მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 12:16

15. Rejoice with them that do rejoice, and weep with them that weep.16. Be of the same mind one toward another. Mind not high things, but condescend to men of low estate. Be not wise in your own conceits.17. Recompense to no man evil for evil. Provide things honest in the sight of all men.
Romans თავი 12
16. Be of the same mind one toward another. Mind not high things, but condescend to men of low estate. Be not wise in your own conceits.
თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მასვე ურთიერთისათჳს ზრახევდით. ნუ მაღალსა ზრახავთ, არამედ მდაბალთა თანა დამდაბლდებოდეთ (12,16).:

თარგმანი: რაჲ არს ესე თუ "მასვე ერთერთისათჳს ზრახევდით"? — ესე იგი არს, ვითარმედ: თითოეული რასაცა თავისა თჳსისათჳს იგონებდეს და ვითარცა თავი თჳსი შეერაცხოს, ეგრეთ შეერაცხენ მოყუასიცა. უკუეთუ მდიდარი ხარ, ნუ გიჩნ გლახაკი იგი ძმაჲ შენი უნდოდ და არარად, და თავი თჳსი — დიდად, არამედ სწორად შენსა გაქუნდინ იგიცა, რამეთუ არა არს წინაშე განყოფილებაჲ მდიდრისა და გლახაკისაჲ. ამისთჳს უკუე ნუ მაღალსა ჰზრახავთ და ჰზუაობთო, მდიდარნო, არამედ დამდაბლდებოდეთ გლახაკთა და უქონოთა ძმათა თქუენთა თანა, და ნუ უღირს გიჩნს ესეო.

თავი ი̂ზ. მცნებაჲ სათნოებისათჳს ღმრთისა მიმართ და კაცთა, რომელსა შინა იტყჳს ურთიერთას ერთობისათჳს და კეთილადმსახურებისა და უკეთურთა მიმართ უმანკოებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და მასვე ურთიერთას ზრახევდით; ნუ მაღალსა მას ზრახავთ, არამედ მდაბალსა მას შეეყვენით (12,16).:

თარგმანი: რაჲ არს მისვე ურთიერთას ზრახვაჲ? გარნა რაჲთა, რაჲ-იგი შენ გინდეს, რაჲთა გიყონ, შენცა უყოფდე სხუათა.

გინებს თუ, რაჲთა არავინ შეურაცხ-გყოს, ვითარიცა ხარ, ნუცა ვის შენ შეურაცხ-ჰყოფ, ვითარიცა ვინ

კუალად, გლახაკისა თანა მდაბალ იყავ ერთობისათჳს სარწმუნოებისა; ხოლო მდიდარსა ნუ ეშურები სიყუარულისათჳს ძმობისა.

მწუხარესა თანა იგლოვდ, ვითარცა მის თანა მწუხარე, და მოხარულსა თანა იხარებდ ვითარცა მის თანა მოხარული, რაჲთა, რაჟამს არა მაღლისმზრახვალ, არამედ მდაბლისა მის თანა დაჰმსდაბლდებოდი, ჯეროვნად აღგამაღლოს ღმერთმან.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის