მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 22:21

20. And he saith unto them, Whose is this image and superscription?21. They say unto him, Caesar's. Then saith he unto them, Render therefore unto Caesar the things which are Caesar's; and unto God the things that are God's.22. When they had heard these words, they marvelled, and left him, and went their way.
Matthew თავი 22
21. They say unto him, Caesar's. Then saith he unto them, Render therefore unto Caesar the things which are Caesar's; and unto God the things that are God's.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ო
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გულისჴმა-ყო იესუ უკეთურებაჲ მათი და ჰრქუა: რასა გამომცდით მე, ორგულნო? მიჩუენეთ დრაჰკანი იგი ხარკისაჲ! ხოლო მათ მოართუეს მას დრაჰკანი. ჰრქუა მათ იესუ: ვისი არს ხატი ესე ანუ ზედაწერილი? ჰრქუეს მათ: კეისრისაჲ. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა. და ესმა რაჲ ესე, დაუკჳრდა და დაუტევეს იგი და წარვიდეს“ (22,18-22).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან განცხადებული და პირურცხჳნოჲ იყო უკე-თურებაჲ მათი, ამისთჳს ცხადად ამხილა თავადმან. პირველად შეაშფოთნა თხრობითა დაფარულთა მათთაჲთა, რაჲთა ცნან უცნობოთა მათ, ვი-თარმედ მხილველი არს დაფარულთაჲ და ღმერთი არს განმკითხველი გულთაჲ, ნუუკუე შეიკდიმონ. არამედ არავე შეირცხჳნეს, არცა შეიკდიმეს ლირბთა მათ.

ამისთჳს სამართლად წინაჲთვე იერემია განაქიქებს სახლსა მას ისრაჱლისასა და ეტყჳს: „პირი ვითარცა როსპიკისაჲ გექმნა შენ, ურცხჳნო იქმენ ყოველთა მიმართ. და არა მიწოდე მე მამად და მფლობელად შენდა“.

ეგრეთვე უფალი ორგულად და გამომცდელად ეტყჳს. მერმე დრაჰკანი იგი ითხოა და ხატი და ზედაწერილი იკითხა, არა თუ უმეცარ იყო, არამედ რაჲთა მათ ათქუმიოს პირითა თჳსითა სამართალი იგი, ვითარცა მრავალგზის იქმს; რამეთუ თქუეს რაჲ, ვითარმედ: კეისრისაჲ არს ხატი და ზედაწერილი, ჰრქუა მათ: „მიეცითო კეისრისაჲ კეისარსა“.

ხოლო რაჲთა მათ კუალად ვერ პოონ სიტყუაჲ თქუმად, თუ: კაცთა მორჩილებად გჳბრძანება? ამისთჳს დაურთო: „და ღმრთისაჲ ღმერთსაო“. რამეთუ ჯერ-არს კაცთადა მიცემაჲ მათისა მის წესისაჲ, და ღმრთისა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
22:15-22 — კეისრის ხარკი და ღმრთისა:

15-16. მაშინ წარვიდეს ფარისეველნი იგი და ზრახვა-ყვეს, რაჲთა სიტყჳთა საფრჴე უგონ მას. და მოუვლინნეს მოწაფენი მათნი ჰეროდიანთა თანა. - რაკიღა ფარისეველნი ასე მზაკვრული ჩანაფიქრისა გამო იქცევიან, ლუკა მახარებელი მათ მზირებს უწოდებს, რომელნიც ქრისტეს შესაპყრობად იყვნენ მიგზავნილნი, ხოლო ჰეროდიანები ან ჰეროდეს მეომრები იყვნენ, ან ისინი, რომელნიც ჰეროდეს ქრისტედ მიიჩნევდნენ. როცა იუდას მთავრები აღარ იყვნენ და ჰეროდე გამეფდა, ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ იგი ქრისტე იყო. ამგვარ ადამიანებთან მიდიან ფარისეველნი, რათა ქრისტეს მახე დაუგონ. მოისმინე, როგორ საუბრობენ ისინი მასთან და ეუბნებიან:

