მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 12:27

26. And if Satan cast out Satan, he is divided against himself; how shall then his kingdom stand?27. And if I by Beelzebub cast out devils, by whom do your children cast them out? therefore they shall be your judges.28. But if I cast out devils by the Spirit of God, then the kingdom of God is come unto you.
Matthew თავი 12
27. And if I by Beelzebub cast out devils, by whom do your children cast them out? therefore they shall be your judges.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და უკუეთუ მე ბერზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენნი რაჲთა განასხმენ? ამისთჳს იგინივე მსაჯულ თქუენდა იყვნენ“ (12,27).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე მოწაფეთა თჳსთათჳს თქუა. და იხილეღა სიტკბოებაჲ სიტყუათა მისთაჲ: არა თქუა, თუ: მოციქულნი ანუ მოწაფენი ჩემნი, არამედ: „ძენი თქუენნიო“, რაჲთა უკუეთუ ინებონ მათსა მას სიკეთესა ბაძვად, ფრიადი სარგებელი პოონ ამის სიტყჳსაგან, ხოლო უკუეთუ უკე-თურებაჲვე შეიტკბონ, უმეტესადღა უსიტყუელ იყვნენ.

ხოლო სიტყუაჲ ესე ესრეთ არს: ვინაჲთგან მიეცა მოციქულთადა ჴელმწიფებაჲ უფალსა, ვითარცა ზემო წერილ არს, განსხმად ეშმაკთა, და განასხმიდეს, და არარას ვინ აბრალებდა, ხოლო ქრისტესთჳს გმობდეს, რამეთუ მისა მიმართ იყო შური მათი, ამისთჳს ეტყჳს: უკუეთუ მე ბერზებულითა განვასხამ ეშმაკთა, არა მოწაფენიცა ჩემნი ეგრეთვე იქმანა? რამეთუ მათცა ჩემ მიერ აქუს ჴელმწიფებაჲ. ვითარ უკუე მათთჳს არცა ერთსა იტყჳთ ესევითარსა ბრალობასა და ყოველი ბრძოლაჲ თქუენი ჩემდა მომართ არს? გარნა არა თუ ესემცა სარგებელ რაჲმე გეყო, არამედ უფროჲსღა დასასჯელ, რამეთუ იგინივე იყვნენ მსაჯულ თქუენდაო. ესე იგი არს, ვინაჲთგან იგინიცა თქუენგან არიან და ძენი ნათესავისა თქუენისანი და ესრეთ წრფელ გულითა და კეთილ გონებითა იპოვნეს და ყოვლითა სარწმუნოებითა შემომიდგეს მე, ესე მებრ დიდად დასასჯელ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
12:22-30 — ბელზებულის ცილისწამება:

22-23. მაშინ მოჰგუარეს მას ეშმაკეული ბრმაჲ და ყრუჲ, და განკურნა იგი, ვითარმედ ყრუჲ და ბრმაჲ ხედვიდა და იტყოდა. და განუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: ნუუკუე ესე არს ძე დავითისი? - დემონმა გზა რწმენისაკენ - თვალები, სმენა და ენა გადაუკეტა, მაგრამ იგი იესომ განკურნა და ხალხისაგან დავითის ძედ იწოდა, რადგანაც ქრისტეს დავითის თესლისაგან მოელოდნენ. ახლაც, უკეთუ ვინმეს იხილავ, ვინც სიკეთეს ვერც თვითონ იაზრებს და არც სხვის სიტყვებს იწყნარებს, იგი ბრმად და ყრუდ ჩათვალე; შეეხება რა მის გულს, დაე იგი ღმერთმა განკურნოს.

24. ხოლო ფარისეველთა მათ ვითარცა ესმა ესე, იტყოდეს: ესე არა განასხამს ეშმაკთა, გარნა ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა. - თუმცა უფალი მათ განშორდა, მაგრამ ესენი, შორიდან ესმოდათ რა მისთა საქმეთა შესახებ, ცილს სწამებენ სწორედ მაშინ, როცა იგი ადამიანებისათვის ქველმოქმედებს. ამგვარად, ფარისეველნი მისი მტრები, ვითარცა ეშმაკი, ბუნებით იყვნენ.

