მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 22:11

10. So those servants went out into the highways, and gathered together all as many as they found, both bad and good: and the wedding was furnished with guests.11. And when the king came in to see the guests, he saw there a man which had not on a wedding garment:12. And he saith unto him, Friend, how camest thou in hither not having a wedding garment? And he was speechless.
Matthew თავი 22
11. And when the king came in to see the guests, he saw there a man which had not on a wedding garment:
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მერმე მიუგო მათ იესუ იგავით და ჰრქუა (ვისმინოთ ესეცა იგავი, ვითარ შუენიერ არს და საშინელ): ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ. და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები ჩემი და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას. ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თჳსსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თჳსსა. ხოლო სხუათა შეიპყრნეს მონანი იგი მისნი, აგინეს და მოსწყჳდნეს. ხოლო მეუფე იგი განრისხნა და მიავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცისმკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა. მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს. წარვედით მებოძირთა გზა-თასა და რავდენნიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას. და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რავდენი პოეს ბოროტი და კეთილი. და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა. და შე-რაჲ-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე. და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა. მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თჳსთა: შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი, და მცირედ - რჩეულნი“ (22,1-14).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა პირველსა მასცა იგავსა შინა და აწ ამას განყოფილებაჲ ძისა და მონათაჲ და თუ რაოდენ არს შორის მათსა? იხილეა ამათ იგავთა ფრიადი თჳსებაჲ და კუალად ფრიადი განყოფილებაჲ? რამეთუ ესეცა გამოაჩინებს სულგრძელებასა ღმრთისასა და განგებულებასა მისსა და უმადლოებასა ჰურიათასა და მოასწავებს უმეტესად დაცემასა მას ჰურიათასა და წოდებასა წარმართთასა. ამას თანა გუაუწყებს, ვითარმედ არა სარწმუნოებაჲ ხოლო ჯერ-არს, არამედ საქმენიცა კეთილნი, და თუ რაოდენი სასჯელი წინაუც შებღალულთა ცოდვითა. და კეთილად განაწესა ესე იგავი შემდგომად პირველთქუმულისა მის, რამეთუ მუნ თქუა: „მიგეღოსო თქუენგან სასუფეველი ღმრთისაჲ და მიეცეს ნათესავთა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა“, ხოლო აწ გამოაჩინებს, თუ ვინ არიან ნათესავნი იგი. და არა ესე ოდენ, არამედ აურაცხელსაცა მოღუაწებასა მისსა გუაუწყებს, რომელი აჩუენა ჰურიათა ზედა. რამეთუ ზემოსა მას იგავსა შინა იტყჳს წოდებასა, რომელ უწოდა პირველ ჯუარ-ცუმისა, ხოლო აწ გამოაცხადებს, ვი-თარმედ შემდგომად ჯუარ-ცუმისაცა არავე დასცხრა წოდებად. ოდეს-იგი სასტიკისა რისხვისა ღირს...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
22:11-14 — საქორწინო სამოსელი და განკითხვა:

11-14. ხოლო შე-რაჲ-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე. და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა. მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თჳსთა: შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ – რჩეულნი. - ქორწილმი შესვლა განურჩევლად ხდება: ჩვენ ყველანი - კეთილნიცა და უკეთურნიც - მხოლოდ მადლითა ვართ წოდებულნი, მაგრამ ცხოვრება ჩვენი (ქორწილზე წვეულთა) გამოუძიებლად კი არ დარჩება, არამედ შემდგომად რწმენაზე მოქცევისა, მეუფე მას ფრიად გულმოდგინედ გამოიძიებს და შებილწულნი აღმოვჩნდებით. მოვიაზრებთ რა ამას, ვძრწოდეთ, რადგან, ვისაც წმინდა ცხოვრება არ ექნება, მხოლოდ რწმენა სარგებლობას ვერ მოუტანს. ამგვარი არა მხოლოდ ქორწილიდან განიდევნება, არამედ ცეცხლშიც ჩაიგდება. და ვინ არის ეს, ვინც შებილწულ სამოსელს ატარებს? ეს ისაა, ვინც ვერ შეიმოსა სამოსი მოწყალების, სათნოებისა და ძმათმოყვარებისა. მრავალნი არიან, რომელნიც თავს იმ ფუჭი (ამაო) იმედებით...

სრულად ნახვა
მოძღვრება იდ-სა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

იგავით მეფის-ძის ქორწილისათა სახარება დღეს წარკითხული გვასწავებს ჩვენ ყოველთა, ძმანო ქრისტიანენო, ვითარითა სიფრთხილითა და შიშითა ქრისტიანენი უნდა ასრულებდენ ცხოვრებასა თვისთასა, ვინაითგან არცა ერთი მათგანი, რომელნი იყვნენ წოდებულ, არ გამოჰჩნდა ღირს დასწრებად ქორწილსა შინა, არამედ პატივი ესე ეღირსათ სხვათა, რომნელნიცა პირველითგანვე არ იყვნენ წოდებულ.

ემსგავსა სასუფეველი ღვთისა კაცსა მეუფესა, რომელმან ჰყო ქორწილი ძისა თვისისა.

მეფე აქა ნიჰშნავს თვით ღმერთსა, ხოლო ქორწილი მოასწავებს ყოველსა მას განგებულებასა და მოქმედებასა და მადლსა, რომელი ზეციერმან მამამან ჩვენმან იხმარა დასაბამითგან ჩვენისა განათლებისა და ცხოვრებისათვის. გარნა ვინაითგან ღმერთი მამა კაცობრივსა ნათესავსა გამოიხსნის, განანათლებს და აცხოვნებს საშუალობითა ძისა თვისისათა, ამისათვის იგი ქორწილსა ამას უწოდებს ქორწილად ძისა თვისისა.

და წარავლინა მონანი თვისნი... ვინ არიან მონანი, რომელნი ღმერთმან წარავლინა წოდებად ქორწილსა ზედა? იგინი არიან ყოველნი მოძღვარნი წინასწარმეტყველნი, მამათ-მთავარნი, მღვდელნი და მღვდელ-მთავარნი, რომელთაც ღმერთი დასაბამითგან მიანდობდა ქადაგებასა...

სრულად ნახვა
სიტყვა თქმული გელათის სობოროსა შინა ჟამსა სამწყსოსა შინა შესვლისასა, ჩყჲ წელ. სეკტ. ჱ-სა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ვცან რა ნება ღვთისა და განჩინება უმაღლესისა მთავრობისა, რათა ვიყო მე მწყემსად ძველისა ამის და ჩინებულისა სამწყსოისა, ვიწყე გულის-ზრახვად დიდთა მათ და მძიმეთა ვალთათვის, რომელთა ამიერითგან თანამდებ ვარ ტვირთვად წინაშე წმიდისა ამის ეკკლესიისა. მაშინ მოვიხსენე სიტყვანი პავლე მოციქულისანი: კაცად-კაცადმან თვისი ტვირთი იტვირთოს. ხოლო რა ტვირთი არს ეპისკოპოსობა, ამასაც ახსნის იგივე მოციქული: ჯერ-არს ეპისკოპოსისა, რათა უბრალო იყოს, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართმოყვარე სწავლულ (ა. ტიმ გ, ბ.); მოვიხსენე აგრეთვე სიტყვანი, რომელნი იმავე მოციქულმან მისწერა ტიტეს, მისგან ეპისკოპოსად ხელ-დასხმულსა: ჯერ არს ეპისკოპოსისა უბიწო ყოფად, ვითარცა ღვთისა მონისა; ნუ თავხედ, ნუ გულმწყრალ, ნუ მეღვინე, ნუ მოლალე, ნუ საძაგელისა შემძინელ, არამედ სტუმართ მოყვარე, კეთილისა მოყვარე, წმიდა, მართალ, ღირს, მომთმინე (ტი. ა, ზ.). მახსოვან კვალადცა სხვანი მრავალნი სწავლანი, მცნებანი, მხილებანი და დარიგებანი, რომელითა მაცხოვარი ჩვენი მოძღვრებდა თვისთა მოციქულთა, ხოლო შემდეგ მოციქულნი განაღვიძებდენ თვისთა მოადგილეთა - ეპისკოპოსთა. არა ვარ, კვალადვე, უმეცარ...

სრულად ნახვა
თავი დ̂. ლოცვაჲ სიწმიდისათჳს მათისა და უბიწოებისა დიდებისმეტყუელებითურთ ღმრთისაჲთ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გძულდინ ჴორცთაგან შეგინებულიცა იგი სამოსელი (1,23).:

მოციქულისაჲ: გძულდინ ჴორცთაგან შეგინებულიცა იგი სამოსელი (1,23).

