მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Philippians 3:20

19. Whose end is destruction, whose God is their belly, and whose glory is in their shame, who mind earthly things.)20. For our conversation is in heaven; from whence also we look for the Saviour, the Lord Jesus Christ:21. Who shall change our vile body, that it may be fashioned like unto his glorious body, according to the working whereby he is able even to subdue all things unto himself.
Philippians თავი 3
20. For our conversation is in heaven; from whence also we look for the Saviour, the Lord Jesus Christ:
თავი ე̂. სულიერისა ცხორებისათჳს და არა ჴორციელისა, რომელი-იგი არს მსგავსებაჲ სიკუდილსა ქრისტესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ჩუენი მოქალაქობაჲ ცათა შინა არს, ვინაჲცა მაცხოვარსა მოველით, უფალსა იესუ ქრისტესა, რომელმან გარდაცვალნეს ჴორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რაჲთა იყვნენ იგინი თანახატ ჴორცთა მათ დიდებისა მისისათა, შეწევნისაებრ ძლიერებისა მისისა, დამორჩილებად მისსა ყოველი (3,20-21).:

თარგმანი: ვიეთ "ჩუენი"? — არამედ რომელთა გუნებავს, რაჲთა ქრისტიანე ვიყვნეთ და გუეწოდებოდის, მოქალაქობაჲ ცათა შინა არს, და არარას გჳჴმს ქუეყანისასა და აქა დაშთომადსა მოგებაჲ. არამედ ყოველსავე მას, რაოდენისა წინა წარცემაჲ და მუნ უკუანა წარტანებაჲ ჴელგუეწიფებოდის, სადაჲთ-იგი მოველით მეორედ დიდებით მოსლვასა მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელი-იგი გარდასცვალებს ჴორცთა ამათ ჩუენთა სიმდაბლისაგან სიმაღლედ, ესე იგი არს —ხრწნილებისაგან უხრწნელებად, და თანახატ ჰყოფს ჴორცთა მათ თჳსთა, რომელ-იგი მან ადიდა შეერთებითა ღმრთეებისაჲთა, და განღმრთობილი აღამაღლა და დასუა მარჯუენით მამისა, რაჲთა მის თანა თაყუანის-იცემებოდის ყოველთაგან ზეცისა მჴედრობათა. ხოლო თანახატ ყოფაჲ ესე არს, რაჲთა საუკუნოდ ეგნენ შემკობილნი უხრწნელებითა, რამეთუ ესევე გუამი ჩუენი განხრწნილი კუალად უხრწნელ იქმნების შემდგომად აღდგომისა, და მიიღებს ქრისტეს თანა შუებასა საუკუნოდ. ვინაჲცა, ვაჲ განვრდომილთა ესევითარისა ამის პატივისაგან და დამონებულთა მიწისა და თიჴისათა, მიდევნებითა გემოთა და გულისთქუმათაჲთა, რამეთუ არა ხოლო საუკუნოჲსა შუებისაგან განვარდებიან, არამედ საუკუნესა და...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის