მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 15:23

22. And, behold, a woman of Canaan came out of the same coasts, and cried unto him, saying, Have mercy on me, O Lord, thou Son of David; my daughter is grievously vexed with a devil.23. But he answered her not a word. And his disciples came and besought him, saying, Send her away; for she crieth after us.24. But he answered and said, I am not sent but unto the lost sheep of the house of Israel.
Matthew თავი 15
23. But he answered her not a word. And his disciples came and besought him, saying, Send her away; for she crieth after us.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ. ჰრქუა მათ იესუ: არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა. ხოლო იგი მოუჴდა, თაყუანის-სცემდა მას და იტყოდა: უფალო, შემიწყალე მე! ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა“ (15,23-27).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიად საქებელ არს დედაკაცი ესე, რომელმან ესოდენი აჩუენა სარწმუნოებაჲ და სიმდაბლე. პირველად ღაღადებდა: „შემიწყალე მე, უფალო!“ და არარაჲ მიუგო უფალმან; არავე უდებ იქმნა იგი, არცა სასოებაჲ წარიკუეთა და შეიქცა. შეეწყალა იგი მოწაფეთა, მოაჴსენეს მისთჳს იესუს, და მიუგო მათ სიტყუაჲ, უფროჲსადღა შემძლებელი შეწუხებად მისა. ესმა რაჲ ესე დედაკაცსა მას, ნუუკუე წარიკუეთაა სასოებაჲ ანუ დაიდუმა ვედრებაჲ? ნუ იყოფინ! არამედ უმჴურვალესნი სიტყუანი წარმოთქუნა.

ხოლო ჩუენ არა ესრეთ ვყვით, არამედ ერთგზის თუ გინა ორგზის ვევედრნეთ და არა მივემთხჳნეთ თხოასა მას, მეყსეულად უდებ ვიქმნებით. გარნა დედაკაცმან მან არა ესრეთ ყო, არამედ იხილა რაჲ, ვითარმედ მოციქულნიცა ევედრნეს მისთჳს და არა მიემთხჳნეს თხოასა მას, არავე დაიჴსნა მწუხარებითა, არამედ შეიმოსა კადნიერებაჲ და ურცხჳნელობაჲ კეთილი, მიუჴდა და თაყუანის-სცემდა და იტყოდა: „უფალო, შემიწყალე მე!“

რაჲ არს ესე, დედაკაცო? არა თუ შენ უმეტესი მოციქულთაჲსა გაქუს კადნიერებაჲ? კადნიერებაჲ არცა ერთი მაქუსო, არამედ მრავლითაცა სირცხჳლითა სავსე ვარ, გარნა არა წარვიკუეთ სასოებასა, არამედ ვევედრები, ვიდრემდის...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
15:21-28 — ქანანელი დედაკაცის რწმენა:

22-23. და წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტჳროსისა და სიდონისათა. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს. ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ. - თვითონ რატომღა წავიდა წარმართთა ქალაქებში - ტვიროსსა და სიდონში, მაშინ, როცა მოწაფეებს წარმართთა გზაზე სიარული აუკრძალა? იცოდე, რომ იქ საქადაგებლად არ მისულა, როგორც ამას მარკოზიც ამბობს: "მე დავფარე თავი ჩემი"; სხვაგვარად: რადგანაც ფარისევლებმა მისი სწავლება საჭმელზე არ შეიწყნარეს, წარმართებთან გადავიდა. იმას კი არ ეუბნება: ასული ჩემი შეიწყალეო, არამედ მე შემიწყალეო, რადგან ის ვერაფერს გრძნობდა. მე შემიწყალეო, რომელიც საშინელებას ვგრძნობ და განვიცდიო. არც იმას ეუბნება: წამოდი და განკურნეო, არამედ შემიწყალეო. უფალმა არ უპასუხა, არა იმიტომ, რომ არად ჩააგდო, არამედ, რათა ეჩვენებინა, რომ უწინარესად იუდეველთათვის მოვიდა; ამასთან, უნდოდა ცილისწამებისთვის შეეზღუდა ისინი და სათქმელად არ ჰქონოდათ: წარმართებს წყალობდაო; და კიდეც იმიტომაც, რომ ამ ქალის მტკიცე რწმენა...

სრულად ნახვა
მოძღვრება მეჩვიდმეტესა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

განმარტება სახარებისა (მათ. 15, 22-28).

ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! ერთობ უბრალო არის და მოკლე დღეს წარკითხული სახარება, გარნა იგი იპყრობს დიდსა საუჯესა სულიერისა სწავლისასა? თვით უბრალო და მოკლე მოთხრობა იგი დღევანდელისა სახარებისა წარმოგვიდგენს ჩვენ მრავალთა და ფრიად აღმაშენელეთა მაგალითთა და დარიგებათა. პირველად გასაკვირველი არის და ერთობ სახმარი და სასარგებლო მაგალითი თვით იმ უბრალო ქანანელი დედაკაცისა, რომლისა ლოცვასა და ვედრებასა აღწერს დღეს წარკითხული სახარება. რა გასაოცარი, შეურყეველი სარწმუნოება, გონიერება, სიმდაბლე და სიმშვიდე გამოიჩინა უბრალო სოფლის ქალმა წინაშე იესო ქრისტესა! იგი იყო ქანანელი, მაშასადამე, წარმართი. იგი სცხოვრებდა საზღვართა ზედა ურიასტანისათა, გაგონილი ქონდა იესო ქრისტეზე და მისთა სასწაულთა ზედა, იქნება კიდეც ნახა იგი მან ოდესმე და გაიგონა მისი სწავლა, ამისთვის მის გულში გაჩნდა შეურყეველი სარწმუნოება იესო ქრისტესადმი. ამ უბრალო, უსწავლელმა ქანანელმა დედაკაცმა აჯობა სარწმუნოებით თვით ურიცხვთა სწავლულთა, მწიგნობართა, ერის მოძღვართა, რომელნი ყოველდღე ხედვიდენ იესო ქრისტეს, კიდეც იცოდენ წიგნთაგან...

სრულად ნახვა
საუბარი 44. „ხოლო აღიმსთო აბრაჰამ განთიად" (დაბ 19:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ქანანელი დედაკაცის რწმენის მაგალითი:

...გახსნას მის შინაგანში დაფარული საუნჯე. ხედავდა დაფარულ ძვირფასეულობას და არ სურდა, ის ჩვენთვის უცნობი დარჩენილიყო; ამიტომაც ყოვნებს და პასუხს არ აღირსებს, რათა ამ ქალის დიდი სიმტკიცე ყველა მომავალი თაობისთვის დარიგება გამხდარიყო. და შეხედე, რა გამოუთქმელია ღვთის სახიერება: „ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ" (), — ამბობს წერილი. ხოლო მოწაფეებმა, რომლებიც თავს მასზე თანამლმობელნი და კაცთმოყვარენი ეგონათ, ვერ გაბედეს პირდაპირ ეთქვათ: შეუსრულე თხოვნა, შეიწყალე, მოიწყალე, არამედ რა თქვეს? „განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ" (), — თითქოს ამბობდნენ: გვიხსენი ამ მოსაბეზრებლისგან, გაგვათავისუფლე მისი ყვირილისგან. რა უპასუხა უფალმა? მათ ეგონათ, რომ მე უმიზეზოდ ვდუმვარ და პასუხით არ ვაღირსე? მოისმინეთ: „არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა" (). განა არ იცით, რომ ეს ქალი უცხოტომელია? განა არ იცით, რომ მე თქვენც გიბრძანეთ — წარმართთა გზაზე არ წასულიყავით? მაშ, რატომ უგამოცდელად გინდათ ასეთი თანალმობის გამოჩენა? შეხედე ღვთის განგების სიბრძნეს: მაშინაც კი, როცა უკვე კეთილინება პასუხის გაცემა, თა...

სრულად ნახვა