მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 8:1

1. When he was come down from the mountain, great multitudes followed him.2. And, behold, there came a leper and worshipped him, saying, Lord, if thou wilt, thou canst make me clean.
Matthew თავი 8
1. When he was come down from the mountain, great multitudes followed him.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და გარდამოვიდოდა იგი მიერ მთით, და მოსდევდა მას ერი მრავალი“ (8,1).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: არავინ იყო მუნ მთავართაგანი და მწიგნობართა, არამედ რავდენნიცა თავისუფალ იყვნეს უკეთურებისაგან და აქუნდა გონებაჲ წრფელი. ესენი უკუე არა აწ ოდენ, არამედ ყოველსავე სახარებასა შინა იხილვებიან შემსჭუალულად სარწმუნოებასა მისსა და მოსურნე მოძღურებისა მისისა. ამისთჳსცა, ასწავლიდა რაჲ, დუმილით ისმენდეს, არცა გარდაუწყუედდეს სიტყუასა, არცა გამოსაცდელთა ზრახვათა წინაუყოფდეს, ვითარ-იგი ფარისეველნი იქმოდეს; და კუალად, აღასრულა რაჲ მოძღურებაჲ იგი და გარდამოვიდოდა მიერ მთით, სარწმუნოებით მისდევდეს მას და განკჳრვებულ იყვნეს სიტყუათა მათ ზედა.

ხოლო შენ გულისჴმა-ყავ სახიერებაჲ და სიბრძნით განგებულებაჲ მეუფისაჲ, ვითარ თითოსახედ განაწესებს სარგებელსა მას ერისასა, სიტყჳთცა და საქმით, და სასწაულთაგან მოვიდა სწავლად და კუალად სწავლისაგან მიიქცა სასწაულთა საქმედ. რამეთუ პირველ მთად აღსლვისა მრავალნი კურნებანი ქმნნა, რაჲთა მოიყვანოს ერი იგი სმენად სწავლისა მის, და კუალად, ვინაჲთგან მრავალი ესე და კეთილი მოძღურებაჲ სრულყო, სასწაულივე უჩუენა, რაჲთა არა სიტყჳთ ხოლო ჩნდეს ჴელმწიფებაჲ მისი, არამედ საქმითცა. ამისთჳს იტყჳს მახარებელი:

მათეს სახარების განმარტება - თავი VIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
8:1-4 — კეთროვანის განწმედა:

1-2. და გარდამოვიდოდა რაჲ იგი მიერ მთით, მოსდევდა მას ერი მრავალი. და აჰა ესერა კეთროვანი ვინმე მოუჴდა, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალგიც განწმედაჲ ჩემი. - კეთროვანი გონიერი იყო და მთაზე არ ავიდა, რათა სწავლება არ შეეწყვეტინებინა; ხოლო მთიდან ჩამოსულს თაყვანი სცა და დიდი სარწმუნოებაც აჩვენა. რადგან ის კი არ უთხრა, თუ ღმერთს შეევედრები განმკურნავო, არამედ უკეთუ გინდეს-ო. ამიტომაც მოიქცა ქრისტე ასე:

3-4. და მიყო ჴელი თჳსი იესუ, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენი! და მეყსეულად განწმიდნა იგი კეთროვნებისა მისგან. და ჰრქუა მას იესუ: იხილე, ნუვის უთხრობ, არამედ წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე შესაწირავი შენი, რომელი ბრძანა მოსე საწამებელად მათა. - შეეხო რა კეთროვანს, უფალმა აჩვენა, რომ არა თუ არ ემორჩილებოდა სჯულს, რომელიც ბრძანებდა კეთროვანს არ შეხებოდნენ, არამედ თვითონ იყო მეუფე მისი და რომ წმინდისთვის არაფერია უწმინდური და რომ მისმა ნმინდა ხორცმა კურთხევა გადასცა. გაურბის რა დიდებას, უბრძანა არავისთვის ეთქვა, არამედ თავი მღვდლისათვის ეჩვენებინა, რადგანაც უკეთუ იგი არ იტყოდა, რომ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვიდა იესუ მერმეცა კანად გალილეაჲსა, სადა-იგი ქმნა წყალი ღჳნოდ. და იყო ვინმე სამეუფოჲსა კაცი, რომლისა ძჱ სნეულ იყო კაფარნაუმს. ამას ესმა, ვითარმედ: მოსრულ არს იესუ ჰურიასტანით გალილეად; მოვიდა მისა და ევედრებოდა, რაჲთა მივიდეს და განკურნოს ძჱ იგი მისი“ (4,46-47).:

...ყჳს; არამედ არა ესე არს, რამეთუ არა პატივისაგან ოდენ საცნაურ არს, ვითარმედ არა თუ იგი იყო, არამედ სარწმუნოებისაგანცა, რამეთუ იგი იტყოდა, ვითარმედ: „არა ვარ ღირს, რაჲთა სართულსა ჩემსა შემოხჳდე“, ხოლო ესე ევედრებოდა მისლვად; და მუნ მთით მოსრულ იყო კაფარნაუმს, და აქა - სამარიაჲთ კანას.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არასადა გრწმენეს. ჰრქუა მას სამეუფოჲსა კაცმან: უფალო, მოვედ მოსიკუდიდმდე ძისა ჩემისა. ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე, ცოცხალ არს ძჱ შენი“ (4,48-50).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას ადგილსა ანუ სამარიტელთა აქებს, ვითარმედ თჳნიერ სასწაულთა ჰრწმენა, გინა თუ ქალაქსა მას აყუედრებს, კაფარნაუმს, ვინაჲ კაცი იგი იყო, რამეთუ დაღაცათუ ჰრწმენა მას, არამედ არა სრულიად; ამისთჳსცა ჰკითხვიდა თჳსთა მონათა, მი-რაჲ-ვიდა. რაჟამს მიუთხრეს სიმრთელჱ ძისა მისისაჲ, მაშინღა გულისხმა-ყო და ჰრწმენა ყოვლითურთ სახლეულით მისით. და ესე იცოდა უფალმან, მხედველმან გონებათამან, ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არა გრწმენეს“. რამეთუ იხილენ, სიტყუანი მისნი ვითარ უძლურ არიან, ვითარ იტყოდა,...

სრულად ნახვა