თარგმანი: ძაღლ ოდესმე წარმართთა ეწოდებოდა, ვითარმედ: "არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და დაგებად ძაღლთა" (), ხოლო აწ — წინაუკუმო; ვინაჲთგან შვილებისაგან განვარდეს ჰურიანი, მათ ძაღლ უწოდს, რამეთუ იყვნეს ვინმე მათგანნი, რეცა მოქცეულნი სარწმუნოებად, რომელნი კუალად ძაღლ იქმნებოდეს მიქცევითა ნათხევარსა მას ჰურიაობისასა. ამისთჳს, ვითარცა არა ხოლო თავისა თჳსისა, არამედ სხუათაცა მავნებელთა ბოროტად მუშაკად სახელ-სდვა, რამეთუ მოქმედებდეს კეთილად დანერგულთა სულთა აღმოფხურად სარწმუნოებისაგან ქრისტესისა და მიზიდვად მათდა კუალად მათვე ძუელთა წესთა ჰურიაობისათა.
Philippians 3:2
თარგმანი: რამეთუ რომელნი წინადაცუეთასა აწუევდეს, იგინი განჰკუეთდეს გუამსა ეკლესიისასა.
...ც არსად ჩანს. ამიტომ არა მხოლოდ ჩვენი ცოდვებისთვის, არამედ სხვათა დაზიანებისთვისაც პასუხს ჩვენ ვაგებთ.
ერთხელაც გამოვფხიზლდეთ, ვიფხიზლოთ, ქვეყანაზე ზეციური ცხოვრების წესი ვაჩვენოთ, ვთქვათ, რომ „ჩუენი მოქალაქობაჲ ცათა შინა არს“ (), და ქვეყანაზე ღვაწლი გამოვაჩინოთ. „მაგრამ", ამბობს წარმართი, „ჩვენთანაც ყოფილან დიდი კაცები". „საიდან უნდა ვიწამო?" ამბობს წარმართი. „რადგან არ გხედავთ, რომ იმათებრ იქცეოდეთ". „ვინაიდან თუ ამის თხრობაა საჭირო, ჩვენც გვყავს, ამბობს, დიდი ფილოსოფოსები, ცხოვრების გამო საკვირველნი". მაგრამ მაჩვენე სხვა პავლე და იოანე; მაგრამ ვერ გეყოლება. მაშ, როგორ არ დაგვცინებს, როცა ასე ვსაუბრობთ? როგორ არ მოითმენს, რომ კვლავ უმეცრებაში იჯდეს, როცა დაინახავს, რომ ჩვენ არა საქმით, არამედ სიტყვით ვიბრძნობთ?
რამეთუ ა...
...ეკრძალენით, რაჲთა არა უჯეროსა მას საცთურსა თანა აღერინეთ და განსცჳვეთ სიმტკიცისაგან თჳსისა, არამედ აღორძნდებოდეთ მადლითა და მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა. მისსა დიდებაჲ და აწ და დღეთა მათ საუკუნეთაჲსა, ამინ (3,17-18).
თარგმანი: ამას პავლეცა ღაღადებს: "ეკრძალებოდეთ ძაღლთა მათგან" (); და თჳთ თავადი უფალი: "ეკრძალენით მათგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ" (), რამეთუ უმეტეს ყოვლისა მავნებელ არს თანა-აღრევაჲ უჯეროთა საცთურისაჲ და დამჴსნელ ყოვლისა წესიერებისა და კრძალულებისა სულიერისა; ვინაჲცა აღვირჩიოთ მახლობელ ყოფაჲ კაცთა წმიდათა და სიტყჳთ და საქმით მარგებელთაჲ, რომელთა მიერ აღორძნდების ჩუენ შორის ყოველი კეთილი, მადლითა და წყალობითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე აწ და მარადის და ყოველთა საუკუნეთა, უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.