თარგმანი: სამოსელ კაცისა არს ქცევაჲ საქმითი და მოქალაქობისა მისისა ცხორებაჲ, ვითარ-იგი ცხად ჰყოფს "რომელსა არა აქუნდა საქორწინე სამოსელი" (), ესე იგი არს ღირსებაჲ საქმეთაჲ, ცხორებად საუკუნოდ შემყვანებელთაჲ. ამისთჳს აწ მოციქული შეგინებულად სამოსელად უწოდს საქმეთა ბილწებისათა, რომელნი ჴორცთა მიერ ჩუენთა აღესრულებიან, — სიძვაჲ და არაწმიდებაჲ და შეგინებაჲ, რომელსა ჰყოფდეს სიმონიანნი, რომლისაგან გუამცნებს მოციქული სიძულილითა სრულითა განყენებად, რამეთუ ვითარცა სათნოებათა მიერ მოქსოილი იგი სამოსელი სულნელ და შუენიერ არს, ეგრეთვე ცოდვათა მიერ შემწინკულებული — სულმყრალ და უშუერ არს და ღირს ყოვლისა სიძულილისა.

მოციქულისაჲ; ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს დამარხვად თქუენდა შეუცოდებელად და დადგინებად წინაშე დიდებისა თჳსისა უბიწოთა სიხარულით, მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა მაცხოვარსა ჩუენსა დიდებაჲ და სიმდიდრე, სიმტკიცე და ჴელმწიფებაჲ უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და აწ და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ (1,24-25).

თარგმანი: ვინაჲთგან ყოველი შეუძლებელი კაცთაგან ღმრთისა მიერ შესაძლებელ არს, ა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ჴორც-თაჲთა, არცა ნებითა მამაკაცისაჲთა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს“ (1,13).:

...ნ უჯეროჲ საქმჱ ქმნა, ისმინე, ვითარითა საწყალობელითა საშჯელითა დაისაჯა, ღირსითა მრავალთა ცრემლთაჲთა. რამეთუ მი-რაჲ-ვიდა ბრწყინვალესა მას ტაბლასა დაჯდომად, არა თუ ოდენ დაყენებულ იქმნა მისგან, არამედ შეკრულიცა ჴელით და ფერჴით ბნელსა მას გარესკნელსა განვარდა საუკუნესა მას ტირილსა და ღრჭენასა კბილთასა.

სწავლაჲ ი ვითარმედ არად სარგებელ გუეყოფვის წმიდაჲ ნათლის-ღებაჲ, რომელნი ბოროტთა საქმეთა შინა ვიყვნეთ

ნუმცა უკუე ვჰგონებთ ჩუენ, საყუარელნო, თუ კმა გუეყოს სარწმუნოებაჲ ოდენ ცხორებად ჩუენდა, უკუეთუ არა ვქმნნეთ საქმენი კეთილნი, არამედ უღირსითა სამოსლითა შემოსილნი მივიდეთ სანატრელსა მას ქორწილსა. ჩუენ ზედაცა მოიწიოს, რაჲ-იგი უბადრუკსა მას ზედა მოიწია, რამეთუ ბოროტ არს, უკუეთუ მან ღმერთმან და მეუფემან არა უღირსიჩინოს უნდოთა და საწყალობელთა კაცთა ტაბლასა თჳსსა წოდებაჲ, და ჩუენ ესრეთ უგულისხმო ვიქმნნეთ, რამეთუ ესეოდენსა მას პატივსა ზედა არავე შევიკდიმოთ და მოვიქცეთ უმჯობჱსისა მიმართ, არამედ შემდგომად წოდებისაცა ესევითარსა უკეთურებასა ზედა ვეგნეთ. არა თუ ამისთჳს გჳწოდა ჩუენ საშინელისა მის საიდუმლოჲსა მიმართ წმიდისა ზიარებისა, რაჲთა პირველითავე უკეთურებითა მოვიდოდით, არამედ რაჲთა აღვიძარცოთ უკეთურებაჲ და შევიმოსოთ, რაჲ-იგი უჴმს შემო...

სრულად ნახვა