მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 1:24

23. And changed the glory of the uncorruptible God into an image made like to corruptible man, and to birds, and fourfooted beasts, and creeping things.24. Wherefore God also gave them up to uncleanness through the lusts of their own hearts, to dishonour their own bodies between themselves:25. Who changed the truth of God into a lie, and worshipped and served the creature more than the Creator, who is blessed for ever. Amen.
Romans თავი 1
24. Wherefore God also gave them up to uncleanness through the lusts of their own hearts, to dishonour their own bodies between themselves:
თავი პირველი სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს მისცნა იგინი ღმერთმან გულისთქუმასა გულთა მათთასა არაწმიდებად, რაჲთა გინებულ იყვნენ ჴორცნი მათნი მათ თანა (1,24).:

თარგმანი: არა თუ ღმერთმან მისცნა იგინი არაწმიდებად; ნუ იყოფინ! არამედ ღმერთმან იხილა რაჲ, ვითარმედ უღირს არიან მის მიერსა საფარველსა, დაუტევნა იგინი და უგულებელს-ყვნა. და მერმე, დაუტევნა რაჲ ღმერთმან, მეყსეულად მიიხუნა იგინი ეშმაკმან. და "მისცნა". რასა-იგი მისცნა? აწ უკუე დატევებასა მას და მიშუებასა ღმრთისასა "მიცემად" იტყჳს მოციქული. რამეთუ ვინაჲთგან მათ არა ინებეს შეწყნარებად განზრახვაჲ ღმრთისაჲ, არამედ ნებსით ივლტოდეს, ხოლო ღმერთმან რაჲ ჯერ-იყო მის მიერ ქმნად, ქმნა მათ ზედა. და ვითარცა იხილა მათთა გულთა მოუდრეკელობაჲ, — რამეთუ დაჰბადა სოფელი და დაუდვა წინაშე მათსა; მისცა გონებაჲ, შემძლებელი კეთილისა გამორჩევად; ხოლო მათ არა ინებეს არა რომლითა სახითა მოქცევაჲ, და ჯერ-იყო მერმე მიშუებაჲ, — ამისთჳსცა მიუშუა ღმერთმან; გინა თუ ესრეთცა გულისჴმა-ყავ, ვითარმედ "მისცნა იგინი გულისთქუმასა გულთა მათთასა" — ვითარმედ: მისცნა იგინი თჳსთა ნებათა, რაჲთა, რაჲცა სურის, ქმნან, რამეთუ ღმერთი იძულებით არავის იმჭირავს.

თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳსცა მისცნა იგინი ღმერთმან გულისთქუმასა გულთა მათთასა არაწოდებად და გინებად ჴორცთა მათთა მათ თანა (1,24).:

თარგმანი: სიტყუაჲ ესე "მიცემისაჲ" მიშუებისა ნაცვალად დადებულ არს. რამეთუ რაჟამს ღმერთმან დაუტევნა და განაშიშულნა იგინი შეწევნისა თჳსისაგან, მიერითგან ეუფლა მათ სატანა, და მან მისცნა, რასა-იგი მისცნა; და უფროჲსღა თჳთ განსცეს თავნი მათნი გულისთქუმასა გულთა მათთასა, რამეთუ ვითარცა-იგი მჴედართმთავარნი არღარა ჰმართებდიან რაჲ გუნდსა მჴედრობისასა, არამედ თჳსაგან განეშორნიან და დაუტევნიან იგინი, ესრეთ ითქუმინ, ვითარმედ მათ განსცნეს იგინი მტერთა ბანაკსა. ეგრეთვე, რომელი ღმერთმან დაუტევოს მართებისაგან და საჭეთპყრო, ესევითარი-იგი მიცემულ არს ჴელთა მტერთასა, და უფროჲსღა, თჳთ მიუცემიეს თავი თჳსი მათდა, ურწმუნოებითა გონებისაჲთა და ბილწებითა საქმეთაჲთა თჳთ განაშოროს მან თავი თჳსი, ბილწებისაჲთა აღვსებულმან, და გინებად ჴორცთა თჳსთა განმდრეკელმან.

ვინაჲცა ესრეთ უსაკუთრესად ითქუმის სამოციქულოჲ ესე სიტყუაჲ, ვითარმედ: მისცნა იგინი ღმერთმან გულისთქუმასა გულთა მათთასა, არაწმიდებად და გინებად ჴორცთა მათთა თავთა მათთა შორის....

სრულად ნახვა
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: მისცნა იგინი ღმერთმან გულისთქუმასა გულთა მათთასა (1,24).:

თარგმანი: ამას ადგილსა სიტყუაჲ ესე თუ — "მისცნა" — ამას მოასწავებს, ვითარმედ "მიუშუნა", რამეთუ ვინაჲთგან მათ არა ინებეს შეწყნარებად განზრახვაჲ ღმრთისაჲ, არამედ ნეფსით ივლტოდეს, ხოლო ღმერთმან, რაჲ ჯერ-იყო მის მიერ ქმნად, ქმნა მათ ზედა, და ვითარცა იხილა მათთა გულთა მოუდრეკელობაჲ, მიუშუა, რამეთუ დაჰბადა სოფელი და დაუდვა წინაშე მათსა, მისცა გონებაჲ, შემძლებელი კეთილისა გამორჩევად, ხოლო მათ არა ინებეს არა რომლისა საქმისაგან მოქცევაჲ, ჯერ-იყო მერმე მიშუებაჲ და ამისთჳსცა მიუშუა ღმერთმან, რაჲთა თჳთ პირსა ეცეს ბოროტი განზრახვაჲ მათი და ნუ-უკუე მაშინ მოიქცენ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის