...ბოლოს წარმოაჩენდნენ, რადგან მღვდელმა კეთილი სურნელი უნდა აფრქვიოს. ცოდვაზე უფრო მყრალი კი არაფერია.
შეხედე, როგორ გამოხატავს მის ბუნებას წინასწარმეტყველი. „შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი“ (). ვინაიდან ცოდვა ნამდვილად ლპობაზე უარესი და მასზე უფრო მყრალია. აბა მითხარი, სიძვაზე უფრო მყრალი რა არის? თუკი მისი ჩადენისას ამას ვერ გრძნობ, წარმოიდგინე, რა არის ცოდვა ჩადენის შემდეგ; მაშინ იხილავ მის სიმყრალეს, მაშინ — მიკრულ უწმინდურებას, მაშინ — შებილწებას, მაშინ — სიბილწეს. ასეთია ყოველი ცოდვა: ჩადენამდე რაღაც სიამოვნება აქვს; მისი აღსრულების შემდეგ კი სასიამოვნო წყდება და ჭკნება, ხოლო მწუხარე და პირქუში რამ შემოდის. სიმართლე კი — პირიქით: დასაწყისში შრომები აქვს, ხოლო ბოლოში — სიამე და განსვენება. იქ სიამოვნებაც ვერ ხდება სიამოვნებად სირცხვილისა და სასჯელის მოლოდინის გამო; აქ კი შრომაც აღარ არის...