მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 24:2

1. And Jesus went out, and departed from the temple: and his disciples came to him for to shew him the buildings of the temple.2. And Jesus said unto them, See ye not all these things? verily I say unto you, There shall not be left here one stone upon another, that shall not be thrown down.3. And as he sat upon the mount of Olives, the disciples came unto him privately, saying, Tell us, when shall these things be? and what shall be the sign of thy coming, and of the end of the world?
Matthew თავი 24
2. And Jesus said unto them, See ye not all these things? verily I say unto you, There shall not be left here one stone upon another, that shall not be thrown down.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და გამოვიდა იესუ ტაძრისა მისგან და წარვიდოდა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და უჩუენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ხედავთ სამე ამას ყოველსა? ამენ გეტყჳ თქუენ: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, ვიდრემდე ყოველი დაირ-ღუეს“ (24,1-2).:

ვინაჲთგან ზემო თქუა უფალმან ჰურიათა მიმართ, ვითარმედ: „დაეტეოს სახლი თქუენი ოჴრად“, და სხუანი იგი მრავალნი ძნელოვანნი მოწევნადნი მათ ზედა აუწყნა, ესმა ესე ყოველი მოწაფეთა და უკჳრდა. ამისთჳს მოუჴდეს მას და უჩუენებდეს შენებასა მის ტაძრისასა, ვითარცა განკჳრვებით, უკუეთუ ნანდჳლვე ესოდენი შუენიერებაჲ და ჴელოვნებანი იგი ნაქმართანი და ნივთნი იგი დიდფასისანი ოჴრებად მიეცნენ. ხოლო უფალმან განცხადებულად ჰრქუა მათ, ვითარმედ: „ხედავთ სამე ამას ყოველსა“ და გიკჳრს? „ამენ გეტყჳ თქუენ: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, ვიდრემდე ყოველი დაირღუეს“.

ნუუკუე თქუას ვინმე, ვითარმედ: იპოებიან აწცა ადგილნი მის ტაძრისანი, არა სრულიად დარღუეულნი; ვითარ უკუე იტყჳსო, თუ: „არა დაშ-თეს ქვაჲ ქვასა ზედა“? და რაჲ არს ესე? ამისგან სიტყუაჲ მისი არა დავარდების, რამეთუ მას ადგილსა, სადა მაშინ უფალი დგა და ესე სიტყუაჲ თქუა, არა დაშთომილ არს ქვაჲ ქვასა ზედა ვიდრე საფუძველადმდე; ხოლო სხუათა ადგილთა დაღაცათუ მცირედი რაჲმე ჩანს კედლები, არამედ იგიცა დარღუევად არს. ვინაჲთგან სრულიადი ოჴრებაჲ მისი იქმნა, რომელიმცა უგუნური იჭუეულ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXIV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
24:1-3 — ტაძრის დანგრევის წინასწარმეტყველება:

1-2. და გამოვიდა იესუ ტაძრისა მისგან და წარვიდოდა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და უჩუენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა ჰხედავთა ამას ყოველსა? ამენ გეტყჳ თქუენ: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს. - ტაძრიდან გამოსვლით იესომ აჩვენა, რომ იუდეველებს განშორდა, როგორც თქვა: დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად, ისევე მოიქცა. მოწაფეებს ტაძრის დანგრევას უწინასწარმეტყველებს. მაშინ, როცა ისინი მიწიერისას ზრახვიდნენ, ნაგებობის სილამაზე უკვირდათ და მას ქრისტეს აჩვენებდნენ, თითქოს ეუბნებოდნენ: ნახე, ცარიელს როგორ შენობას ტოვებო. მან ისინი მიწიერ ზრახვებს მოსწყვიტა, მათი ყურადღება ზეციერი იერუსალიმისკენ წარმართა და თქვა: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა. თქვა რა ეს, ჰიპერბოლის გამოყენებით, ნაგებობის სრულ განადგურებაზე მიანიშნა.

3. და ვითარცა დაჯდა იგი მთასა მას ზეთისხილთასა, მოუჴდეს მას მოწაფენი თჳსაგან და ეტყოდეს: მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე, და რაჲ არს სასწაული იგი შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ? - მარტოდ დარჩენილთან მოწაფენი მივიდნენ, რომელთაც განზრახული ჰქონდათ მისთვის...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 8-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ჯვრის გამო გაფანტვა და ტყვეობა:

...და ტაძარიც დაანგრია, რითაც ბოროტებისგან განგაშორათ, თუნდაც თქვენი ნების წინააღმდეგ. და სადაც ტაძარი დაირღვა, იქვე ქრისტეც დაიფლა, რათა მის საფლავთან მისულებს მისი ძალის გამარჯვების ნიშანიც ეხილათ და მტკიცედ მდგომი სიტყვაც, რომელიც ამბობს: „არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა“ (). რადგან ყველგანაა მისი გამარჯვების ნიშნები და მისი ძალის მოსახსენებლები. ხოლო თუ, როგორც ამბობთ, იგი უღმრთო და ღვთის მოწინააღმდეგე იყო, თუნდაც უთვალავი ცოდვა ჩაგედინათ, მაინც ასე არ უნდა დასჯილიყავით; და თუ დასჯა კიდეც იყო საჭირო, არა მაშინ, რათა ვინმეს არ ეფიქრა, რომ მის გამო იხდით სასჯელს.

ან განა არ გსმენიათ ღმერთის ნათქვამი, როცა ტყვეობაში იყავით: „არა თქუენთჳს ვჰყოფ მე, სახლო ისრაჱლისაო, არამედ სახელისათჳს ჩემისა წმიდისა“ (), რათა ჩემი სახელი არ შეიბღალოს? თუმცა მაშინ თქვენი ბოროტება უკიდურესად იყო გაძლიერებული. მაგრამ მაინც, ამბობს, რათა ბარბაროსებს არ ეგონოთ, რომ უძლური ვარ, მივუტე...

სრულად ნახვა