მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 11:30

29. For the gifts and calling of God are without repentance.30. For as ye in times past have not believed God, yet have now obtained mercy through their unbelief:31. Even so have these also now not believed, that through your mercy they also may obtain mercy.
Romans თავი 11
30. For as ye in times past have not believed God, yet have now obtained mercy through their unbelief:
თავი ი̂ვ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა-იგი თქუენცა ოდესმე ურჩ ექმნენით ღმერთსა და აწ შეიწყალენით მათითა მით ურჩებითა, ეგრეთვე აწ ესენი ურჩ ექმნნეს თქუენისა შეწყალებისათჳს, რაჲთა იგინიცა შეიწყალნენ (11,30-31).:

თარგმანი: გამოაჩინებს, ვითარმედ პირველად წარმართთა უწოდა ღმერთმან, რამეთუ მისცა მათ სიბრძნე, რაჲთამცა იცნეს ღმერთი, ხოლო იგინი ურჩ ექმნნეს, და მერმე მოუწოდა ჰურიათა, ხოლო მათ მცირედ ჟამ ისმინეს მისი და კუალად ურჩ ექმნეს. მერმე კუალად უწოდა მეორედ წარმართთა, რაჟამს ჰურიათა არა ინებეს რწმუნებად და მეორესა მას წოდებასა დაემორჩილნეს წარმართნი. გარნა არა ყოფად არს ჰურიათა ყოველთა წარწყმედასა ზედა აღსასრული, არამედ მოიქცენ მათგანნიცა მრავალნი და პოონ წყალობაჲ. და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: ვითარცა თქუენ, წარმართნი, მაშინ უშჯულო იყვენით და მორჩილ იყვნეს ჰურიანი, და კუალად, რაჟამს იგინი უშჯულო იქმნნეს, თქუენ მორჩილ იქმნენით; არამედ იგინიცა, უკუეთუმცა მოიქცეს ქრისტესა, ეგრეთვემცა წმიდა იყვნეს, ვითარ თქუენ, და მო-ცა-ქცევად არიან მრავალნი, რაჲთა შეიწყალნენ.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: ვითარცა-იგი თქუენ ოდესმე ურჩ ექმნენით ღმერთსა და აწ შეიწყალენით მათითა მით ურჩებითა, ეგრეთცა აწ ესენი ურჩ იქმნნეს თქუენისა წყალობისათჳს, რაჲთა იგინიცა შეიწყალნენ (11,30-31).:

თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან მაშინ თქუენ წარმართნი ურჩ იყვენით, მორჩილ იყვნეს მაშინ ჰურიანი, და კუალად, რაჟამს იგინი ურჩულო იქმნეს, თქუენ მორწმუნე იქმნენით. გარნა იგინიცა, უკუეთუმცა მოიქცეს ქრისტესა, ეგრეთვემცა წმიდა იყვნეს, ვითარ თქუენ, და მო-ცა-ქცევად არიან მრავალნი, და პოვონ წყალობაჲ.

თავი ი̂ვ. მიზეზისათჳს, რომლისა ძლით განვარდეს, რამეთუ მრწემობად და შეურაცხებად შეჰრაცხეს, შურისათჳს წარმართთაჲსა, რომელთა უაღრეს მათსა პატივ-ეცა და დაიწერნეს მორწმუნისა მის ისრაჱლისა თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ შეუნანებელ არიან მადლნი იგი და ჩინებანი ღმრთისანი, რამეთუ ვითარცა-იგი თქუენცა ოდესმე ურჩ ექმნენით ღმერთსა, ხოლო აწ შეიწყალენით მათითა მით ურჩებითა, ეგრეთცა ესენი ურჩ ექმნნეს აწ თქუენისა შეწყალებისათჳს, რაჲთა იგინიცა შეიწყალნენ (11,28-31).:

თარგმანი: ამას ადგილსა აჩუენებს, ვითარმედ პირველად წარმართნი იწოდნეს ღმრთისა მიერ, და რაჟამს არა ისმინეს, მაშინღა ჰურიანი გამორჩეულ იქმნნეს. ეგრეთვე აწ, რაჟამს ჰურიანი ურჩ ექმნნეს, წარმართთა უწოდა, და მეორედ წოდებულთაღა ირწმუნეს, რაჲთა ყოველსავე ზედა შეუნანებელ იყვნენ მადლნი და ჩინებანი ღმრთისანი, ხოლო არა თუ განჴდასა ამას ზედა ჰურიათასა ჰყოფს დასასრულსა, არამედ კუალად მათცა შეიწყალებს და მოქცევასა ღირს ჰყოფს. და ორთავე ურთიერთას აღაშურვებს, რაჲთა ორნივე შეიწყალნეს და აცხოვნნეს: ესენი —მათ მიერ, და იგინი — ამათ მიერ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის