მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 5:13

12. Rejoice, and be exceeding glad: for great is your reward in heaven: for so persecuted they the prophets which were before you.13. Ye are the salt of the earth: but if the salt have lost his savour, wherewith shall it be salted? it is thenceforth good for nothing, but to be cast out, and to be trodden under foot of men.14. Ye are the light of the world. A city that is set on an hill cannot be hid.
Matthew თავი 5
13. Ye are the salt of the earth: but if the salt have lost his savour, wherewith shall it be salted? it is thenceforth good for nothing, but to be cast out, and to be trodden under foot of men.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი“ (5,13).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: უჩუენა, ვითარმედ სამართლად უბრძანა ყოველივე იგი, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ ყოვლისა სოფლისა მოძღურებაჲ გიღირს, რამეთუ არა ათ ქალაქად ანუ ოც ქალაქად მიგავლენ, ვითარ-იგი წინაწარმეტყუელნი მიივლინნეს, არამედ ყოვლისავე სოფლისა მოძღურად დაგადგინებ, სოფლისა მის მრავლითა ბოროტითა აღვსებულისა; ამისთჳსცა „თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი“, რამეთუ დამპალ არს ყოველივე კაც-თა ბუნებაჲ და დაყროლებულ ცოდვათაგან, ამისთჳს ჯერ-არს მცნებათა ამათ აღსრულებაჲ თქუენ მიერ, რაჲთა ესრეთ სხუათაცა ასაწოთ დამარხვაჲ მათი. რამეთუ კეთილად თუ წარჰმართნეთ სათნოებანი ესე მაღალნი: სიმდაბლე და სიმშჳდე, გლოაჲ და სიმართლე, სიწმიდე გულისაჲ და მშჳდობაჲ, იქმნენ ესენი თქუენ შორის წყარო წყლისა ცხოელისა, რომლისაგან სუან წარმართთა და ცხონდენ, რამეთუ ღუაწლსა და ასპარეზსა დიდსა და საღმრთოსა გეგულების თქუენ შესლვად, და არა მცირე არს სრბაჲ იგი თქუენისა მის მოციქულებისაჲ.

„თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი“. ვითარ არს სიტყუაჲ ესე? დამპალნი იგი და დაყროლებულნი მათ განაახლნესა? ნუ იყოფინ! არა არს ესე საქმე მარილისაჲ, რაჲთამცა დამპალნი განაახლნა, არამედ მრთელნი იგი...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი V
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
5:13-16 — მარილი და ნათელი სოფლისა:

13. თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი.- წინასწარმეტყველნი ერთ ხალხთან იგზავნებოდნენ, თქვენ კი მთელი ქვეყნის მარილი ხართ, რომელნიც უძლურებს სწავლებითა და მხილებით განამტკიცებთ, რათა მათ მარადიული მატლი არ შობონ. ამიტომაც ნუ უარყოფთ სიმწარეს მხილებისა, თუნდაც ამისთვის გაყვედრებდნენ და გდევნიდნენ თქვენ. ამიტომაც ამბობს: უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთა-მე დაიმარილოს? არღარა შემძლებელნ არნ მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ. - უკეთუ მოძღვარი გაუგნურდება, ე. ი. არც ამხელს და არც განამტკიცებს, არამედ თვითონვე მოუძლურდება, რითი დაიმარილება ანუ გამოსწორდება? მაშინ მას მასწავლებლის პატივი უნდა წაერთვას და დაითრგუნოს, ანუ მოძულებულ იქნეს.

14. თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. - პირველად მარილი უწოდა, შემდეგ - ნათელი, რადგან ის, რაც დაფარულ საქმეებს ამხელს, ნათელია. ყოველივე, რაც ცხადდება, ნათელია. მოციქულებმა კი არა ერთი ხალხი, არამედ მთელი სამყარო გაანათეს. ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა. - უფალი მოძღვრავს მათ, რომ იმოღვაწეონ და საკუთარ ცხოვრებას ყურადღებით მოეკიდონ, რადგან ყველას...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნბ სათნოებისათჳს:

...ელსა შინა არცა ერთი იქმნების სიბნელჱ, რამეთუ ნათელი არა თავისა თჳსისა საჴმარ არს, არცა მარილი, არცა საფუვარი, არამედ სხუათა მიმართ გამოაჩინებნ საჴმარებასა თჳსსა. ეგრეთვე უკუე ჩუენგანცა არა თავთა ჩუენთა ოდენ სარგებელსა ეძიებს ღმერთი, არამედ სხუათასაცა, რამეთუ მარილი უკუეთუ არა შეამარილებდეს, არა არს მარილ. ; ; და კუალად ესეცა გულისხმა-ყავთ, ვითარმედ: უკუეთუ ჩუენ წარვჰმართოთ კეთილისა საქმჱ, მოსლვად არიან სხუანიცა ჩუენსა მას კეთილსა, ხოლო უკუეთუ ჩუენ წარუმართებელ ვიყვნეთ, ვითარ შეუძლოთ სხუათა სარგებელად?

