...ვარელნო, ვეცადოთ მტრებთან შევრიგდეთ და სხვა ყველა ვნებაც ჩვენი სულიდან ამოვძირკვოთ. უწმინდური გულისთქმა აღგვიძრავს — განვდევნოთ. მრისხანება გვანთებს — ჩავაქროთ ეს ცეცხლი სულიერი მოძღვრების გალობით, რომელიც ამ ვნების დამღუპველობას აჩვენებს. "სული კურთხეული ყოველივე წრფელ, ხოლო კაცი გულმწყრალი არა შუენიერ" (); და სხვაგანაც: "რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანა-მდებ არს... გეჰენიასა მას ცეცხლისასა" (). ვერცხლისმოყვარეობა ჩვენს სულს აღელვებს — ვეცადოთ ამ დამღუპველი სნეულებისგან გავიქცეთ და ამოვძირკვოთ ის, როგორც ყველა ბოროტების ფესვი. და თითოეული ვნებისგან, რომელიც გვაშფოთებს, გამოსწორებას ვეცადოთ, რათა ბოროტისგან თავი შევიკავოთ და კეთილ საქმეებს ვაკეთოთ, და იმ საშინელ დღეს ღვთის კაცთმოყვარეობის ღირსნი გავხდეთ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.