მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 9:33

32. As they went out, behold, they brought to him a dumb man possessed with a devil.33. And when the devil was cast out, the dumb spake: and the multitudes marvelled, saying, It was never so seen in Israel.34. But the Pharisees said, He casteth out devils through the prince of the devils.
Matthew თავი 9
33. And when the devil was cast out, the dumb spake: and the multitudes marvelled, saying, It was never so seen in Israel.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა იგინი გამო-ოდენ-ვიდეს, მოჰგუარეს მას კაცი ყრუჲ და ეშმაკეული. და ვითარცა განჴადა ეშმაკი იგი, იტყოდა მრთელად ყრუჲ იგი. და დაუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: არასადა ისრაჱლსა შორის ესრეთ გამოჩნდა“ (9,32-33).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იყო, რომელი მოსწყლვიდა გულსა უღმრთოთა მათ ფარისეველთასა, რომელ ერი იგი ადიდებდა უფალსა და უაღრესობასა მისსა ქადაგებდეს არა მაშინ მყოფთა შორის ხოლო, არამედ ოდესვე ყოფილთაცა კაცთასა, ვითარმედ: „არასადა ისრაჱლსა შორის ესრეთ გამოჩნდა“. რამეთუ ჭეშმარიტად საკჳრველი იყო დიდებული არა ესე ხოლო, რომელ კურნებათა იქმოდა, არამედ რომელ ესრეთ ადვილად და მსწრაფლ განჰკურნებდა სენთა ურიცხუთა და უკურნებელთა, ვითარცა-ესე აწ აღმოკითხული, რომელი-იგი არა ბუნებითისა სენისაგან უტყუ და ყრუ იყო, არამედ ეშმაკისაგან. ამისთჳსცა ვერ თავით თჳსით მოვიდა, ვერცა თავით თჳსით ევედრებოდა (რამეთუ ეშმაკსა შეეკრა ენაჲ მისი), არამედ სხუათა მოჰგუარეს იგი. ამისთჳს არცა სარწმუნოებაჲ ძებნა მისგან, არამედ მეყსეულად ეშმაკი იგი განიოტა, და უტყჳ იგი ზრახვიდა ფლობილად და ესმოდა დაუყენებელად. ამას ზედა ერნი განკჳრდებოდეს, ხოლო უღმრთონი იგი ფარისეველნი და ყოვლითურთ ეშმაკისადა განჩემებულნი, ისმინეთ, რასა იტყჳან:

მათეს სახარების განმარტება - თავი IX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
9:32-34 — ყრუ ეშმაკეულის განკურნება და ფარისეველთა ცილი:

32-33. და ვითარცა-იგი გამო-ოდენ-ვიდეს, მოჰგუარეს მას კაცი ყრუჲ და ეშმაკეული. და ვითარცა განჴადა ეშმაკი იგი, იტყოდა ყრუჲ იგი. - რაკი სნეულება მას არა ბუნებით, არამედ ეშმაკისაგან ჰქონდა, ამიტომაც მოიყვანეს სხვებმა. თავად არ შეეძლო განკურნება ეთხოვა, რადგან დემონისაგან ენა შეკრული ჰქონდა. ამიტომ უფალმა რწმენა კი არ მოსთხოვა, არამედ მსწრაფლ განკურნა, განდევნა რა ეშმაკი, რომელიც ღაპარაკს უშლიდა.

და დაუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: არასადა ისრაჱლსა შორის ესრეთ გამოჩნდა. - გაკვირვებულმა ხალხმა ქრისტე წინასწამეტყველთა და მამათმთავართა მაღლა დააყენა, რადგან ძალაუფლებით კურნავდა და არა ლოცვით, როგორც ისინი. ვნახოთ, რას ამბობენ ფარისეველნი:

34. ხოლო ფარისეველნი იტყოდეს: მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა. - უკიდურესი სიგიჟის გამომხატველი სიტყვებია! რადგან არცერთი დემონი დემონს არ განდევნის. დავუშვათ, რომ იგი დემონებს, ვითარცა მსახური დემონთა მთავრისა, ან ვითარცა მოგვი, ისე დევნიდა, მაგრამ სნეულებათა და ცოდვათაგან როგორღა ათავისუფლებდა და სასუფეველზე როგორღა ქადაგებდა? დემონი ხომ სრულიად სხვაგვარად იქცევა; სნეულებებს წარმოშობს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა. უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ“ (15,20).:

...მიზეზობდეს და იტყოდეს, ვითარმედ: მამისათჳს ვსდევნით მას, ამისთჳს თქუა ესრეთ უფალმან, ვითარმედ: არა აქუს მიზეზი ცოდვისა მათისათჳს, რამეთუ სიტყჳთ ვასწავე კეთილი და საქმით ვქმენ შჯულისაებრ მოსესისა. და ამას ზედა თჳთ იგინი მოწამე არიან, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: „არასადა ესევითარი გამოჩინებულ არს ისრაჱლსა შორის“; და ვითარმედ: „საუკუნითგან არა სმენილ არს, თუ აღუხილნა ვინ თუალნი ბრმად შობილისანი“. ხოლო რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: რაჲსათჳს შენცა და ჩუენცა გუდევნიან? ამისთჳს პირველვე ჰრქუა, რამეთუ: არა ხართ სოფლისაგან, ვითარცა მე არა ვარ სოფლისაგან. „უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა“. ხოლო კუალად რაჲთამცა არა თქუეს, ვითარმედ: უკუეთუ შენ გდევნიდეს, და ჩუენცა გუდევნიდენ; და უკუეთუ სიტყუაჲ შენი არა დაიმარხეს, და ამისთჳს არცა ჩუენი დაიმარხონ; უკუეთუ შენ ჰქმნენ სასწაულნი მათ შორის, რომელნი სხუამან არავინ ქმნნა, და არა ჰრწმენა, უკუეთუ სძულ შენცა და მამაჲცა შენი, რაჲსათჳს ჩუენ შთაგუყრი ჴელთა მათთა? ანუ რად ირწმუნონ ჩუენი? და რაჲთა არა იტყოდიან ამას ყოველსა, ამისთჳს ჰრქუა მათ სიტყუაჲ ნუგეშინის-ცემისაჲ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მე მოვავლ...

სრულად ნახვა