...რთისა“** (). და სხვა ადგილას კვლავ იგივე წინასწარმეტყველი ამბობს: „ვაქებდე სახელსა ღმრთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი ქებითა; და სათნო-ეყოს ღმერთსა უფროჲს ჴბოსა მის ჩჩჳლისა, რომელსა გამოჰქონედ რქანი და ჭლიკნი.“ () ასე სწირავდა იობიც იმ ბუნებაზე აღმატებული დარტყმების შემდეგ: მადლობდა და ამ სიტყვებს წარმოთქვამდა: „უფალმანცა მომცა, უფალმანცა მიმიღო, ვითარცა უნდა, ეგრეცა ქმნა. იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ.“ () და კიდევ: „და მიუსრულენ მაღალსა აღნათქუემნი შენნი“ (). აქ ვედრებებს გულისხმობს, რათა ლოცვაში განუწყვეტლივ ვიდგეთ და, რაც კი აღვუთქვამთ, სწრაფად შევასრულოთ.
კარგად თქვა: „მიუსრულენ“ (). რადგან აღთქმის შემდეგ ეს საქმე ვალად იქცევა. ასე მიუძღვნა ანამ ძე, როგორც უდიდ...