მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 1:4

3. Concerning his Son Jesus Christ our Lord, which was made of the seed of David according to the flesh;4. And declared to be the Son of God with power, according to the spirit of holiness, by the resurrection from the dead:5. By whom we have received grace and apostleship, for obedience to the faith among all nations, for his name:
Romans თავი 1
4. And declared to be the Son of God with power, according to the spirit of holiness, by the resurrection from the dead:
თავი პირველი სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელი-იგი გამოჩნდა (1,4).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ საცნაურ იქმნა ჩუენ შორის და დაემტკიცა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ და საკჳრველისა მის მიერ ქალწულისაგან შობისა მისისა და ძალისა მისგან სასწაულთა მისთაჲსა და ადგომითა მისითა.

თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ძისა მისისათჳს, რომელი-იგი იშვა თესლისაგან დავითისა ჴორციელად, რომელი-იგი გამოჩნდა ძედ ღმრთისა, ძალითა და სულითა მით სიწმიდისაჲთა, აღდგომითა მით მკუდრეთით იესუ ქრისტეს უფლისა ჩუენისაჲთა (1,3-4).:

წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისა განვრცელებითთა თარგმანთაგან შემოკლებით გამოკრებული და მრავალწიგნობისაგან ერთ წიგნ ყოფად შემოკრებული თარგმანებაჲ ებისტოლეთა წმიდისა პავლე მოციქულისათაჲ

თარგმანებაჲ ჰრომაელთა მიმართისა ებისტოლისაჲ

სახარებითი მოძღურებაჲ გარეშეთა მიმართ მადლისათა და მადლსა შინა მყოფთა, და სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა

გუაკურთხენ, მამაო.

პავლე, მონაჲ იესუ ქრისტესი, ჩი მოციქული (1,1).

თარგმანი: შორიელთა მ მისწერს, ამისთჳს დასწე სახელ თჳსსა რომელი-იგი მას ამისთჳს შეეცვალა უფლისა მიერ სავლეობისაგან პავლედ, რაჲთა არცა ამით აჲთმე ნაკლულევან იყოს პეტრესგან, თავისა მის მოციქულთაჲსა, რომელსა-იგი სიმონობაჲ პეტრედ შეეცვალა. ხოლო მონად ამისთჳს სახელ-იდებს, რამეთუ მრავალთა მათგან და თითოფერთა სახეთა მონებისა ღმრთისათა არცა ერთი რაჲ აკლდა მას. ამას თანა იესუდ უწოდს უფალსა ჩუენსა კაცებისათჳს, ხოლო ქრისტეს — საცხებელისა...

სრულად ნახვა
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელი გამოჩნდა ძედ ღმრთისა (1,4).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ საცნაურ იქმნა ჩუენ შორის და დაემტკიცა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ და საკჳრველისა მის მიერ ქალწულისაგ შობისა მისისა და ძალისა მისგან სასწაულთა მისთაჲსა და სულისა მის მიერ, რომლითა მოგუეცა სიწმიდე, (და) ადგომისა მიერ, რომლითა დაჴსნდა (მძ)ლავრებაჲ სიკუდილისაჲ. ამის ყოვლისა მიერ გამოჩნდა ჩუენ შორს, ესე იგი არს, (ვითარმედ): იცნობა, რამეთუ ძე ღმრთისა არს და მის მიერ ვიჩინეო მე მოციქულად, რამეთუ იტყჳს თავსა თჳსსა "ჩინებულად მოციქულად", რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არა თავით თჳსით მოიღო მოციქულებაჲ, არამედ ჩინებითა და წოდებითა ქრისტესითა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის