მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Psalms 85:8

7. Shew us thy mercy, O LORD, and grant us thy salvation.8. I will hear what God the LORD will speak: for he will speak peace unto his people, and to his saints: but let them not turn again to folly.9. Surely his salvation is nigh them that fear him; that glory may dwell in our land.
Psalms თავი 85
8. I will hear what God the LORD will speak: for he will speak peace unto his people, and to his saints: but let them not turn again to folly.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ“ (11,41-42).:

...აბ. 22,12) და კუალად იტყჳს: „უკუეთუმცა ისმინესო“; და კუალად იტყჳს: „ვინ მისცეს გულსა ამის ერისასა ესრეთ ყოფად?“ და კუალად წერილ არს, ვითარმედ: „არავინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო“. და ესრეთ მრავალი იპოვების ძუელთაცა შინა შეუმსგავსებელი სიტყუაჲ პატივსა და დიდებასა ღმრთისასა. და კუალად აქაბისთჳს თქუმულ არს: „ვინ-მე შემიცთუნოს მე აქაბ?“ და რომელ მარადის საწარმართოთა ღმერთთა თანა ჰყოფდა თავისა თჳსისა უზეშთაესობასა, ვითარმედ: „არავინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო“, და მრავალი ესევითარი, რომელი-ესე ყოველი უღირს არს თქუმად ღმრთისათჳს. არამედ იგი ესეოდენ კაცთმოყუარე არს, რომელ ჩუენისა ცხორებისათჳს სიტყუა-თა მათ, რომელნი პატივსა მისსა არა შეეტყუებიან და დიდებასა, თავსიდებს, რამეთუ განკაცებაჲცა და ხატისა მონებრივისა შემოსაჲ და ესევითართა სიტყუათა თქუმაჲ და ესევითართა საქმეთა შეურაცხთა თავსდებაჲ, - ყოველი ესე უღირს არს მისისა მის ღირსებისა მიმართ. უკუეთუ კულა მიუწდომელი იგი კაცთმოყუარებისა მისისა სიღრმჱ მოიგონოს ვინ, ღირსად გამოჩნდების ესე ყოველი მისი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს“ (11,11).:

...ა და თქუა: „უმრავლესსა დიდებასა ესე ღირს იყო, ვიდრე მოსე“, შემსგავსებასა მათსა ჰყოფს, არამედ ესე წეს არს წერილთა შინა და მრავალგზის გულისჴმისსაყოფელად უგულისჴმოთა იქმს შემსგავსებასა შეუმსგავსებელთასა, ვითარცა იტყჳს: „არავინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო“; და კუალად: „არა არს ღმერთი, ვითარ ღმერთი ჩუენი“. არა თუ შემსგავსებასა იქმს კერპთასა ღმრთისა თანა, არამედ უგულისჴმოთათჳს თქუა ესრეთ. ეგრეთვე აქა, ვინაჲთგან დიდად შეერაცხა ყოველთა იოვანე, და მას ჟამსა კადნიერებით მხილებამანცა მეფისამან და შეყენებამან მისმან საპყრობილედ უმეტესად-ღა აღაორძინა სახელი მისი, და აწ უფალმანცა დიდი ესე ქებაჲ წარმოთქუა მისი, მერმე უძლურებისა მისთჳს მსმენელთაჲსა თქუა ესრეთ, ვითარმედ: უმცირესად შერაცხილი ესე თქუენ მიერ სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა ვარ. და ვითარ ეგებოდა თქუმაჲ ერისა მიმართ უგულისჴმოჲსა და უმეცრისა? ხოლო რაჲ არს „სასუფეველსა ცათასა“? ესე იგი არს, ყოველსავე სულიერსა და საღმრთოსა საქმესა შინა.

მრავალნი ამის სიტყჳსათჳსცა ამაოდ ცუდადმეტყუელებენ. რომელნიმე იტყჳან: მოციქულთათჳს თქუაო; სხუანი იტყჳან: ანგელოზთათჳსო; რამეთუ ოდეს ერთგზის სამეუფოჲსა...

სრულად ნახვა