მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 18:34

33. Shouldest not thou also have had compassion on thy fellowservant, even as I had pity on thee?34. And his lord was wroth, and delivered him to the tormentors, till he should pay all that was due unto him.35. So likewise shall my heavenly Father do also unto you, if ye from your hearts forgive not every one his brother their trespasses.
Matthew თავი 18
34. And his lord was wroth, and delivered him to the tormentors, till he should pay all that was due unto him.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა გამოვიდა მიერ მონაჲ იგი, პოვა ერთი მოყუასი თჳსი, რომელსა თანაედვა მისი ასი დრაჰკანი; შეიპყრა იგი და შეაშთობდა მას და ეტყოდა: მომეც, რაჲცა თანაგაც. შეუვრდა მოყუასი იგი მისი, ევედრებოდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, და მიგცე შენ. ხოლო მან არა ისმინა მისი, არამედ უფროჲსღა აურვებდა მას და შეაგდო იგი საპყრობილესა, ვიდრემდე მისცეს მას თანანადები იგი. იხილეს რაჲ მოყუასთა მათ მისთა საქმე ესე, შეწუხნეს ფრიად; და მივიდეს და აუწყეს უფალსა მას მათსა ყოველივე იგი, რაჲცა იყო. მაშინ მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქუა: მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მიგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე. არა ჯერ-იყოა შენდაცა, რაჲთამცა შეიწყალე მოყუასი იგი შენი, ვითარცა მე შეგიწყალე შენ? და განურისხდა მას უფალი იგი მისი და მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა, ვიდრემდე გარდაიჴადოს ყოველი იგი თანანადები“ (18,28-34).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა სახიერებაჲ იგი მეუფისაჲ მის და გულფიცხელობაჲ მონისაჲ? ისმინეთ ყოველთა, რომელნი უსახურ ხართ და ფიცხელ მოყუასთა მიმართ, რომელნი თანანადებისათჳს მცირედისა საფასისა შეაგდებთ საპყრობილედ გლახაკთა. ისმინეთ, რაჲ-იგი შეემთხჳა მონასა მას, რომელმან არა შეიწყალა მოყუასი თჳსი, არცა მოიჴსენა, ვითარმედ იგიცა მათვე სიტყუათა ეტყოდა უფალსა თჳსსა და პოა შენდობაჲ ბევრისა მის შანთისაჲ; არა შეიკდიმა სიტყუათა მათგან; არა იცნა ნავთსაყუდელი იგი, რომლითა განერა დანთქმისაგან; არა მოიჴსენა მოწყალებაჲ იგი მეუფისაჲ, არამედ ყოველივე იგი დაივიწყა ანგაჰრებისაგან და უწყალოებისა და ძჳრის-ჴსენებისა. ამისთჳსცა უძჳრეს მჴეცისა აშთობდა მოყუასსა თჳსსა.

რასა იქმ, ჵ კაცო? არა ხედავა, რამეთუ თავისა შენისა მოსაკლავად ჰლესავ მახჳლსა და განიახლებ რისხვასა უფლისასა? არა გულისჴმა-ჰყოფა, უბადრუკო, რამეთუ შენ ბევრისა შანთისა მიტევებასა ითხოვდი, და მოყუასი შენი ასისა დრაჰკნისათჳს დროებასა გევედრების? შენ მეუფესა ევედრებოდე და იგი მოყუასსა. გარნა ამას ყოველსა უგულისჴმო იყო უბადრუკი იგი, ამისთჳს მოყუასი იგი შეაგდო საპყრობილედ.

„იხილეს მოყუასთა მისთა საქმე ესე...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
18:23-35 — იგავი უწყალო მოვალისა:

23. ამისთჳს ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყჳსა განგებაჲ მონათა თჳსთა თანა. - შინაარსი ამ იგავისა გვასწავლის, რომ ჩვენც მიუტევოთ მოყვასთ, რომელნიც ჩვენს წინაშე სცოდავენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მიტევებას მუხლებზე დაცემულნი ითხოვენ. გამოწვლილვით გამოკვლევა ამ იგავისა, მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც ქრისტეს გონება აქვს, მაგრამ გავკადნიერდეთ და ჩვენც შევეცადოთ. სასუფეველი ღმრთის სიტყვაა, მაგრამ არა რაღაც მცირეთა, არამედ ცათა და მსგავსია მეუფისა, რომელიც ჩვენთვის განხორციელდა და კაცის მსგავსად იქმნა. იგი ანგარიშს იბარებს თავისი მონებისაგან, რათა ისინი კეთილად განსაჯოს, სამსჯავროს გარეშე კი არავის სჯის, რადგანაც ეს სისასტიკე იქნებოდა.

24-25. და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანა-მდები ბევრისა ტალანტისაჲ. და ვითარ არარაჲ აქუნდა მას, რაჲმცა მისცა, უბრძანა უფალმან მისმან განსყიდაჲ ცოლისა მისისაჲ და შვილთა მისთაჲ და რაჲცა აქუნდა მას, და გარდაჴდად იგი. - ჩვენც ბევრეული (ათიათასი) ტალანტი გვმართებს, რადგან მადლს ყოველდღე ვიღებთ, სანაცვლოდ კი ღმერთს არანაირ სიკეთეს არ მივაგებთ. ბევრეული ტალანტი...

სრულად ნახვა
საუბარი 27. "და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა" (დაბ 8:20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სინანულისკენ შეგონება და უმოწყალო მონის იგავი:

...), შენ კი არ შეიბრალე შენი თანამონა და თანამოძმე, არ მოდრიკე გული წყალობაზე და არ გამოუჩინე თანალმობა, არამედ უწყალო და სასტიკი აღმოჩნდი და არ ისურვე თანამონის შეწყალება? ასე რომ, ახლა საქმით შეიტყობ, რამდენი ბოროტება მიაყენე საკუთარ თავს. "და განურისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა" (). უყურე, ახლაც (ბატონი) მონას სწორედ თანამონისადმი სისასტიკისთვის რისხდება და მტანჯველებს აბარებს: რაც წინათ არ გაუკეთებია, როცა ასეთ თანხას ედვა ვალად, ბრძანებს გაკეთდეს ახლა. "მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა, ვიდრემდის გარდაიჴადოს ყოველი იგი თანა-ნადები მისი", ვიდრე, ანუ, მონა არ დააბრუნებს იმ ათ ათას ტალანტს, რომელიც უკვე შენდობილი ჰქონდა. ძალიან დიდი და გამოუთქმელია ღვთის კაცთმოყვარეობა: როცა მოითხოვა თავისი ვალი და მოვალემ (ვადის გახანგრძლივება) ითხოვა, შეუნდო; როცა კი იხილა, რომ ის სასტიკად და უწყალოდ მოექცა თანამონას, საზღვარი დაუდო საკუთარ გულმოწყალებასაც, და მოვალეს თავად საქმით აცნობინა, რომ არა თანამონას, არამედ თავის თავს ავნო უფრო მეტად. როგორც მან (მონამ) (თანამონა) ციხეში ჩააგდო, ვიდრე ვალს არ დაფარავდა, ისე ბატონმაც იგი მტანჯველებს მისცა, ვიდრე მთელ ვალს არ დაფარავდა. ეს (უფალმა) არა უბრალოდ ტალანტებსა და დრაჰკ...

სრულად ნახვა