...ა ამ „მტუერს მიწისაგან" თავისი ბრძანებით სხეულად გარდაქმნის. როგორც თვით მიწის არსება არარსებულიდან წარმოშვა, ისე ახლაც, როცა ინება, „მტუერი მიწისაგან" სხეულად გარდაქმნა. აქ შესაფერისია ნეტარი დავითის სიტყვებით შევძახოთ: „ვინმე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ყუნეს ყოველნი ქებულებანი მისნი?" (), — რადგან მტვერისგან ასეთი არსება წარმოშვა, ასეთ პატივში აღამაღლა და ასეთი ქველმოქმედებანი თავიდანვე აღმოუჩინა, ყოველივეში თავის კაცთმოყვარეობას რომ გამოავლენდა. „და შთაბერა, — ამბობს, — პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ; და იქმნა კაცი სულად ცხოველად". აქ ზოგიერთი უგუნური, საკუთარ ზრახვებს მიყოლილი, რომელთაც არაფერზე ღვთისთვის შესაფერისად არ ეფიქრებათ, წერილის გამოთქმათა შემწყნარებლობას არ აქცევენ ყურადღებას და ბედავდნენ თქმას, რომ სული ღვთის არსებისგან წარმოშვა. ვაი, მძვინვარებავ! ვაი, უგუნურებავ! რა ბევრი წარწყმედის გზა გაუხსნა ეშმაკმა მათ, ვისაც მისი მსახურება ინდომეს! ამის გასაგებად დააკვირდი, რა საპირისპირო გზებით მიდიან ეს ადამიანები. ზოგიერთი, გამოთქმას „შთაბერა" რომ მიეჭიდა, ამბობს, რომ სული ღვთის არსებისგან წარმოიშვა; სხვები კი, პირიქით, ამტკიცებენ, რომ სული ყველაზე მდაბალ უტყვ ცხოველთა არსებადაც კი გადაიქცევა. რა...