ნუმცა არს უკუე ჩუენ შორის, ჵ ძმანო, დრკუჲ რაჲმე და დაჴსნილებისა და სიცოფისა სახჱ, რამეთუ ესევითარნი არიან საქმენი სოფლისანი, ესევითარნი არიან ზრუნვანი ამაოჲსა ამის ცხორებისანი. ამისთჳს ეწოდა ქალწულთა მათ ცოფ, რამეთუ სოფლისა ამის საქმეთა შექცეულ იყვნეს და შეიკრებდეს, სადა არა ჯერ-იყო შეკრებაჲ, და სადა სიმდიდრჱ კეთილი იყო, მუნ გლახაკ იყვნეს. შიშ არს უკუე და ძრწოლა, ნუუკუე წარვიდეთ ამიერ ჩუენცა შემოსილნი სამოსლითა შეგინებულითა, სადა-იგი ყოველთა მართალთა აქუნდეს ბრწყინვალები და დიდებუ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს: თუალი თუალისა წილ, და კბილი კბილისა წილ. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა წინააღმდგომად ბოროტისა; არამედ რომელმან გცეს ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა. და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი“ (5,38-40).:

...ფად, არა სიტყუათა მიერ რაჲ, არამედ საქმეთაგან იხილოს შენ თანა სახე კეთილისაჲ; და მიიღო შენ ღმრთისაგან სასყიდელი სარგებელისა მისისაჲ. რამეთუ დიდად სათნო არს ესე წინაშე ღმრთისა, ოდეს არა თავთა თჳსთა ხოლო, არამედ სხუათაცა ვექმნებით მიზეზ სარგებელისა.

ესე არს, რომელ თქუა უფალმან: „თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი“. რომელსა ესევითარი აქუნდეს გონებაჲ, იგი არს მარილი არა თავისა ხოლო თჳსისა მამტკიცებელი, არამედ სხუათაცა, რომელთა შეეხოს. იგი არს ნათელი განმანათლებელი თავისაცა თჳსისაჲ და სხუათა მრავალთაჲ. ვინაჲთგან უკუე ესევითარსა წესსა დაგადგინა უფალმან, ჵ ქრისტესმოყუარეო, განანათლე მჯდომარეცა იგი ბნელსა; ასწავე, ვითარ შეურაცხებაჲ ჯერ-არს ყოვლისავე წარმავალისაჲ; ქმენ ცოდვაჲ იგი მისი შენდა სათნოებად მოთმინებითა მით და ძჳრუჴსენებლობითა, რაჟამს არა ხოლო მიხუეჭაჲ იგი თავს-იდვა, არამედ უმეტესიცა მისცე სიტყჳსაებრ უფლისა. ხოლო დიდად თუ გიჩნს საქმე ესე, ისმინე შემდგომიცა სიტყუაჲ და იხილო მას შინა უმაღლესი შჯული ძჳრუჴსენებლობისაჲ, რამეთუ იტყჳს უფალი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელი წარგიქცევდეს შენ მძღუარად მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა“ (5,41).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა სრულებაჲ ესე სათნოებისაჲ? შემდგომად მიცემისა კუართისა მის და სამოსლისა უკუეთუ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ დ ვითარმედ უჴმს ქრისტეანესა საქმეთაცა კეთილთა მოგებაჲ:

...ხოლო უღირს გამოჩინებად, ვი-თარმედ ქრისტეანე არს, არამედ საქმეთაგანცა კეთილთა, რაჟამს საქმით აღიძუარცოს ძუელი იგი კაცი და შეიმოსოს ახალი და მოიგოს ცხოვრებაჲ განახლებული. ქრისტეანესა უღირს, რაჲთა ნათელი იყოს სოფლისაჲ და მარილი, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „თქუენ ხართ ნათელნი და მარილნი სოფლისანი“. უკუეთუ კულა ვერცა თავსა თჳსსა უნათობდე, ჵ მორწმუნეო, ვერცა თჳსსა მას სიმყრალესა განაქარვებდე, ვინაჲ გიცნათ, თუ მორწმუნე ხარ შენ ჭეშმარიტი, ვინაჲ გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ განბანილ ხარ წყალსა მას შინა საიდუმლოჲსასა? რამეთუ უკუეთუ შემდგომად პატივისა მის უღირსებით იქცეოდი, სასჯელისა მიზეზ გექმნას პატივი იგი, რამეთუ სიმაღლე პატივისაჲ, უკუეთუ მიმღებელი იგი პატივისაჲ უღირსად პატივისა მის იქცეოდის, სასჯელისა და ტანჯვისა მომატყუებელ ექმნების.

ქრისტეანესა უღირს, რაჲთა ყოვლით კერძო სადიდებელად ღმრთისა იყოს და სარგებელად ყოველთა: საქმით, სიტყჳთ, ხედვით, სლვით, ყოვლი-თავე სახითა. ხოლო ესე ვთქუ, არა თუ რაჲთამცა მაჩუენებლობით რასმე ვიქმოდეთ სახილველად კაცთა, არამედ რაჲთა ყოველი ცხორებაჲ ჩუენი სახილველად და სათნო-ყოფად ღმრთისა შევჰმზადოთ და ესრეთ კაცთაცა სარგებელ ვექმნეთ. არამედ აწ მოაკლდა ჩუენგან სათნო-ყოფაჲ ღმრთისაჲ და მარადის წინააღმდგომისა...

სრულად ნახვა