მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 12:20

19. Dearly beloved, avenge not yourselves, but rather give place unto wrath: for it is written, Vengeance is mine; I will repay, saith the Lord.20. Therefore if thine enemy hunger, feed him; if he thirst, give him drink: for in so doing thou shalt heap coals of fire on his head.21. Be not overcome of evil, but overcome evil with good.
Romans თავი 12
20. Therefore if thine enemy hunger, feed him; if he thirst, give him drink: for in so doing thou shalt heap coals of fire on his head.
თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ, შიოდის თუ მტერსა შენსა, პური ეც, და სწყუროდის თუ, ასუ მას. ესე რაჲ ჰყო, ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ შეჰკრიბო თავსა მისსა. ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ სძლე კეთილითა მით ბოროტსა მას (12,20-21).:

თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "ნაკუერცხალი შეჰკრიბო თავსა მისსა", აწ კუალად ეტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ მე ესრეთ ვთქუ, შენდა ნუგეშინის-საცემელად, და ბოროტისმოქმედისა — შიშად, გარნა შენ ნუ იძლევი ბოროტისაგან; რამეთუ, უკუეთუ ბოროტისმყოფელსა შენსა კეთილსა ამით გულისსიტყჳთა უყოფდე, რაჲთამცა ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ შეჰკრიბე მის ზედა, — არა გიძლევიეს ბოროტისადა, არამედ ძლეულ ხარ მის მიერ. არამედ ყოვლითა გულითა შეუნდვე მას, და ღმრთისაგანცა ითხოე, რაჲთა შეუნდოს, და ესრეთ უყავ კეთილი, და მაშინ სძლო ბოროტსა კეთილითა.

თავი ი̂ზ. მცნებაჲ სათნოებისათჳს ღმრთისა მიმართ და კაცთა, რომელსა შინა იტყჳს ურთიერთას ერთობისათჳს და კეთილადმსახურებისა და უკეთურთა მიმართ უმანკოებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ, ჰშიოდის თუ მტერსა შენსა, პური ეც მას, და სწყუროდის თუ, ასუ მას; რამეთუ ესე რაჲ ჰყო, ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ შეჰკრიბო თავსა მისსა (12,20).:

თარგმანი: სიტყჳსა მიერ იგავთაჲსა არა ხოლო ბოროტისა მიგებად გუაყენებს, არამედ გამოზრდადცა გუაწუევს შიმშილსა და წყურილსა მტერისასა. ხოლო ვინაჲთგან მძიმე იყო მცნებაჲ ესე, ამისთჳს მოჴსენებითა ნაკუერცხალისა შეკრებისაჲთა სწორებით მოშიშ ჰყოფს ბოროტისმოქმედსა მას, არღარა ბოროტისმოქმედებად, ხოლო ქველის-მოქმედსა მას — დაუყენებელად ყოფად მოწყალებისა.

ფსალმუნი 127-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. მადლიერება ჭირში და დამატებული სიკეთეები:

...) და „რაჲთა კეთილი გეყოს შენ, და იყო დღეგრძელ ქუეყანასა ზედა“ (). მაგრამ როცა მტრებისადმი სულიერ სიბრძნეზე წერს, კვლავ გრძნობად საზღაურს აყენებს და ამბობს: „რამეთუ ესე რაჲ ჰყო, ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ შეჰკრიბო თავსა მისსა“ (). ხოლო ქრისტე ასე არ იქცევა, რადგან ის უძლურებს არ ესაუბრება: ქალწულებისათვის სასუფეველს აყენებს, მტრების სიყვარულისთვის კი ღმერთს დამსგავსებას, რამდენადაც ადამიანებისთვის დამსგავსება შესაძლებელია.

ამგვარადვე ძველ აღთქმაშიც, სადაც გრძნობადი საგნებით მართულნი იყვნენ, ვნახავთ, რომ სულიერი სიბრძნის მცოდნენი უმეტესი სიკეთეებით იმართებოდნენ. ამასვე ცხადყოფდა პავლე, როცა ამბობდა: „სარწმუნობით მოსწყდეს ესე ყოველნი და არღა მოეღო მათ აღნათქუემი იგი, არამედ შორით იხილეს იგი და მოიკითხეს“ (). ამრიგად, ღვთისმოშიშთა საზღაური მხოლოდ ეს არ არის: თავისიანებით ტკბობა, ცოლი, შვილები და სახლის კეთილდღეობა; ესენი ზედმეტად და დამატების რიგშია, მთავ...

სრულად ნახვა