მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 5:14

13. Ye are the salt of the earth: but if the salt have lost his savour, wherewith shall it be salted? it is thenceforth good for nothing, but to be cast out, and to be trodden under foot of men.14. Ye are the light of the world. A city that is set on an hill cannot be hid.15. Neither do men light a candle, and put it under a bushel, but on a candlestick; and it giveth light unto all that are in the house.
Matthew თავი 5
14. Ye are the light of the world. A city that is set on an hill cannot be hid.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი“ (5,14).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად სოფელი აუწყა მათ. არა ერთისა ქუეყანისა ანუ ქალაქისა, არამედ ყოვლისავე სოფლისა ნათლად უწოდა, ნათლად საცნაურად და სულიერად და ხილულისა ამის ფრიად უაღრესად. პირველ მარილად სოფლისა უწოდა და აწ ნათლად. იგი ამისთჳს, რამეთუ სიმყრალისა მისგან და სიმპალისა ცოდვათაჲსა მამხილებელითა მით სიტყჳთა თჳსითა იჴსნიდეს კაცთა, ხოლო ესე კუალად ამისთჳს, რამეთუ ბნელი იგი საცთურისაჲ განაქარვეს და ნათელი ღმრთისმეცნიერებისაჲ უჩუენეს ყოველთა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა. არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა“ (5,14-15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად სიტყუათა ამათ მიერ ასწავლის მათ და მათ მიერ ყოველთა წინამძღუართა, რაჲთა მოშიშ იყვნენ და განკრძალულ და ყოველივე საქმე სათნოებისაჲ შეიტკბონ, რამეთუ თუალნი ყოველთანი მათ ზედა არიან, და სახილველსა მას შორის სოფლისასა აღესრულების ღუაწლი და სრბაჲ მათი; რამეთუ ესრეთ საცნაურ იყვნეთ ყოველთა მიერო, ვი-თარცა ქალაქი, არა ჴევსა შინა დაშენებული, არამედ თავსა ზედა მთისასა,...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი V
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
5:13-16 — მარილი და ნათელი სოფლისა:

13. თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი.- წინასწარმეტყველნი ერთ ხალხთან იგზავნებოდნენ, თქვენ კი მთელი ქვეყნის მარილი ხართ, რომელნიც უძლურებს სწავლებითა და მხილებით განამტკიცებთ, რათა მათ მარადიული მატლი არ შობონ. ამიტომაც ნუ უარყოფთ სიმწარეს მხილებისა, თუნდაც ამისთვის გაყვედრებდნენ და გდევნიდნენ თქვენ. ამიტომაც ამბობს: უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთა-მე დაიმარილოს? არღარა შემძლებელნ არნ მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ. - უკეთუ მოძღვარი გაუგნურდება, ე. ი. არც ამხელს და არც განამტკიცებს, არამედ თვითონვე მოუძლურდება, რითი დაიმარილება ანუ გამოსწორდება? მაშინ მას მასწავლებლის პატივი უნდა წაერთვას და დაითრგუნოს, ანუ მოძულებულ იქნეს.

14. თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. - პირველად მარილი უწოდა, შემდეგ - ნათელი, რადგან ის, რაც დაფარულ საქმეებს ამხელს, ნათელია. ყოველივე, რაც ცხადდება, ნათელია. მოციქულებმა კი არა ერთი ხალხი, არამედ მთელი სამყარო გაანათეს. ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა. - უფალი მოძღვრავს მათ, რომ იმოღვაწეონ და საკუთარ ცხოვრებას ყურადღებით მოეკიდონ, რადგან ყველას...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1983 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
წმიდა სინოდის წევრებს - ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტებს, მთავარეპისკოპოსებს, ეპისკოპოსებსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილვბს, მკვიდრთა საქართველოჲსა და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებთ:

...ლუძს ფერისცვალება სამყაროსი და ჩვენი. გიხაროდეთ ყოველთა, რომელთა მოგიპოვებიეს მცირედი ნაწილიც კი ზეციური ნათლისა, რომელნიც შემოსილნი ხართ მისი შარავანდედით: თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი... ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა(). გარნა სად ვეძიოთ ნათელი ესე, რათა განვიბანოთ მის სხივებში? ცოდნაში, მეცნიერებაში, სიმდიდრესა თუ განცხრომაში? მაგრამ ყოველივე ეს ხომ არამტკიცე, წარმავალი და არასაიმედოა. პასუხი ერთადერთია: ქრისტეს ნათელი თვით მის სხეულშია, ღვთაებრივი ლოგოსის სხეულში - ეკლესიაში. ეს ის ეკლესიაა, რომელიც კლდესა ზედა არს დაშენებული და რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ სძლევენ.

მაცხოვარმა ეკლესიას მიმადლა ძალა სულისა წმიდისა. ყოველგვარი არსებობა განსაზღვრულ ფორმას მოითხოვს. ფორმა საჭირია ქრისტიანის რგლიგიური ცხოვრებისთვისაც და იგი პოვებს კიდეც მას ეკლესიაში მრავალგვარი სახით გამოვლენილს. ჩვენს ტაძრებში აღესრულება საიდუმლოებანი: ნათლობისა, მირონცხებისა, აღსარებისა, ზიარებისა, ქორწინებისა, ავადმყოფზე სრულდება საიდუმლო ზეთის კურთხევისა, საიდუმლოა ასევე მღვდლობა, ანუ ხელდასხბა სამღვდელო ხარისხში. ამ შვიდი საიდუმლოს გარდა ტაძარში სრულდება სხვადასხვა ლოც...

სრულად ნახვა