჩვენი ღვთაებრივი საჭურველი. მათგან გასხვავებით სიყვარული სული...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი თ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაწარმეტყუელისაჲ: ჴმაჲ ჰრამაჲთ ისმა გოდებისა და ტირილისა და ღაღადებისაჲ; რაქელ სტიროდა შვილთა თჳსთა და არა უნდა ნუგეშინის-ცემის, რამეთუ არა არიან“ (2,17-18).:

...დსა მათ ზედა: ყოვლისა სოფლისაგან ბრძოლასა და წარდგინებასა მათსა შესაკრებელთა წინაშე და მძლავრთა და მიყვანებასა მათსა წინაშე მეფეთა და მთავართა, აუწყა სიტყუაჲ ნუგეშინის-ცემისაჲ და ჰრქუა: „ანუ არა ორი სირი ასარისა განისყიდებისა? და ერთიცა მათგანი არა დავარდების ქუეყანასა ზედა თჳნიერ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა“. ხოლო ამას ეტყოდა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არარაჲ თჳნიერ ცნობისა მისისა იქმნების, რამეთუ ყოველივე იცის ყოფადი, არამედ არა ყოველსავე იქმს, გარნა კეთილსა ოდენ და სახიერებასა. ესრეთ უკუე ასწავებს მოწაფეთა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ნურას შე ორგულდებით, ნუცა გულისსტყუანი მოგივლენ, რამეთუ რომელმან-ესე უწყი ყოველივე მომავალი თქუენ ზედა და ძალ-მიც დაყენებად, საცნაურ არს, ვითარმედ უმჯობესისა თქუენისათჳს არა დავაყენებ. ესევითარი ესე სიტყუაჲ ჩუენცა გულისჴმა-ვყოთ, ოდეს განსაცდელი რაჲმე მოიწიოს, და ვთქუათ: ამისთჳს მოუშუა ღმერთმან განსაცდელსა ამას ჴორციელსა ჩუენ ზედა, რამეთუ იცის სადმე, ვითარმედ ესრეთ არს უმჯობეს ჩუენდა; და ესე გულისსიტყუაჲ დიდად ნუგეშინისმცემელ გუექმნას.

ხოლო რაჲ ზიარებაჲ არს რაქელისი ბეთლემსა თანა, - თქუას ვინმე, - რომელ იტყჳს, ვითარმედ: „რაქელ სტიროდა შვილთა თჳსთა“, ანუ ჰრამასა რაჲ ზიარებაჲ აქუს რაქელს თანა? - რაქელ დედ...

სრულად ნახვა