...ღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ღვთივკურთხეულნო შვილნო ივერიის სამოციქუღო მართლმადიდებელი ეკლესიისა, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო: ესევდით მას ყოველი კრებული ერისაჲ. განჰფინენით მის წინაშე გულნი თქუენნი, რამეთუ ღმერთი მწე თქუენდა არს ().
ღვთის შემწეობით ჩვენ განვლეთ მაცხოვნებელი დღენი დიდი მარხვისა, - ჟამი თვითჩაღრმავებისა და თვითანალიზისა, კიდევ უფრო ღრმად შევიცანით აზრი ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობისა, მისტიური და ღვთაებრივი შინაარსი მომხდარი მოვლენებისა და ჩვენი როლი ამ მოვლენებში. ჩვენს წინაშე ფრიად ძნელი ამოცანა დგას: ამ რთულსა და წინააღმდეგობებით სავსე სამყაროში, ყოველივე იმას, რაც ახლა ხდება, აუცილებლად ზუსტი და სამართლიანა შეფასება უნდა მივცეთ, რათა ვიცოდეთ, საით წავიდეთ.
ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდვს, რომ ყოველი სიტყვა, ჩვენს მიერ თქმული, ან დადებით, ან უარყოფით ენერგიას შეიცავს, რომელთაც არა მხოლოდ ჩვენ ვატარებთ, არამედ ჩვენს გარშემოც, ჩვენს მახლობლებსა და ნაცნობებზეც ვავრცელებთ. რა ხშირად არ გვაქვს ჩვენ ეს შეგნებული და უაზროდ წარმოთქმულ სიტყვებში ვიძირებით, გვაგიწყდება რა სიტყვები მაცხოვრისა: **ყოველი სიტყუაჲ უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცე...