მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 16:19

18. And I say also unto thee, That thou art Peter, and upon this rock I will build my church; and the gates of hell shall not prevail against it.19. And I will give unto thee the keys of the kingdom of heaven: and whatsoever thou shalt bind on earth shall be bound in heaven: and whatsoever thou shalt loose on earth shall be loosed in heaven.20. Then charged he his disciples that they should tell no man that he was Jesus the Christ.
Matthew თავი 16
19. And I will give unto thee the keys of the kingdom of heaven: and whatsoever thou shalt bind on earth shall be bound in heaven: and whatsoever thou shalt loose on earth shall be loosed in heaven.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი“ (16,19).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს ესე, თუ: „მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი“? ესე სიტყუაჲ სწორებასა მას თჳსსა მამისა თანა გამოაჩინებს. ვინაჲთგან ჰრქუა, ვითარმედ: „მამამან ჩემმან გამოგიცხადა შენ“, აწ თჳსსაცა აუწყებს ჴელმწიფებასა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: მამამან მოგცა გულისჴმის-ყოფაჲ ჩემი; „და მე მიგცნე კლიტენი სასუფეველისანი, რაჲთა რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა“.

ჰხედავა ჴელმწიფებასა ამას? ჰხედავა ერთობასა ამას მამისა თანა? არა ჰრქუა, თუ: მამამან მოგცეს, ანუ თუ მამასა ვევედრო, არამედ: „მე მიგცნეო კლიტენი სასუფეველისანი“, რაჲთა რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, იყოს იგი ცათა შინა ფლობილ შესლვად სასუფეველსა, და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, იყოს იგი ცათა შინა დაშჯილ და კრულებასა შინა სამარადისოსა. ვინაჲთგან უკუე ესოდენი ყოველსავე ზედა აქუს ჴელმწიფებაჲ და ყოველივე, რაოდენი ენებოს, მიანიჭებს, ვითარ სხუასა ადგილსა თქუა, ვითარმედ: „დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემაჲ“?1...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
16:17-19 — ეკლესიის დაფუძნება კლდეზე:

17. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიხცადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან. - ნეტარს უწოდებს პეტრეს, რადგან მან ცოდნა ღმრთეებრივი ძალით მიიღო. ეთანხმება რა მას, ამით უფალი აჩვენებს, რომ სხვა ადამიანთა აზრი მცდარია: ხოლო როცა მიმართა: ბარ იონა, ანუ ძეო იონასო, თითქოს, ეს უთხრა: როგორც შენ ხარ შვილი იონასი, ასევე მეც მამისა ჩემისა ზეციერისა, ერთარსი მისი. ცოდნას გამოცხადებას უწოდებს, რადგან ის, რაც დაფარული და შეუცნობელი იყო, მამისაგან განცხადდა.

18. და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.- თავის მხრივ, უფალი პეტრეს დიდ ჯილდოს ანიჭებს, კერძოდ, ეკლესია მასზე დაფუძნდება. რადგან პეტრემ იგი ძედ ღმრთისა აღიარა, ეუბნება: ეს აღსარება, რომელიც შენ აღიარე, მორწმუნეთათვის საფუძველი გახდება, რადგანაც ყოველი ადამიანი, რომელიც რწმენის შენობის აგებას განიზრახავს, საფუძვლად ამ აღსარებას დაუდებს; რადგან: ათასი სათნოებაც რომ შევიძინოთ, უკეთუ საფუძვლად სწორი აღმსარებლობა არ გვექნება, უვარგისს ავაგებთ....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სასუმელი სამე ჩემი შესუათ და ნათლის-ღებაჲ, რომელი ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ; ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთა განმზადებულ არს მამისა მიერ ჩემისა“ (20,23).:

...და ამისთჳს ესრეთ განცხადებულად არა თქუა, რაჲთა შეუწუხებელ-ყოს სიტყუაჲ თჳსი.

ხოლო ესე ვინმცა არა უწყოდა, ვითარმედ იგი არს მეუფე და უფალი და ჴელმწიფე მიცემად, ვიეთცა ენებოს, პატივისა და დიდებისა, და მას აქუს ჴელმწიფებაჲ განკითხვად ცხოელთა და მკუდართა, და მან ჰრქუა პეტრეს: „მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისანი“, და პავლე მასვე მოასწავებს და იტყჳს: „ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გჳრგჳნი, რომელ მომცეს მე უფალმან მას დღესა შინა, მართალმან მსაჯულმან; არა ხოლო თუ მე, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყუარეს გამოჩინებაჲ მისი“. და იგი განარჩევს მარჯუენეთა და მარცხენეთა და მიაგებს კაცად-კაცადსა საქმე-თა მათთაებრ. და „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა“. გარნა აწ ესრეთ განაწესა სიტყუაჲ თჳსი, რაჲთა არცა შეაწუხნეს კეთილნი იგი ძმანი, არცა დაუტევნეს უმეცრებით ცთომასა შინა, არამედ აუწყა, ვითარმედ არა აწ არს გამოჩინებაჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, და ვითარმედ შემსგავსებულად საქმეთა მიიღებს კაცად-კაცადი სასყიდელსა მას დღესა შინა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა ესმა ესე ათთა მათ, განრისხნეს ორთა მათ ძმათათჳს“ (20,24)....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი და ეტყოდეს: ვინ-მე უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა?“ (18,1).:

...ივი შეემთხჳა მათ. რამეთუ ოდეს-იგი სამნი წარიყვანნა თაბორს, არარაჲ ესევითარი შეემთხჳა, ხოლო ოდეს ერთისა მომართ მოიწია პატივი, რეცა შეწუხნეს. რამეთუ პირველცა ჰრქუა მას, ვითარმედ: „ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა“; და კუალად: „მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისანი“; და კუალად აქა: „მიეცო ჩემთჳს და შენთჳს“. ამის ყოვლისათჳს მოუჴდა მათ გულისსიტყუაჲ კაცობრივი.

ხოლო ჰრცხუენოდა თქუმად, თუ: რაჲსათჳს პეტრეს უფროჲს ჩუენ ყოველთასა პატივ-სცემ? არამედ ესრეთ ჰკითხეს: „ვინ-მე უფროჲს იყოსო სასუფეველსა ცათასა?“ ჰხედავა, ვითარ ნაკლულევანებაჲცა მათი სავსე იყო კეთილითა? რამეთუ არარაჲ თქუეს, არცა გამოიძიეს ამის საწუთროჲსათჳს, არამედ სასუფეველისათჳს ცათაჲსა. ხოლო ამისა შემდგომად ესეცა გულისსიტყუაჲ აღმოიგდეს და ყოველსავე ზედა ურთიერთას პატივ-სცემდეს.

ხოლო ჩუენ ვერცა თუ ნაკლულევანებასა მათსა მივსწუთებით, არცა ვეძიებთ, თუ ვინ-მე იყოს უფროჲს სასუფეველსა ცათასა, არამედ თუ ვინ უფროჲს არს საშუებელსა ამას შინა და დიდებასა ქუეყანისასა, ცუდსა ამას და წარმავალსა, ვინ უმდიდრეს არს, ვინ უძლიერეს არს, ყოველსავე ჴორციელსა და კაცობრივსა გამოვეძიებთ და სულიერსა არარას. ხოლო იგინი სასუფეველისათჳს ცათაჲსა ეძიებდეს.

ხოლო ქრისტ...

სრულად ნახვა