თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს გონიერებაჲ და სარწმუნოებაჲ კეთროვნისაჲ მის, რამეთუ ვიდრეღა საღმრთოსა მას მოძღურებასა წარმოიტყოდა უფალი, არა დახრწევა-სცა, არცა კრებული იგი შეაშფოთა, არამედ მოელოდა ჟამსა მარჯუესა, და გარდამო-რაჲ-ჴდა მთით, მაშინღა მოუჴდა, და მოუჴდა არა ლიტონად, არამედ დიდითა სარწმუნოებითა და მჴურვალებითა ფრიადითა, თაყუანის-სცემდა და შეუვრდებოდა მას, ვითარცა ჯერ-იყო; და არა ჰრქუა: უკუეთუ ევედრო ღმერთსა ანუ ილოცო, არამედ: „უკუეთუ გინდესო, ძალ-გიც განწმედაჲ ჩემი“; და ეგრეთცა მისსა ნებასა და განგებულებასა მიაგდო ყოველივე. ამისთჳსცა უფალმან დაამტკიცა მისისა მის გონებისა კეთილი ზრახვაჲ და ჰრქუა: „მნებავს, განწმიდნი!“ რაჲთა ცნან ყოველთა ძალი ჴელმწიფებისა მისისაჲ. ხოლო მოციქულნი არა ესრეთ იქმოდეს, არამედ იტყოდეს: „კაცნო ისრაიტელნო, რაჲსა გიკჳრს ამას ზედა? ანუ ჩუენ რაჲსა გუხედავთ, ვითარცა თჳსითა ძალითა ანუ ჴელმწიფებითამცა გუექმნა სლვაჲ მაგისი?“ გარნა მეუფემან დაღაცათუ მრავალგზის სიტყუანი სიმდაბლისანი თქუნის და არა შემსგავსებულნი დიდებასა თჳსსა, არამედ აწ დასამტკიცებელად გონებათა მათთა,...
Matthew 8:2
1-2. და გარდამოვიდოდა რაჲ იგი მიერ მთით, მოსდევდა მას ერი მრავალი. და აჰა ესერა კეთროვანი ვინმე მოუჴდა, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალგიც განწმედაჲ ჩემი. - კეთროვანი გონიერი იყო და მთაზე არ ავიდა, რათა სწავლება არ შეეწყვეტინებინა; ხოლო მთიდან ჩამოსულს თაყვანი სცა და დიდი სარწმუნოებაც აჩვენა. რადგან ის კი არ უთხრა, თუ ღმერთს შეევედრები განმკურნავო, არამედ უკეთუ გინდეს-ო. ამიტომაც მოიქცა ქრისტე ასე:
3-4. და მიყო ჴელი თჳსი იესუ, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენი! და მეყსეულად განწმიდნა იგი კეთროვნებისა მისგან. და ჰრქუა მას იესუ: იხილე, ნუვის უთხრობ, არამედ წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე შესაწირავი შენი, რომელი ბრძანა მოსე საწამებელად მათა. - შეეხო რა კეთროვანს, უფალმა აჩვენა, რომ არა თუ არ ემორჩილებოდა სჯულს, რომელიც ბრძანებდა კეთროვანს არ შეხებოდნენ, არამედ თვითონ იყო მეუფე მისი და რომ წმინდისთვის არაფერია უწმინდური და რომ მისმა ნმინდა ხორცმა კურთხევა გადასცა. გაურბის რა დიდებას, უბრძანა არავისთვის ეთქვა, არამედ თავი მღვდლისათვის ეჩვენებინა, რადგანაც უკეთუ იგი არ იტყოდა, რომ...
...ა უღირსად შეჰრაცხა თავი თჳსი, უფალმან ღირსად სასუფეველისა გამოაჩინა იგი და თანამკჳდრად აბრაჰამისა.
თქუეს ვიეთმე, ვითარმედ: რად არა კეთროანიცა იგი ზემოწერილი ღირს იქმნა ესევითარსა ქებასა, რომელმან უმეტესიღა სარწმუნოებაჲ აჩუენა? რამეთუ არცა თუ ესე თქუა მან, ვითარმედ: „სიტყჳთ თქუ“, არამედ უაღრესად: „უკუეთუ გინდეს“ ოდენო (ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „ყოველივე, რაჲცა უნდა, ქმნა“3). გარნა გულისჴმაყავთ, ვითარმედ იგიცა შემსგავსებულად თჳსისა სარწმუნოებისა საქებელ იქმნა. ამისთჳს მიყო ჴელი თჳსი სახიერმან და ჰრქუა: „მნებავს, განწმიდენი!“ და მერმე ჰრქუა: „შეწირე შესაწირავი შენი საწამებელად მათდა“. ესე იგი არს, შენ ამხილო მათ და პირი დაუყო სარწმუნოებითა შენითა. და კუალად, კეთროანი იგი ჰურიათაგანი იყო, ხოლო ასისთავი ესე - წარმართ. და არა ერთ იყო მაშინ ჰურიისა მის სარწმუნოებაჲ, რომელსა თანანადებად ედვა ესე, და წარმართისა, უფროჲსად ჴელმწიფებასა შინა მყოფისაჲ, მოსლვად სარწმუნოებად, და ვითარ-იგი მას ჰრწმენა ესრეთ ძლიერად და მტკიცედ, რამეთუ გულისჴმა-ყო უფლებაჲ მისი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა და ცნა, ვითარმედ ესრეთ ჰმორჩილობენ მას სნებანი და სიკუდილი, ვითარ-იგი ერჩდეს მას მჴედარნი. ამისთჳს იტყჳს: „რამეთუ მე კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე“, ეს...