16-22. და ჰრქუეს: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ შენ და გზასა ღმრთისასა ჭეშმარიტად ასწავებ და არა ჰზრუნავ არავისთჳს, რამეთუ არა თუალ-აღებ პირსა კაცისასა. აწ მარქუ ჩუენ, რაჲ გნებავს შენ: ჯერ-არსა მიცემაჲ ხარკისაჲ კეისრისა ანუ არა? გულისჴმა-ყო იესუ უკეთურებაჲ მათი და ჰრქუა: რაჲსა გამომცდით მე, ორგულნო? მიჩუენეთ დრაჰკანი იგი ხარკისაჲ! ხოლო მათ მოართუეს მას დრაჰკანი. ჰრქუა მათ იესუ: ვისი არს ხატი ესე ანუ ზედაწერილი? ჰრქუეს მას: კეისრისაჲ. მაშინ ჰრქუა...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2021 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...გზამკვლევია და განსხვავდებიან მიწიერი კანონებისგან; თუმცა საღვთო მოშურნეობის მქონე ქრისტიანისთვისაც ჩვეულებრივი ყოფა და მატერიალურზე ზომიერი ზრუნვა უცხო არ არის; იგი სულიერ და ამქვეყნიურ ფასეულობებს შორის უპირატესობას, რა თქმა უნდა, პირველს ანიჭებს და იცავს პრინციპს: „მიეცი კეისარს კეისრისა და ღვთისა ღმერთსა“ (), რაც ნიშნავს იმას, რომ კეისარს (ანუ მიწიერ ხელისუფალთ) უნდა მივაგოთ საკადრისი პატივი, მაგრამ არა ისეთი, როგორიც - ღმერთს.

ამასთან, ღრმადმორწმუნე ქრისტიანმაც შეიძლება დაუშვას გარკვეული შეცდომები, ვერ გაუმკლავდეს გამოწვევებს, გამოიჩინოს სულმოკლეობაც ... მაგრამ არ უნდა შეშინდეს, რადგან „არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს“. მან სინანულით, აღსარებითა და ზიარების მადლით უნდა უწამლოს თავის სულიერ იარებს და, ღვთის იმედით, კვლავ უშიშრად განაგრძოს ცხოვრების გზა.

იესო ქრისტეს მიერ მოცემული ძირითადი პირობა-აღთქმანი კი ასეთია:

„გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით“ (მრკ. 12,30)

„გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მრკ. 12,31) და „ როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი“ ().

„გიყვარდეთ მტ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲ ვყოთ? უკუეთუ უტევოთ ესრეთ, ყოველთა ჰრწმენეს მისი, და მოვიდენ ჰრომნი და მიგჳღონ ადგილიცა ჩუენი და ნა-თესავიცა“ (11,47-48).:

...ნი და ნა-თესავიცა“ (11,47-48).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ენება ერისა მის აღძრვაჲ და ამისთჳს შეაშინებენ ამით სახითა, ვითარმედ: უკუეთუ იხილონ ჰრომთა, რომელ კრებს ერსა, დაგუწამონ განდგომილებაჲ და ტყუე-ყონ ნათესავი ჩუენი. რაჲსათჳს, ჵ უბადრუკნო? არა თუ განდგომილებასა გასწავლიდა; არა გიბრძანაა ხარკი მიცემად კეისარსა? ; ; არა გენებაა მეფედ დადგინებაჲ, და ივლტოდა? და არა უნდოსა ცხორებასა ეძიებდაა მარადის? და არცა სახლი აქუნდა, არცა სხუაჲ რაჲმე საქმეთაგან ამის სოფლისათა. ; არამედ გულისხმა-ყავთ, ძმანო, ვითარმედ არა თუ მოელოდეს საქმესა მას, ანუ თუ ეშინოდა მისგან და ამისთჳს იტყოდეს, არამედ ტყუვილით იტყოდეს, რაჲთამცა შეაშინეს ერი იგი შურისაგან, რომელი აქუნდა ქრისტეს მიმართ, რამეთუ ესრეთ აღძრეს ერი ქრისტესა ზედა. არამედ ვინაჲთგან მოკლეს ცხორებაჲ იგი ყოველთაჲ, ამისთჳს ქალაქი და ნათესავიცა მათი წარიღეს, და იქმნა სიტყუაჲ იგი, რომელსა ტყუვილით იტყოდეს, ჭეშმარიტ, რომელსა არა მოელოდეს. თუ არა, ქრისტემან ვის ასწავ...

სრულად ნახვა