მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 12:17

16. Be of the same mind one toward another. Mind not high things, but condescend to men of low estate. Be not wise in your own conceits.17. Recompense to no man evil for evil. Provide things honest in the sight of all men.18. If it be possible, as much as lieth in you, live peaceably with all men.
Romans თავი 12
17. Recompense to no man evil for evil. Provide things honest in the sight of all men.
თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუ ჰგრძნობთ თავით თჳსით და ნუვის ბოროტისა წილ ბოროტსა მიაგებთ (12,16-17).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ნუ შეგირაცხიან თავნი თქუენნი ბრძნად და არღარაჲსა ნაკლულევანად, თუმცა არა გიჴმდა ყოვლადვე სხჳსაგან განკითხვაჲ.

თავი ი̂ზ. მცნებაჲ სათნოებისათჳს ღმრთისა მიმართ და კაცთა, რომელსა შინა იტყჳს ურთიერთას ერთობისათჳს და კეთილადმსახურებისა და უკეთურთა მიმართ უმანკოებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუ იქმნებით ბრძენ თავით თჳსით, და ნუვინ ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ (12,16-17).:

თარგმანი: ესე არს თავით თჳსით ბრძენ ყოფაჲ, რაჟამს კაცი ჰგონებდეს, ვითარმედ: თჳთ კმა-ვეყოფვი თავსა თჳსსა, და არღარაჲ ვისგან მიჴმს ზრახებაჲ. ესევითართა ვაებასა მისცემს წერილი, ვითარმედ: "ვაჲ თავით თჳსით ბრძენთა და წინაშე მათსა მეცნიერთა!" () ხოლო ბოროტისა არა-მიგებად ესრეთ დაგიმტკიცებს, ვითარმედ: უკუეთუ შენ საძაგელ და საწყალობელ გიჩნს მოქმედი ბოროტისაჲ, რად არა ევლტი მსგავსებასა მისსა, არამედ შიგებითა მისდა ნაცვლისაჲთა თანაზიარ იქმნები უღმრთოებისა მისისა!

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის