თ ა რ გ მ ა ნ ი: ამისთჳს თჳსაგან მოუჴდეს, რამეთუ საქმეთათჳს დიდ-თა ჰკითხვიდეს, რამეთუ სურვიელ იყვნეს სწავლად დღესა მას მოსლვისა მისისასა, რაჲთა ღირს იქმნესმცა ხილვად დიდებასა მას გამოუთქუმელსა და მიმთხუევად კეთილთა მათ დაუსრულებელთა. და იყო კითხვაჲ მა-თი ორისა საქმისათჳს: „მითხარ ჩუენ, ოდეს იყოსო ესე?“ რომელი „ესე“? - დარღუევაჲ იგი მის ტაძრისაჲ. ვითარმცა ეტყოდეს, თუ: გუაუწყე, რომელი-ესე აწ სთქუ, ვითარმედ: „არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, ვიდრემდე ყოველი დაირღუეს“, ოდეს ყოფად არს ესე საქმე? და კუალად თქუეს: „რაჲ არს სასწაული შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ?“ ერთად, დარღუევაჲ ამის ტაძრისაჲ და მოოჴრებაჲ იერუსალჱმისაჲ ოდეს იყოსო, და მეორედ, რაჲ სასწაული ვიცოდითო შენისა მის კუალად მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ. ხოლო ლუკა მახარებელი ერთსა ოდენ იტყჳს საქმესა კითხვად - დარღუევისა მისთჳს იერუსალჱმისა, რამეთუ ჰგონებდეს მაშინვე ყოფად მოსლვისა მისისა. და კუალად მარკოზ იტყჳს, ვითარმედ სიტყუასა ამას პეტრე და იოვანე იწყეს კითხვად, ვითარცა უმეტესისა კადნიერებისა ღირსქმნულთა.
Matthew 24:3
1-2. და გამოვიდა იესუ ტაძრისა მისგან და წარვიდოდა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და უჩუენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა ჰხედავთა ამას ყოველსა? ამენ გეტყჳ თქუენ: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს. - ტაძრიდან გამოსვლით იესომ აჩვენა, რომ იუდეველებს განშორდა, როგორც თქვა: დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად, ისევე მოიქცა. მოწაფეებს ტაძრის დანგრევას უწინასწარმეტყველებს. მაშინ, როცა ისინი მიწიერისას ზრახვიდნენ, ნაგებობის სილამაზე უკვირდათ და მას ქრისტეს აჩვენებდნენ, თითქოს ეუბნებოდნენ: ნახე, ცარიელს როგორ შენობას ტოვებო. მან ისინი მიწიერ ზრახვებს მოსწყვიტა, მათი ყურადღება ზეციერი იერუსალიმისკენ წარმართა და თქვა: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა. თქვა რა ეს, ჰიპერბოლის გამოყენებით, ნაგებობის სრულ განადგურებაზე მიანიშნა.
3. და ვითარცა დაჯდა იგი მთასა მას ზეთისხილთასა, მოუჴდეს მას მოწაფენი თჳსაგან და ეტყოდეს: მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე, და რაჲ არს სასწაული იგი შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ? - მარტოდ დარჩენილთან მოწაფენი მივიდნენ, რომელთაც განზრახული ჰქონდათ მისთვის...
...და რა არის საკვირველი, თუ ჩვენც ეს გვემართება? რადგან თვით იმ წმინდა მოციქულებიც ყველაზე მეტად სწორედ ამით იყვნენ შეპყრობილნი: ვნებამდე მივიდნენ ქრისტესთან და უთხრეს: „მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე, და რაჲ არს სასწაული იგი შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ?“ (). ვნებისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ კი მას ეუბნებოდნენ: „უფალო, უკეთუ ამათ ჟამთა კუალად მოაგოა სასუფეველი ისრაჱლსა?“ (), და ამაზე უწინ მას არაფერს ეკითხებოდნენ.
მაგრამ ამის შემდეგ ასე აღარ ყოფილა: როცა სულიწმინდის ღირსნი გახდნენ, არა მხოლოდ თვითონ აღარ კითხულობდნენ და არც იმ უცოდინრობის გამო შფოთავდნენ, არამედ იმათაც აცხრობდნენ, ვისაც ეს უდროო ცნობისმოყვარეობა სნეულებად შეჰყროდა. მაშ, მოისმინე, რას ამბობს ახლა ნეტარი პავლე: „ხოლო ჟამთა მათთჳს და წელთა, ძმანო, არა გჳჴმს მიწერად თქუენდა,“ (). რატომ არ თქვა: „არავინ იცისო“? რატომ არ თქვა: „არ...
...ოკუდის“. ეგრეთვე აქა, უეჭუელად ყოფადისა მისთჳს საქმისა ლეღჳ იგავად მოიღო, ვითარმედ: „ეგრეთცა თქუენ, ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა“. ხოლო რაჲთა არა კუალად პირველსა მას გულისსიტყუასა მოვიდენ და ჰრქუან, თუ: „ოდეს იყოს ესე?“ ამისთჳს ეტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს. ცანი და ქუეყანაჲ წარჴდეს, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ“ (24,34-35).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი „ესე ყოველი“? მითხარღა. ესე იგი არს მოოჴრებაჲ იერუსალჱმისაჲ, ბრძოლანი იგი და სრვანი და ძრვანი, ქრისტემტყუვარნი იგი და ცრუწინაჲსწარმეტყუელნი, ქადაგებაჲ იგი სახარებისაჲ ყოველსა სოფელსა, შფოთნი იგი და ჭირნი, რომელნი ყოფად არნ ანტეს მიერ ვიდრე მოსლვადმდე უფლისა.
ხოლო ვითარ იტყჳს, თუ: „არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს“? არა თუ მის ნათესავისათჳს იტყჳს, რომელი მაშინ იყო, არამედ ნათესავისათჳს მორწმუნეთაჲსა; რამეთუ ესე წეს არს წმიდათა წერილთა შინა, რაჲთა ნათესავსა არა ხოლო თუ ჟამთასა სახელ-სდებდეს, არამედ სარწმუნოებისაგანცა და მოქალაქობისა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფა...