...მითხარი, მიწა არ იცი, რომლისგანაც იშვი, რომელზეც აღიზარდე, რომელზეც მკვიდრობ, რომელსაც თელავ, რომლის გარეშეც სუნთქვაც არ შეგიძლია, და ასე შორს მყოფ საგნებს იკვლევ ცნობისმოყვარეობით? მართლაც, „რამეთუ ყოვლითავე ამავო არს ყოველი კაცი ჴორციელი.“ (). თუ ვინმე გიბრძანებს სიღრმეში ჩასვლას და ზღვის ფსკერზე არსებულთა გამოკვლევას, ამ ბრძანებას ვერ აიტან; ხოლო როცა არავინ გაძალებს, თვითონ გსურს გამოუკვლეველი უფსკრულის ჩაწვდომა?
ნუ, გევედრები; არამედ ზედაპირზე ვნაოსნობდეთ და ადამიანური მსჯელობებით ნუ ვიცურავთ, რადგან მალე დავიღლებით და ჩავიძირებით; საღვთო წერილებით კი, როგორც ხომალდით, ვისარგებლოთ და რწმენის იალქნები გავშალოთ. თუ საღვთო წერილებში ვნაოსნობთ, ღვთის სიტყვაც მესაჭედ თქვენთან იქნება; მაგრამ თუ ადამიანურ მსჯელობებში ვიცურავთ, აღარ იქნება. ამგვარად მცურავთაგან ვისთან იქნება მესაჭე? ამიტომ საფრთხე ორმაგია: ერთი მხრივ, ხომალდი არ არის, და მეორე მხრივ, მესაჭე არ არის....