25-26. იცოდნა იესუ ზრახვანი იგი გულისა მათისანი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაჲ, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, მოოჴრდის; და ყოველი ქალაქი გინა სახლი, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, ვერ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ესე თქუა სულისა მისთჳს, რომელი მოცემად იყო მორწმუნეთა მათ მისთა, რამეთუ არღა იყო სული წმიდაჲ მოცემულ“ (7,39).:

...ეტყუელთა ქადაგეს პირველ, უკუეთუ სული წმიდაჲ არღა იყო მოცემულ? რამეთუ მოციქულნი ეშმაკ-თა მათ, რომელთა მაშინ განასხმიდეს, არა სულისა მიერ წმიდისა განასხმიდეს, არამედ ჴელმწიფებითა მით მის მიერ მოცემულითა, ვითარცა თავადი იტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ, ძენი თქუენნი რომლითა განასხმენ ეშმაკთა?“ ; ხოლო ესე თქუა, რაჲთამცა მოასწავა, ვითარმედ არა სულისა მიერ განასხმიდეს უწინარეს ჯუარცუმისა, არამედ მისმიერითა მით ჴელმწიფებითა; და რაჟამს-იგი ეგულებოდა წარვლინებაჲ მათი ქადაგებად, მაშინ ეტყოდა მათ: „მიიღეთ სული წმიდაჲ“; და კუალად: „მოვიდა მათ ზედა სული წმიდაჲ, მაშინ იქმოდეს სასწაულთა“.

ხოლო პირველ რაჟამს წარავლენდა მათ, არა წერილ არს, თუ: მისცა მათ სული წმიდაჲ, არამედ: „მისცა მათ ჴელმწიფებაჲო“ ; და ჰრქუა: „კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით, მკუდართა აღადგინებდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით“. ხოლო წინაჲსწარმეტყუელთა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველმან, რომელმან დაუტეოს სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მიიღოს ჟამსა ამას და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს“ (19,29).:

...ჰურიათა, ვითარმედ: ამისთჳს ვერ გურწმენა ქრისტე, რამეთუ შჯული ჩუენი გუაყენებდა და წესნი იგი მამულნი, მაშინ შემოვიდენ შორის მოციქულნი, რომელთა იგივე შჯული აქუნდა და იგივე წესნი და არავინაჲ დაიხრწინეს რწმუნებად ქრისტესა, და დასაჯნენ იგინი, ვითარცა იტყჳს სხუასა ადგილსა, ვითარმედ: „დამსჯელ თქუენდა იყვნენო იგინი“. თქუას ვინმე, ვითარმედ: და რაჲ დიდი სასყიდელი აღუთქუა ესე, უკუეთუ სწორად ნინეველთა და დედოფლისა მის სამხრისა მიეცემის მათ მისაგებელი? არამედ გულისჴმა-ყავ გამომე-ძიებელმან მან, ვითარმედ სხუანიცა მრავალნი კეთილნი აღუთქუნა მათ და არა თუ ესე ხოლო განუწესა მისაგებელად და სასყიდელად მათდა. გარნა აქაცა მებრ არარაჲ არს მსგავსებაჲ მოციქულთაჲ და ნინეველთაჲ, რამეთუ მათთჳს ესრეთ იტყჳს ლიტონად: „კაცნი ნინევისანი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დაშჯიდენ მას; და დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს საშჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასაჯოს იგი“; ხოლო მოციქულთათჳს არა ესრეთ თქუა, არამედ ეტყჳს: „რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ საყდართა დიდებისა თჳსისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ნათესავთა ისრაჱლისათა“. ამით გამოაჩინა, ვითარმედ ზიარ სუფევისა და დიდებისა მისისა ყოფად არიან, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ დავითმ...

სრულად ნახვა