მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 11:17

16. For if the firstfruit be holy, the lump is also holy: and if the root be holy, so are the branches.17. And if some of the branches be broken off, and thou, being a wild olive tree, wert graffed in among them, and with them partakest of the root and fatness of the olive tree;18. Boast not against the branches. But if thou boast, thou bearest not the root, but the root thee.
Romans თავი 11
17. And if some of the branches be broken off, and thou, being a wild olive tree, wert graffed in among them, and with them partakest of the root and fatness of the olive tree;
თავი ი̂ვ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ რტოთა მათგანნი ვინმე გარდასტყდეს, ხოლო შენ ველური ზეთისხილი იყავ და დაემყენ მას ზედა და თანაზიარ ძირისა და სიპოხისა ზეთისხილისა იქმენ, ნუ ექადი რტოთა მათ (11,17-18).:

თარგმანი: ყოველთა ამათ სიტყუათა წარმართთაგანთა მიმართ და გამოაჩინებს ჰურიათა განვრდომასა და მათსა ადგილსა წარმართთა შესლვასა, და ასწავებს წარმართთა არასიქადულსა. ხოლო ამას ყოველსა ამისთჳს იქმს, რომელ ჰურიანი შურად აღადგინნეს და სასოებაჲ მისცეს, უკუეთუ ენებოს მათ ცხორება, და წარმართთაგანთაცა სიმდაბლე ასწავოს.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: უკუეთუ რტოთა მათგანნი ვინმე გარდასტყდეს... (11,17).:

თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ ესევითართა მათ არარაი აქუს მათ თანა ზრებაჲ, რამეთუ უკუეთუ ძირი წმიდა არს და იგინი არაწმიდა არიან, შორს სადმე არიან ძირისა მისგან.

თავი ი̂ვ. მიზეზისათჳს, რომლისა ძლით განვარდეს, რამეთუ მრწემობად და შეურაცხებად შეჰრაცხეს, შურისათჳს წარმართთაჲსა, რომელთა უაღრეს მათსა პატივ-ეცა და დაიწერნეს მორწმუნისა მის ისრაჱლისა თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

მოციქულისაჲ: ვიტყჳ უკუე, ნუ განიშორა-მე-ა ღმერთმან ერი თჳსი? — ნუ იყოფინ! და რამეთუ მეცა ისრაიტელი ვარ თესლისაგან აბრაჰამისსა, ტომისაგან ბენიამენისსა. არა განიშორა ღმერთმან ერი თჳსი, რომელი-იგი წინაჲსწარ იცნა (11,1).

თარგმანი: ამას ადგილსა დაჰჴსნა სხუაჲ იჭჳ, უძჳრესი ყოველთა იჭუთაჲ, ვითარ თუმცა უღონო იყო მოქცევაჲ ჰურიათაჲ, ვითარცა ერთგზის განჴდილთაჲ, დაღათუ ენებოს მოქცევაჲ; ამისთჳს თავსა თჳსსა სახედ მისცემს, ვითარმედ: თჳთ მე, რომელსა-ესე აწ სახელ-მედების მოძღუარ წარმართთა, ერთი ვარ მოქცეულთა ჰურიათაგანი. რამეთუ, უკუეთუმცა განეშორნეს, არამცა ჰყოფდა მათგანთა მოძღუარ, მოციქულ და ქადაგ. ვინაჲცა არა მე მარტოჲ ვარ, არამედ ჩემ თანა მყვანან ერნი, წინაჲსწარ ცნობილნი მისგან, რომელ არიან ხუთ ათასნი და ბევრნი.

მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა ელიაჲსი, რასა-იგი იტყჳს წიგნი, ვითარ-იგი შეემთხუევის ღმერთსა შესმენად ისრაჱლისა და იტყჳს: უფალო, წინაჲსწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს და საკურთხეველნი შენნი დაარღჳნეს, და მე დაშთომილ ვარ მარტოჲ. და ეძიებენ სულსაცა ჩემსა. არამედ, რასა ეტყჳს მას ბრძანებაჲ იგი სიტყჳსაჲ მის: დამიტევებიეს თავისა ჩემისა შჳდ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის