მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Psalms 49:11

10. For he seeth that wise men die, likewise the fool and the brutish person perish, and leave their wealth to others.11. Their inward thought is, that their houses shall continue for ever, and their dwelling places to all generations; they call their lands after their own names.12. Nevertheless man being in honour abideth not: he is like the beasts that perish.
Psalms თავი 49
11. Their inward thought is, that their houses shall continue for ever, and their dwelling places to all generations; they call their lands after their own names.
ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ღმერთი ღმერთთა უფალი იტყოდა და უწოდა ქუეყანასა აღმოსავალითგან მზისათ ვიდრე დასავალადმდე.“ ().

1. ღმრთის მეუფება და სიონის მშვენიერება

იგივე სხვაგანაც ამბობს: „ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა“ (). და კვლავ: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ“ (). პავლეც ამბობს: „რამეთუ დაღაცათუ არიან რაჲმე სახელ-დებულ ღმერთნი“ () და „ვითარცა არიან ღმერთნი მრავალ და უფალნი მრავალ“ (). მოსეც ამბობს: „ღმერთთათჳს ძჳრი არა სთქუა“ (). და სხვაგანაც: „ხოლო იხილნეს რაჲ ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი“ (). <span...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
15. ღვთის სიმართლისა და სულგრძელობის გალობა:

...უფრო უდები ხდება, არამედ ფხიზლობს და მღვიძარეა; არა იმიტომ, რომ ღმერთს ეს სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს სასარგებლო და მოსაგებელია.

რადგან როგორც მსხვერპლები მიიღო არა იმიტომ, რომ მსხვერპლი სჭირდებოდა, თვითონ ხომ ამბობს: „შე-თუ-მემშიოს, არავე შენ გეტყოდი“ (), არამედ ადამიანებს საკუთარი პატივისცემისკენ მიუძღოდა, ასევე საგალობლებსაც იღებს, არა იმიტომ, რომ ჩვენგან ქება-დიდება სჭირდებოდეს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი ცხონება სურს. რადგან ღმერთისთვის უაღრესად საწადელია ჩვენი წინსვლა სათნოებაში. არაფერი ისე არ გვაწინაურებს სათნოებაში, როგორც ღმერთთან უწყვეტი საუბარი და ღმერთისთვის მარად მადლობის შეწირვა და გალობა; ხოლო ღმერთს უგალობს ის, ვინც მისი სამართლიანი მსჯავრითა და სულგრძელობით არის განცვიფრებული. და სად არის, ამბობს, სულგრძელობა, როცა ტირანი მოკლულია? მართლაც, უხვი და დიდია.

რადგან დიდხანს აცადა მას, რათა სინანულში მოსულიყო; სამეფო სასახლეების დაპყრობაც დაუშვა, რათა დაენახა სახლი, რომელშიც...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“ (9,13).:

...) აბრალებს მათ ღმერთი ესევითარისა ამის სიტყჳსა სახითა და იტყჳს: „აჰა ესერა ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი“; ვითარმცა იტყოდა: ეჰა უგუნურებაჲ ადამისი, რომელიღა საქმე ჰრწმენა გუელისაგან! - რაჲთამცა გემოჲს-ხილვითა მით იქმნა ღმერთ. და კუალად ფსალმუნსა შინა წერილ არს: „შე-თუ-მემშიოს, არავე შენ გეტყოდი“, - საკდემელად უგუნურისა მის ერისა; ვითარმცა ეტყოდა, თუ: რასა ჰგონებთ, შემემშიამცა? ანუ ჭამადი საჴმარ არს ჩემდა? ჵ უგუნურნო და ცოფნო! ეგრეთვესახედ ამასცა ადგილსა, ვინაჲთგან უგუნურნი იგი მწიგნობარნი და ფარისეველნი მართალ ჰგონებდეს თავთა თჳსთა და აბრალებდეს უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტეს მეზუერეთა და ცოდვილთა შეწყნარებისათჳს და მათისა მიახლებისათჳს, ამხილა პირველად სახითა ბუნებითითა და მერმე წამებითა წერილთაჲთა, და აწ კუალად გონებისა მათისაებრ კდემისა და ბასრობისა სახედ ჰრქუა: „არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“; რამეთუ მართალი არავინ იყო ქუეყანასა ზედა, ვითარცა პავლე ღაღადებს, ვითარმედ: „ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებასა ღმრთისასა“. ესევითარი უკუე სახე აქუს სიტყუასა უფლისასა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: მე ვიხილენ ყოველნივე კაცნი, შთავრდომილნი და შეპყრობილნ...

სრულად ნახვა