...ამიტომ ამბობს ესეც: „მივყო იგავსა ყური ჩემი და აღვაღო საგალობლითა იგავი ჩემი“ (). ამოცანა კი მიბურული და გამოცანური სიტყვაა; ამიტომ სხვა ადგილასაც ამბობს: „ვიტყოდე მე იგავთა დასაბამისათა“ (). ამიტომ გაბედა მისთვის სიბრძნის დარქმევაც, რადგან საღვთო გამოცხადებას იყო მინდობილი; ამიტომ ამბობს: „საგალობლითა“ (), რითაც სწავლების სულიერობასა და მის ზეგარდამო შთაგონებას აჩვენებს, და შეგონებას გალობის სახით წარმართავს, რათა სიტყვა დაატკბოს. ხედავ, როგორი შესავალი მოამზადა? მან მოიწვია მთელი მსოფლიო, განდევნა ცხოვრებაში არსებული უთანასწორობა, ბუნება გაახსენა, ზრახვები დააცხრო, დაგვპირდა, რომ დიდსა და კეთილშობილ რამეს იტყოდა, თქვა, რომ არაფერს თავისგან იტყოდა, არამედ იმას, რაც ღმერთისგან მოისმინა; მიუთითა, რომ სიტყვაში დიდი ბუნდოვანება იქნებოდა და ამით უფრო ყურადღებით განგვაწყობდა; დაგვპირდა, რომ სულიერ სიბრძნეს გვასწავლიდა, რომელსაც განუწყვეტლივ იმარხავდა გონებაშ...