მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Psalms 113:3

2. Blessed be the name of the LORD from this time forth and for evermore.3. From the rising of the sun unto the going down of the same the LORD'S name is to be praised.4. The LORD is high above all nations, and his glory above the heavens.
Psalms თავი 113
3. From the rising of the sun unto the going down of the same the LORD'S name is to be praised.
ფსალმუნი 113-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„გამოსლვასა ისრაჱლისასა ეგჳპტით, სახლი იაკობისი ერისაგან ბარბაროზთასა იყო ჰურიასტანი სიწმიდე მისა და ისრაჱლი საბრძანებელ მისა.“ ().

1. ეგვიპტიდან გამოხსნა და ღვთის მეფობა

აქ იგი ღვთის დიდ სიმშვიდესა და სიტკბოებას მოწმობს. კი როგორს? იმაში, რომ ჯერ თავისი ძალის მტკიცებებს იძლევა და მხოლოდ შემდეგ ითხოვს თაყვანისცემას. ამას ცხადყოფდა, როცა ამბობდა: „გამოსლვასა ისრაჱლისასა ეგჳპტით“ (), „იყო ჰურიასტანი სიწმიდე მისა“ (). რადგან მაშინ, ამბობს იგი, აჩვენა თავისი ძალა ეგვიპტეში მომხდარი ნიშნებითა და უდაბნოში მომხდარი ნიშნებით; მაშინვე ხალხიც თავისიანად გაიხადა. ესვე გააკეთა ადამთანაც.

რადგან ჯერ შექმნა ქვეყნიერება, აჩვენა თავისი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰნერწყჳდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს და ეტყოდეს: გჳწინაჲსწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ (26,67-68).:

...ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰნერწყჳდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს და ეტყოდეს: გჳწინაჲსწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ (26,67-68).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ საშინელი იგი ხილვაჲ! ჵ შესაძრწუნებელი საქმე! პირსა მას, რომელი „ზღუამან იხილა და შეძრწუნდა“, რომელი მზემან იხილა ჯუარსა ზედა და ბრწყინვალებაჲ თჳსი დაფარა, ჰნერწყჳდეს და სცემდეს მონანი შეურაცხნი და უნდონი. ვის ესმას ესე და არა შეძრწუნდეს? ვინ არა განცჳბრდეს და განკჳრდეს? კურთხეულ არს და დიდებულ სახელი შენი, მეუფეო კაცთმოყუარეო, რომელმან ჩუენისა ცხორებისათჳს ესე ყოველი თავს-იდევ. „ვინ-მე იტყოდის ძლიერებათა შენთა, უფალო, სასმენელ-ყვნეს ყოველნი ქებულებანი შენნი?“

ხოლო იხილე უშჯულოთა მათ სიბოროტე! ვინაჲთგან თანამდებად სიკუდილისა დასაჯეს, რაჲსათჳსღა ესრეთ სტანჯვიდეს? რამეთუ ვითარცარაჲ ნადირი მჴეცმან პოის, ესრეთ აჩუენებდეს ყოველსავე გულისწყრომასა თჳსსა და იშუებდეს შურის-გებითა მით მისითა.

ხოლო შენ იხილე, ძმაო, მახარებელთა იგი ჭეშმარიტებაჲ, ვითარ ყოველსავე, რომელიცა საყუედრელად ჩანს, იტყჳან გამოწულილვით და არარას დაჰფარვენ, არცა სირცხჳლ-უჩნს, არამედ უფროჲსად სიქადულად და დი...

სრულად ნახვა