...რა მე"** და მთელი კაცობრიობის ქველმოქმედებას მხოლოდ თავისთვის მიიწერ? დიახ, ამბობს. თუმცა მსხვერპლი მთელი კაცობრიობისთვის არის შეწირული, მაგრამ მისადმი ჩემი სიყვარულის გამო, ყველაფერს, რაც მან გააკეთა, ჩემთვის მივიწერ. ასე იქცეოდნენ ჩვეულებისამებრ წინასწარმეტყველებიც; ისინიც ამბობდნენ: „ღმერთო, ღმერთო ჩემო" (; 117:28; 142:10); თუმცა ღმერთი მთელი ქვეყნიერების ღმერთია, მაგრამ სიყვარულისთვის თვისებრივია, რომ საერთო კუთვნილება საკუთარ თავზე მიაწეროს. „ძისა ღმრთისაჲთა, — ამბობს, — რომელმან შემიყუარა მე". რას ამბობ? ნუთუ მხოლოდ შენ შეგიყვარა? არა, ამბობს; მთელი კაცობრიობა შეიყვარა, მაგრამ მე ისე ვარ მისი მადლიერი, თითქოს მე ერთი ვიყო მისგან შეყვარებული. „და მისცა თავი თჳსი ჩემთჳს". მაშ, ნუთუ მხოლოდ შენთვის ჯვარს ეცვა? ხომ არ თქვა თავადვე: „მე ოდეს ავმაღლდე ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა" ()? და შენ თავად ხომ არ თქვი, რომ მან თავი მისცა ჩვენ ყველასთვის ()? სწორედ ასეა, ამბობს; ამის თქმით, საკუთარ თავს არ ვეწინააღმდეგები, არამედ ჩემს სიყვარულს ვაკმაყოფილებ. მაგრამ შეხედე, კიდევ რას გვასწავლის თავისი სიტყვებით. ზემოთ მან თქვა, რომ მამ...