თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან უძჳრეს ყოველთა სცოდეთ და არა შეიკდიმეთ პირველქმნულთა მათგან, ამისთჳს თქუენცა უძჳრესი შეგემთხჳოსო. არა გასმიესა, რასა იტყჳს ლამექ? ვითარმედ: „შჳდგზის შური იძია კაენისგან, ხოლო ლამექისგან - სამეოცდაათ შჳდგზის“. რაჲსათჳს-მე? არა თუ მან ძმაჲ მოკლა, არამედ ამისთჳს, რომელ პირქმნულისა მისგან სახისა არა შეშინდა. და ესე არს, რომელსა იტყჳს ღმერთი წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: „მივაგნეო ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა მესამედ და მეოთხედ ნათესავად მოძულეთა ჩემთა“. არა თუ რომელ-იგი სხუათა ცოდეს, მისთჳს სხუათამცა მიჰჴადა სასჯელი. ნუ იყოფინ! არამედ რომელთაიგი იხილნეს მრავალნი ცოდვათათჳს ტანჯულნი და არა შეიკდიმეს, არამედ მათვე საქმეთა მოქმედ იქმნეს, ღირს არიან მათისა მის სასჯელისა და უძჳრესისაცა მიღებად. ეგრეთვე ამათ ვინაჲთგან იცოდეს, თუ აბელისითგან ვიდრე აქამომდე რაოდენნი რისხვანი მოიწინეს კაცისმკლველთა ზედა, და თჳსითა პირითა წამებდეს: „უკუეთუმცა ვიყვენითო დღეთა მათ მამათა ჩუენთა, არამცა ვიყვენითო მათ თანა ზიარ სისხლსა მას...
Matthew 23:35
34. Wherefore, behold, I send unto you prophets, and wise men, and scribes: and some of them ye shall kill and crucify; and some of them shall ye scourge in your synagogues, and persecute them from city to city:35. That upon you may come all the righteous blood shed upon the earth, from the blood of righteous Abel unto the blood of Zacharias son of Barachias, whom ye slew between the temple and the altar.36. Verily I say unto you, All these things shall come upon this generation.
Matthew თავი 23