...ანამ ბოროტს არ აკეთებს, ამბობს, ბოროტი არ არის, თუნდაც კეთილს არ იქმოდეს. კეთილი; მაგრამ განა ეს ბოროტი არ არის: მხოლოდ შენ გქონდეს მეუფისეული და მხოლოდ შენ ტკბებოდე საერთო სიკეთეებით? ან განა „უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი“ ()? ამრიგად, თუ ჩვენი ქონება საერთო მეუფისაა, მაშ ჩვენი თანამონებისაც არის; რადგან მეუფის ყოველივე საერთოა. ნუთუ დიდ სახლებშიც არ ვხედავთ, რომ ეს ასეა მოწყობილი?
მაგალითად, ყველას თანაბრად ეძლევა პურის ულუფა, რადგან იგი მეუფისეულ საგანძურთაგან გამოდის; მეუფის სახლი ყველასთვის გახსნილია. სამეფო კუთვნილებაც მთლიანად საერთოა: ქალაქები, მოედნები, სასეირნო ადგილები ყველასთვის საერთოა; ყველანი თანაბრად ვმონაწილეობთ. აბა, იხილე ღვთის განგებულება: ღმერთმა ზოგი რამ საერთო გახადა, რათა თუნდაც ამ საერთო საგნებით შეარცხვინოს კაცთა მოდგმა: ჰაერი, მზე, წყალი, მიწა, ცა, ზღვა, ნათელი, ვარსკვლავები; როგორც ძმებს, ყველაფერს თანაბრად უნაწილებს....